ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის გათა...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გამო, საქართველოს მთავრობაზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, მან ორჯერ სცადა მისი მონახულება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე ორივეჯერ უარი უთხრა.  მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული მნიშვნელობის პატიმარია. "თქვენ იცით, რომ პოლონეთის საზოგადოება ჯერ კიდევ დაყოფილია გარკვეულწილად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კონცეფცია პრომეთეუსის იდეის თავიდან დაიბადა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ძალიან პოპულარული იყო პოლონეთის მეორე რესპუბლიკის დროს. გარდა ამისა, ეს ეხება ქვეყნებს, როგორ...

კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზ...

წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ  უკანონო ქმედებას, - ასე გამოეხმაურა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი  BBC-ის ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას, სადაც, თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. მისივე თქმით, მოცემული თემის ირგვლივ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, ვისია ე.წ. ქოლცენტრები და როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება. "ვეხმაურები ე.წ. ქოლცენტრებთან დ...

ხოშტარია - კარგია რომ კეზერაშვილ...

BBC-ის გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია  BBC-ის ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას, სადაც, თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. მისივე თქმით, მას დავით კეზერაშვილთან არანაირი პოლიტიკური გარიგება არ აქვს და არც პარტიული დაფინანსება მიუღია მისგან.  „ - ბბს-ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძი...

ოხანაშვილი - ანტიკორუფციული ბიურ...

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კორექტირებული ვერსიის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, ჩაატაროს მოკვლევა, რათა გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი, ხოლო გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, იქამდე სანამ სამართალწარმოება არ დასრულდება. „პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება“,  - აღნიშნა ოხანაშვილმა.

კეზერაშვილი - ყველა სამართლებრივ...

არ მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კეზერაშვილის თქმით, ის გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მასალის უზუსტობა დაადასტუროს. "მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არ მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მ...

ზარქუა - მივმართავ ქალბატონ დეგნ...

მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი - ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია - რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! - ასე მიმართავს ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საერთაშორისო პარტნიორებს. ზარქუა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილია ნახსენები, ენდობა და ამბობს, რომ გამოძიების გაგრძელებას ელოდება. "დარწმუნებული ვარ BBC-ის ძიება გაგრძელდება, ოფიციალურ სახეს მიიღებს. მჯერა ბრიტანული გამოძიების და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავ...

ელისაშვილი კეზერაშვილზე - აქ იყო...

აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.  ელისაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კეზერაშვილისადმი ლოიალურადაა განწყობილი. "აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა ნაცები არ უნდა მოვუშვათ!", - წერს ალეკო ელისაშვილი. ცნობისთვის, BBC-იმ ვროპელი პენსი...

გვარამია - ივანიშვილის ადგილზე კ...

ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეკოლოგიის კონტექსტი მსოფლიოში ამომავალი ტრენდია, აქედან გამომდინარე, ამ მხრივ დადგენილი დარღვევები, რთულად წარმოსადგენია რომ მიიჩქმალოს. "ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კენიისა და ბაობაბების ამბავი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. რა ინფორმაციაც ჩემთვის ხელმისაწვდომია საკანში, იმის მიხედვით ორი ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულის ნიშანია: ერთი - ეკოლოგიურის, რომელიც კონვენციურია მაღალი ალბათობით და უნივერსალური იურისდიქციის. მეორე - საერთაშორისო კორუფციის, რაზეც, მაგა...

გოშევსკა სააკაშვილთან პოლონელი ე...

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, თუმცა ქართული მხარე  ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. როგორც გოშევსკამ აღნიშნავს, მას სურს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასება ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, მას მიეცეს საშუალება, რომ აღნიშნული მკურნალობა პოლონურ კლინიკაში ჩაიტაროს. "პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის სახელი ყველამ იცის, მან თქვენი ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეს მნიშვნელოვანი ჯილდ...

ხაბეიშვილი - რიკოთის მაგისტრალის...

რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სასწრაფოდ უნდა გადადგეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ადამიანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, რიკოთის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. „რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა! ასევე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, მილიონობით ლარის გაფლანგვაზე! ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტიდან ფულს იპარავს და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს! ჩამოიქცა რიკოთი...

რუმინეთის ელჩი - კანდიდატის სტატ...

ვხედავთ მიღწევებს [კანდიდატის სტატუსის მიღების საკუთხზე], ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია, ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვის, - ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა. ელჩის თქმით, სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული. „სტატუსის მინიჭება არის კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ მას შემდეგ, რაც ვნახავთ კომისიის მოხსენებას 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ამ დროისთვის, ჩვენ საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებთან ვართ დიალოგში. ვხედავთ მიღწევებს, ასევე ვხედავთ, რომ რიგი საკითხები მოსაგვარებელია. ეს სამუშაო პროცესია ამ მომენტისთვი...

ხატია დეკანოიძე - პარლამენტში ინ...

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება 7-8 მარტის მოვლენებს უკავშირდება. "მმართველ ძალასა და ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ჩვენ დაგვავიწყდა 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულად უთხრა - არა რუსულ კანონს... 7-8 მარტს, შსს-ს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდნენ ადამიანები; დააკავეს ძალიან ბევრი მოქალაქე; ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ პოლიტიკოსებს; გამოიყენეს სპეციალური საშუ...

წულუკიანი - სანქცირებაზე აშშ-ის ...

დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. წულუკიანის თქმით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ. „მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, ს...

ჰერჩინსკი - მაქვს ინფორმაცია, რო...

მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რეგიონული მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია და ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. "თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით, ახლა, ამ ომის დროს და ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ ხდება. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული, სასტიკი და მზარდი აგრესია, ასევე, აღძრავს სხვა შიშებს, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპ...

სააკაშვილის განცხადებით, თავისუფ...

14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. "14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე",- წერს სააკაშვილი. ...

ოხანაშვილი - ხელისუფლებაში მოსვლ...

ჩვენ "ქართული ოცნების" გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველა ის ჩარჩო, პირობა, ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. "რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. მოსამართლე დაცული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენისგან, რომ მოსამართლის მიმართ არ განხორციელდეს რაიმე ტიპის ზეწ...

ხაბეიშვილი - პოლონეთში ვიზიტი და...

ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადასაცემ ჯილდოს და ამის პარალელურად იმართება შეხვედრები, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას უკავშირდება. "ჩვენი ოფიციალური ვიზიტი, პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, ჯერ კიდევ 10 დღის წინ ...  ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს მიხეილ...

სამადაშვილი ხაბეიშვილისა და წითლ...

როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, - ასე გამოეხმაურა "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და მისივე პარტიის წევრის, ანა წითლიძის პოლონეთში ვიზიტს. მისივე თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი მთლიანად ოპოზიციას აზიანებს. „თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვ...

ფოტიგა - ვცდილობ საქართველოს ევრ...

მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. ფოტიგა ასევე გამოეხმაურა მოსამართლეების დასანქცირების თემას და განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა ევროკავშირშიც გაიზიარონ. "მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის ომზე უკრაინაში. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დასუსტება სრულიად შეცვლის ბალანსს მთელ რეგიონში. ჩვენ ყველაფერ...

სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. "საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა....