ოკუპირებული სოხუმი - „ბჟანიას მო...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, "აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვა" იგეგმება. საკითხზე ვრცელ განმარტებას აკეთებს ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური და ხაზს უსვამს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება". ე.წ. პრესსამსახურის განმარტების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე პერიოდულმა გამოცემამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაავრცელა, რაც მათი აზრით...

კობახიძე - რომ არა EU-სთან უვიზო...

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.  კობახიძის თქმით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. "როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს. მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემ...

ალასანია სააკაშვილზე - ბოლოს, რო...

ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?!, -  ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.  როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრისთვის არ ჩამოსულა. "მოვისმინე და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ დიდი მსახიობია თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე. გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე და ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს. ასეთი მსახიობობა მე არ გ...

ღარიბაშვილმა და ურსულა ფონ დერ ლ...

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწი...

აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. ღარიბაშვილის თქმით, მას და ოლაფ შოლცს შორის ნაყოფიერი საუბარი შედგა, სადაც განხილული იქნა გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ხედვებს ეფუძვნება. "ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საზიარო ღირებულებებს ეფუძნება.  ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ და გადამწყვეტი მნიშვნელობის ქმედებების აუცილებლობა. საქართველო ევრ...

კულება - იქნება ახალი სანქციები,...

მონაწილეობა მივიღე G7-ის მინისტერიალში, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ყველაფერზე, რაც 2023 წელს უკრაინის გამარჯვებისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, იქნება იარაღის სწრაფი მიწოდება და სანქციების ახალი პაკეტები, რუსეთმა კი უნდა გააცნობიეროს, რომ არც უკრაინა და არც პარტნიორები არ დაიღლებიან აგრესიის საპასუხოდ. "იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიაში იოშიმასას მოწვევით, მონაწილეობა მივიღე G7-ის მინისტერიალში. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ყველაფერზე, რაც 2023 წელს უკრაინის გამარჯვებისთვისაა საჭირო. იქნება იარაღის სწრაფი მიწოდება და ახალი სანქციები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ დავიღლებით მისი აგრესიი...

სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანი გაკ...

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ ომში უკავშირდება პარტნიორების დროულად და სწრაფად დახმარებას, იმ ქვეყნების მეტ მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ძირითადი მიზეზი, რაც უკრაინას დაეხმარა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის მოგერიებაში რა თქმა უნდა უკრაინელი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმია, მაგრამ ამასთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვის ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას, რაც სათავეს 2014 წლიდან იღებს. „მოლდოვას არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ნატოში მომავალი გაწევრიანების შესახებ და ჩ...

უკრაინის შეიარაღებული ძალები - რ...

18 თებერვალს დილით უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ქალაქში სარაკეტო თავდასხმის გამო 10-მდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სამი სასწავლო დაწესებულება დაზიანდა , დაშავდა ორი ადამიანი. "რუსეთმა შავი ზღვიდან უკრაინაში ოთხი კალიბრის რაკეტა გაუშვა, მათგან ორი ჩამოაგდეს", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალები მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ურსულა - ახლა დრო არის შეიარაღე...

ჩვენ არასდროს შევეგუებით და დავუშვებთ რუსეთის იმპერიალისტური ომის წარმატებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა დრო არის შეიარაღების წარმოების გაზრდის, რადგანა არ შეიძლება, სამხედრო მარაგების შევსებას პარტნიორები თვეობით ელოდებოდნენ. „ჩვენ არასდროს შევეგუებით და დავუშვებთ რუსეთის იმპერიალისტური ომის წარმატებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფას. იმ კანონმდებლობის, რომელიც ჩვენ გვიცავს. დღეს მე უფრო დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთობაში, ვიდრე გასულ წელს. ახლა არის დრო შეიარაღების წარმოების გაზრდის, რათა არ შეიძლება, თვეობით ველოდებოდეთ სამხედრო მარაგების შევსებას&l...

თეთრი სახლი - პოლონეთში ვიზიტის ...

პოლონეთში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვარშავაში პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს შეხვდება. მან დასძინა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მადლობელია პოლონეთის პრეზიდენტის და პოლონელი ხალხის, რადგან მათ 3.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის დასახმარებლად გასცეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა.

გიული ალასანია სააკაშვილზე - სულ...

სულ ერთი და იგივე პოზაში წევს ადამიანი და არის სისუსტად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის მონახულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი ორგანოების ჩამოშლაო. "სულ ერთი და იგივე პოზაში წევს ადამიანი და არის სისუსტად. რამდენჯერმე გამიმეორა ძალიან სუსტად ვარო, ძალიან ცუდად ვარო და ყოველ წუთში დამეწყება ორგანოების ჩამოშლაო", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ჰააგაში უკრაინის წინააღმდეგ აგრე...

ივლისში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების ახალი საერთაშორისო ცენტრი მუშაობას ჰააგაში დაიწყებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროკომისრის იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსისა და უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის შეხვედრის შემდეგ. ცენტრი, მჭიდროდ ითანამშრომლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ბრიუსელის თქმით, მისი გახსნა არის პირველი ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რომელიც შეძლებს რუსეთის ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემას. „ამ ცენტრის ამოცანაა შეაგროვოს და შეინახოს მტკიცებულებები მომავალი სასამართლო პროცესებისთვის. რა თქმა უნდა, მიზანია მოიძიოს იურისდიქცია იმ სპეციალური ტრიბუნალისათვის, რომელსაც ითხოვს უკრაინა, ან ...

ანჯეი დუდა - ჩვენი მხარდაჭერის გ...

დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, დაეცემა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაიპყრობს უკრაინას, ის მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება და მსოფლიოში მშვიდობაში ვეღარ იქნება, აქედან გამომდინარე, პარტნიორებმა მთელი ძალით უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას. "ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს თავი დაიცვას. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, დაეცემა. მათ დაამარცხებს და დაიპყრობს რუსეთი, და არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში, რადგან ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ჩვენ მთელი ძალით უნდა დავუჭიროთ მხარ...

თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ძლ...

თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 45,000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად თურქეთში 39 672 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 800-ს აღემატება. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნო...

ზელენსკი - ჩვენ ყველაფერი უნდა გ...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია უკვე წელს დასრულდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისთვის უკვე შეიქმნა სატანკო კოალიცია, მოიხსნა ტაბუ შორეული რაკეტების მიწოდების საკითხზე  და ამასთან ერთად მსოფლიომ უკვე გაგო თუ რამდენად აუცილებელია საავიაციო კოალიციის შექმნა. "უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის მთავარი გზავნილი აშკარაა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსული აგრესია უკვე წელს დასრულდეს. ეს შესაძლებელია და ეს აუცილებელია. მაგრამ შესაძლებელია თუ უკრაინა ამისთვის საჭირო იარაღს მიიღებს. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ ჩვენი დიპლომატიური მარათონი შესვენების გარეშე გრძელდება. უკრ...

კურტ ვოლკერი - გვესმის ბრალდებებ...

საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რაც სისულელეა, ამის შესახებ უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს და ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს. "ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რე...

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმ...

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 142 270-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 18 თებერვლის 06:00 საათისთვის ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 142 270; ​ტანკი -3 303; ჯავშანტექნიკა - 6 533; საარტილერიო სისტემა - 2 326; სარაკეტო სისტემა - 469; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 243; თვითმფრინავები - 298; ვერტმფრენი - 287; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 016; საკრუიზო რაკეტები - 871; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 196; გემი/ნავი/კატარღა - 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა - 223.

ჰააგამ რუსეთის მიერ უკრაინაში გა...

პარასკევს, 17 თებერვალს, ნიდერლანდების მთავრობამ ჰააგში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საერთაშორისო საკომპენსაციო ორგანიზაციის - ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ. მათი თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს დამპყრობლების მიერ მიყენებული ზარალი უზარმაზარია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმების შექმნა, რათა რუსეთის ფედერაციამ გადაიხადოს ყველაფერი იმისთვის, რაც მან გააკეთა. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ზარალის საფუძვლიანი შეფასება და ამ მონაცემების შემდგომი გამოძიებისთვის დოკუმენტირება. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ სა...

ფინეთის პრეზიდენტი - ნატოში გაწე...

ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის ბედი თურქეთის ხელშია, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა. მისივე თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება მათი ნების გამოხატულებაა.  „ეს არის ჩვენი ნების გამოხატულება. თურქეთის პოზიცია ჩვენი ნების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის ხელშია“, - განაცხადა ნიინისტომ. შეგახსენებთ, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და მათ ქურთი ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

შოლცი - ყველაზე მნიშვნელოვანია ყ...

ბევრი ადამიანი იტანჯება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო და ამ სიტუაციაში უკრაინას უნდა გავუწიოთ მაქსიმალური დახმარება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ცალსახად განაცხადონ, რომ უკრაინას დახმარებას გაუწევენ იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს, ხოლო გერმანია თავის მხრივ მზად არის ყოველთვის იდგეს უკრაინის გვერდით. „მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე ომი სასტიკი და რუსეთის იმპერიალისტური მიდგომაა დაიპყროს მთელი უკრაინა ან მისი დიდი ნაწილი მაინც. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო და ამ სიტუაციაში უკრაინას უნდა გავუწიოთ მაქსი...