გივი მიქანაძე - ცესკოში რეგისტრი...

ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი (52%), ეწევა „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო საქმიანობას,- ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე განაცხადა. როგორც მიქანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი „მიკერძოებული იქნება და ობიექტურობასთან საერთო არაფერი ექნება “. „დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაშ...

„ოცნების“ ხელისუფლების პირობებში...

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, “ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი (6%)“. “ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, ხოლო საშუალო ხელფასი სამჯერ - 2005 ლარამდე - გაიზარდა. 2028 წელს საშუალო ხელფასი 3500 ლარი იქნება. ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბ...

ივანიშვილი დასრულებულია - მას ვა...

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა,- ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მისი თქმით, “ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, მარცხდება ამ არჩევნებში და ერთადერთი რასაც ნერვიულობს არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს“. “ბატონო ბიძინა თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინდელი მთელი თქვენი საუბარი იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენ მარცხდებით და რაც უფრო ადრე...

ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, მიდი...

გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკაშვირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები „ისტორიულ მინიმუმზეა“. „გულწრფელად გეტყვით, ოთხ დღეში შესაძლებლობა გექნებათ, წახვიდეთ და თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს. ორი დღის წინ, თბილისში ბედნიერების, სიხარულის დღე ვნახეთ - ახალგაზრდები ...

ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვ...

ივანიშვილი არის წარსული. „ძლიერი საქართველო“ არის წარსულის რეალური ალტერნატივა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და მას „სუსტი და შეშინებული კაცი“ უწოდა. „გუშინ ვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული... ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე ...

ივანიშვილის თქმით, არჩევნების შე...

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად მოვახერხებთ, უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი, რამაც გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“. ...

ივანიშვილი - საზოგადოებას აცხოვრ...

ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში, ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ, ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, "დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე, საქართველოში მოახერხეს". "იდეოლოგია რასაც ლიბერალურს უწოდებენ დღეს ლიბერალები, საკმაოდ არა, ვიტყოდი, ძალიან სახიფათოა და ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, პარალელურად, რა თქმა უნდა, ახერხებენ, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ძალიან ბევ...

სტანო - საქართველოში ოფიციალურმა...

საქართველოში ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. როგორც სტანომ აღნიშნა, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფლი თანამშრომლობის განახლება, თუ არჩევნები იქნება თავისუფალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. "ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ...

მამუკა მდინარაძე - ასობით პროვოკ...

15 ოქტომბრიდან დღემდე, ასობით, ვიმეორებ ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა ჩვენს მომხრეებთან, მათ შორის, სხვადასხვა უწყებების, სამინისტროების თანამშრომლებთან თუ პარტიულ აქტივისტებთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „პროვოკაციული კითხვებიდან აშკარად ჩანს, რომ მიზანია, გავრცელდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი პასუხები, თითქოს საქმე გვაქვს რამე სახის უკანონო დავალებების მიცემასთან არჩევნებთან დაკავშირებით“. „ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებო...

რუსეთმა დასავლეთი იქამდე უნდა და...

რუსეთმა დასავლეთი იქამდე უნდა დაასუსტოს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაიშლება,- ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა. მედვედევის განცხადებით, შეერთებული შტატები ან უნდა დაიშალოს, ან მისი "საპირწონე ქვეყანა - სსრკ" უნდა შეიქმნას. "რუსეთმა დასავლეთი იქამდე უნდა დაასუსტოს, სანამ არ დაიშლება აშშ, ან მინიმუმ შეიქმნება შტატების სრულყოფილი საპირწონე ქვეყანა, ისეთი, როგორიც სსრკ იყო",- წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რ...

გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილს იშორებს, საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, “საქართველო ცივილიზებულ ქვეყანათა შორის ყოველთვის იქნება და ღირსება და დამოუკიდებლობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ ვერასდროს დადგება“. “გუშინდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი რაოდენობა ადამიანების, საოცარი ენერგეტიკა. მინდა, ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც აქციაზე მოვიდა. საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველო იმარჯვებს და ჩვენ ძალიან სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ. გუშინ...

მამუკა მდინარაძე - არჩევნები არჩ...

ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი „ენჯეოსექტორი“ აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს,- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თბილისში გამართულ მარშს, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო. „ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი „ენჯეოსექტორი“ აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს  - ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ. არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირი...

ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, ...

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი თბილისში გამართულ მარშს, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება და მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით შეფასებებს „უნიჭო მანიპულაციებს“ უწოდებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მივიდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირონ. „გუშინ ჩატარდა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი. მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა შეფასებებს და რიგ შემთხვევაში, უნიჭო მანიპულაციებს მარშის მონაწილე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წ...

კორძაია - სუპერმარკეტსა და აფთია...

დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, მაღაზიათა ქსელებში 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. "დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩ...

აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. "საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სადამკვირვებლო მისიებთან, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმა...

„შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლ...

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ს"აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში ბოლო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა.  ორგანიზაციები სამართალდამცავ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივად მოუწოდებენ, რომ შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო დარღვევის საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ...

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ერთი...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი ჩაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, "გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებით".  "ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ "ენგურჰესის" თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კიევის ბრალი არაა სააკაშვილის შე...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში".  პაპუაშვილის თქმით, „კიევის ბრალი არ არის 2021 წლის არჩევნების წინ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ ევროკავშირი მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს".  "რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა.  რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშ...

გივი მიქანაძე - მოვუწოდებთ ორგან...

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ სიცრუისშემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მიქანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედიაორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანია იზრდება". „დღეს ყურადღება გვინდა, გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, ვ...

ჰერჩინსკი - მექმნება შთაბეჭდილებ...

მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, „ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, ევროკავშირს შეუერთდეს“. „ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ...