პაპუაშვილი - მოხარულები ვართ, რო...

მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მისი თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია, ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.  „ასამბლეა შესანიშნავი ...

წულუკიანი უკრაინაზე - როცა ამ გა...

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც უკრაინა ომს დაასრულებს, მას ამ გადაწყვეტილების გამო ქართველი ხალხი პასუხს გასცემს. "ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, რო...

ბჟანია - საქართველოში სურდათ, რუ...

საქართველოში სურდათ, რუსეთში სამხედრო დაპირისპირებით ესარგებლათ , - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, ხოლო ოპოზიცია ითხოვდა, რომ აფხაზეთის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგი დაემყარებინა. „საღამოს შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო, პრეზიდენტმა მოიწვია. ოპოზიცია ითხოვდა, რომ ესარგებლათ ამ ვითარებით, დაემყარებინათ კონსტიტუციური წესრიგი საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში“, - განაცხადა ბჟანიამ.

იუკნევიჩიენე საგარეჯოში მომხდარ ...

როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საგარეჯოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ენმ-ის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც იუკნეიჩიენე აღნიშნავს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება სიძულვილის ენის დამსახურებაა, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან მოდის.  "ნაჩვენებია ის, რასაც პრინციპში ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროპარლამენტში, ასევე რაც გაჟღერდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, სწორედ იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა პოლარიზაციას. პოლარიზაციას პოლიტიკურ სისტემაში, სიძულვილის ენ...

პოდოლიაკი - საქართველო აღქმულია ...

საქართველო აღქმულია ჩვენთვის როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ირიბად თუ პირდაპირ, რუსეთს მისცეს საშუალება, გააგრძელოს ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეძებს გზებს, რათა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმაროს. „საქართველო აღქმულია ჩვენთვის როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ირიბად თუ პირდაპირ, რუსეთს მისცეს საშუალება, გააგრძელოს ომი. საქართველოს ხელისუფლება ასე თუ ისე ეძებს გზებს დაეხმაროს რუსეთს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. თუ საჭირო იქნება, ამის იურიდიულ მტკიცებულებებსაც წარმოვადგენთ ანალიტიკური ინფორმაციის სახით, რომელსაც ჩვენი სადაზვერვო ორგანიზაციები გვაწვდია...

როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ...

როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია საგარეჯოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბოკერიას განცხადებით, "ივანიშვილის რეჟიმი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას, არამედ საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება". „ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპი...

არახამია კობახიძეს - შენნაირი კო...

შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში,- ასე ეხმაურება პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. არახამიას თქმით, "მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებს". "რაც შეეხება არახამიას, მას არ აქვს სამშობლო"... პასუხი კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მ...

ისვრიან ქვებს, შემოახიეს მაისურე...

ისვრიან ქვებს, შემოახიეს მაისურები ადამიანებს - საჯარო მოხელეები არიან, პირდაპირ სუს-ის “ნასედკები",- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგარეჯოში "წარმოუდგენელი ვანდალიზმი" მოხდა. „თქვენ ახლა აქ ხედავთ პაპუასებს, ქვებს ისვრიან. აქ ვართ პენსიონერებთან ერთად, რომ ვესაუბროთ პენსიაზე, თუ როგორ გაძარცვეს საბანკო ოლიგარქიით. ამ კონკრეტულმა პენსიონერმა აიღო სესხი 1 600 ლარი 2018 წელს, 2023 წელია კიდე იხდი...

დავუმარცვლავ კობახიძეს - უკრაინა...

დავუმარცვლავ ირაკლი კობახიძეს - უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი და ამას "მეორე ფრონტის" გახსნასთან კავშირი არ აქვს. "მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი - არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლა...

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკურ...

2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშში. სუს-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები და დაიწყო გამოძიება. „2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით",- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს.

პოდოლიაკი - ის, რაც სააკაშვილის ...

ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პირადი ოპონენტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება თვალშისაცემია და აღნიშნა, რომ უკრაინა ამ საკითხზე პარტნიორებთან კონსულტაციებს განაგრძობს. "ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. პუტინი გახლავთ მტრული ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა, იგი დავსვათ მსჯავრდადებულთა სკამზე. მისი პერსონა...

გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის საგ...

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს. როგორც ზაქარაშვილი აღნიშნავს, უკრაინის საგარეო სამინისტროში შეხვედრაზე ევჰენ პერებიინისმა მას სთხოვა, 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყანა, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციები გაემართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის კომუნიკაციისთვის. "გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებიინისთან, რ...

სააკაშვილი გვარამიაზე - მისი პატ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას პატიმრობით ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება დაზარალდა და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული სიტუაცია მისი თავისუფლების შემდეგ გამოსწორდება. "ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა. საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართულ...

დარჩიაშვილი - უკრაინის გადაწყვეტ...

გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე უკრაინული მხარის განცხადებებს. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს პასუხისმგებლობით ეკიდება. „გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ, ტრადიციულად, აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო ...

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ...

ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური დევნა მიუღებელია, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ნიკუ პოპესკუმ საქართველოს ხელისუფლება მოუწოდა, რომ მიიღონ ზომები, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. „ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური დევნა მიუღებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ სამართლიანობის უპირატესობა პოლიტიკურ ინტერესებზე“, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მედვედევი - ომი შეიძლება რამდენი...

ნებისმიერი ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან იმგვარად, რაც აშშ-მა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, ომი შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. „ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს თავიანთი ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქ...

ტრაგედიაა, როცა ოლიგარქის პირადი...

უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთოხება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს ეხმაურება და მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, ფაქტს ყურადღება მიაქციონ. “უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთოხება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას. ყველაზე სამარცხვინო კაცია, ივანიშვი...

ვიღაც ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდ...

ვიღაც ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც არაა რუსეთი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციასა და უცხოელი აქტორებს ახარებთ, "ფაქტია, ვიღაც ცდილობს, ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე, ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ, ვინ ხარობს ამით - ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობენ უკრაინას და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხია დღეს გახარებული. ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ უცხოელი აქტორებიც, რომლებსაც ეს უხარიათ. ასე რომ, ეს არის ყველაზე ს...

პაპუაშვილი ზელენსკიზე - კითხვის ...

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, უკრაინას დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები. "ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, სასამართლო აქტის დონეზე, ყველაზე ავტორიტარულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწად-ნახევრიანი დეზინფორმაციული კ...

თალაკვაძე - როცა უკრაინა ებრძვის...

გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა  არცერთი დღით არ დაუტოვებია, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  თალაკვაძე არამეგობრულს უწოდებს უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებას და აღნიშნავს, რომ "როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული".  „როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, ეს ...