დღეს გამართული ცირკი, კარგად უჩვ...

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში მიმდინარე მოვლენები ოპოზიციის მორიგი "სპექტაკლია".  როგორც სოზარ სუბარმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, ყველაზე სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო. "დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტ...

ანრი ოხანაშვილი: „ენმ“-ს სურს, მ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ოხანაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას“  საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა. "ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თა...

ადვოკატი - სააკაშვილი ორშაბათამდ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების თხოვნას ითვალისწინებს და ორშაბათამდე მკურნალობის კურსი არ შეწყვეტს. როგორც სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, გადაწყვეტილება მიღებულია, იმისთვის რომ  სასამართლო პროცესზე სახელმწიოფო მიხეილ სააკაშვილისგან არ დაიმალოს. "ჩვენ დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ...

ნიკა მელია - ეს რეჟიმი სულ უფრო...

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან- ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე მოვლენებს.  როგორც მელიამ აღნიშნა, მოქმედი მთავრობის მხრიდან ყველაფერი უნდახავს, თუმცა გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი მოულოდნელი იყო.  თბილისის ყოფილი მერი თვლის, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია.  “რა არ უნახავს ამ სახელმწიფოს, მაგრამ გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ნამდვილად არ გვინახავს. გადარჩეული, ანუ არარსებული საკრებულო ამტკიცებს მთავარ დოკუმენტს, თვითმმართველობის წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნ...

ანა წითლიძე - გამოგვაგდეს და ჭიდ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ, როდესაც ზუგდიდის საკრებულოში სამართალდამცავები ძალის გამოყენებით ატოვებინებდენ შენობას, თითი მოტეხეს. ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.   "გამოგვაგდეს და ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომატეხა. საღოლ ძმებო", - წერს წითლიძე.  ცნობისთვის,ზუგდიდისისა და ბათუმის საკრებულოს შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა.

თავი დაანებეთ დესტრუქციას და საბ...

თავი დაანებეთ დესტრუქციას და საბოტაჟს. - ასე ეხმაურება მართველი პარტიის უმრავლესობის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად ოპოზიციის პროტესტს.  დეპუტატი ამბობს, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ. "თავი დაანებონ დესტრუქციას, საბოტაჟს და დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას. თუ ამის რესურსი არ გააჩნიათ და სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმისა რასაც ბათუმის საკრებულოში აქვს ადგილი, წარმომადგენლებს არ აძლევენ საქმიანობის გაგრზელების საშუალებას. მათ ამის გამონმოუწევთ კანონთან წინააღმდეგობაში შესვლა და ასევე, პასუხისგება,"- აცხადებსალუდა ღუდუშაური. 

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ...

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო.  ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცება პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატები სამართალდამცველებმა სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ბათუმის საკრებულოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, ადგილზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბუჯეტის დამტკიებას აპროტესტებდნენ. 

ადვოკატი - დეპუტატებს არ ეძლევათ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების უფლებას არ მისცემენ, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს. ბექა ბასილაიას თქმით, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა. "ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი.  დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა ...

კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“ - დღ...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური კრიზისი და უნდა იზრუნონ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ სააკაშვილის აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა. „ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია,  ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში. რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ. აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პი...

ბექა ბასილაია - თუ ხალხი შესაბამ...

სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება,- საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს შეიწყალებს. ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, მოითხოვენ, რომ მას 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ბატონი ნიკა ყიფშიძის განცხადებებს, ასევე კონსილიუმის წევრების განცხადებებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ამავდროულად მნიშვნელოვა...

კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, მ...

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლი განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანით ამბავი არ დასრულებულა.  როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადად დაესწროს სასამართლო სხდომებს.  "ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინ...

მიხეილ სააკაშვილი - საკუთარ თავ...

ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის,-საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.  ექსპრეზიდენტმა თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა მხარდაჭერებს და მოუწოდა, რომ განაგრძონ მასობრივი მშვიდობიანი აქციები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაც უფრო გამბედავი და დაუღალავი იქნება საზოგადოება, მით უფრო მიუახლოვდება სამშობლოს გათავისუფლებას. "დიდი მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი...

პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭა...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-30 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავა ასამბლეას სიტყვით მიმართავს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. "შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორის...

უკრაინელი ადვოკატი სააკაშვილზე –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. "მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50 დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკასვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქ...

„ნაცმოძრაობაში“აცხადებენ, რომ აჭ...

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, სთავაზობდნენ 100 000 დოლარს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის გადაგომას და დღს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ყველამ კარგად იცის, რა შედეგებით დასრულდა ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ "ქართ...

მაიკლ გალერი – მივმართავთ არა მა...

ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, ვითარებაზე პასუხისმგებელი ორივე მხარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გალერი აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის თემასაც.  „ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ მისთვის არასდროს შეგვითავაზებია შიმშილობის დაწყება, თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. ჩვენ ყოველთვ...

ომბუდსმენი - სახალხო დამცველის ...

საქართველოს ომბუდსმენი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.  ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩაერთვება. "გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში. ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგელობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით. ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეო...

ანრი ოხანაშვილი - ვარდების რევოლ...

ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების,- "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა დანაშაულებრივ რეჟიმამდე მივიდა. "ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული განვითარების და რა თქმა უნდა ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, საბოლოოდ, შედეგობრივად მივიღეთ ჩვენ დანაშაულებრივი რეჟიმი, ვარდების რევოლუციიდან და ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და ამ საწყისი ნაბიჯებიდან შე...

ევროკომისარი - მიუღებელია საქართ...

მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ. - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა. ამასთან, მიატოვიჩი სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გაწეულ ძალისხმევას მიესალმება.   "მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მისი და მისი აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობას ეხება.  მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი აპარატის გაწეულ ძალისხმევას, დაიცვან ყველა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რომლ...

ნიკა მელია - 2003 წელს საქართველ...

ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და განვითარების გზას ისევ დაადგება. „2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი ქვეყანა დაადგა განვითარების გზას! შესაძლებელი გახდა: საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსე...