პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი მას არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, - ამის შესახებ ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. ლომჯარიას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "ამ ინიციატივის [იმპიჩმენტის] უკან დგას რამდენიმე საკითხი, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არის ის, რომ ოცნების წარმომადგენლები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი. მათთვის სტატუსის მიღება არის მეათე, მეთხუთმეტე, შეიძლება მეოცეხარისხოვანი საკითხიც დღეს, რაც...
გერმანია საქართველოს გვერდით იდგა 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლა, მოდით, ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საელჩოში განაცხადა, სადაც გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება. ფიშერის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც. „დღეს, აქ, თბილისში ყველა გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს, ლავროვმა დადო პირობა, რომ რუსეთი გაზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, ვინც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის 2024-25 წლის კონსულტაციების გეგმებს. "კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშო...
პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან საუბრისას განაცხადა. ბჟანიას თქმით, "აფხაზეთს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს". "პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა... თუ ქართული სახელმწიფო ა...
თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით,- ასე მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების სახე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. "საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება" არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში. ჩვენ ვნახეთ ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქ...
ამ პარლამენტში ჩვენ, არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი, მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, იღებს ივანიშვილი,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე. ბოკუჩავას თქმით, "ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება, რადგან მას ამერიკელების სანქციების, ქართველი ხალხის პროტესტისა და რუსეთისგან სიკვდილის ეშინია, ვინაიდან მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა". "მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენ...
პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული, რომ ის ვერ ბედავს მივიდეს სასამართლო სხდომაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. როგორც ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა, "რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად". "რატომ არ ისმევა მარტივი კითხვა იმასთან დაკავშირებით, სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. მისულიყო სხდომაზე და აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთ...
სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგენების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, „სხვა საკითხია, ის ამ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე ისაუბრებს თუ არა". „ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი ა...
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა, რომელიც ზეპირ მოსმენას არ ესწრება, "ტვ პირველთან" მცირე კომენტარი გააკეთა. "რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. რაც შეეხება კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი სხდომათა დარბაზში იმყოფება.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. ზეპირ მოსმენას წარდგინების ავტორთა ნაწილი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება. რაც შეეხება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემ...
პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ის გაეცნო სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიციას, რომელიც "აბსოლუტურად არასერიოზულია". "კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი... შარშან ივნისში, როცა ქვეყა...
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია. კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ...
გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის, როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილშია ნათქვამი, რომლის ადრესატიც ბელგიის მეფე ფილიპეა. ზურაბიშვილის თქმით, მისი ნებისგან დამოუკიდებლად ორი მიზეზი აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის, რომ შეასრულოს წარმომადგენლობითი მოვალეობა და დაესწროს ინაუგურაციას. „თქვენო უდიდებულესობავ, გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უ...
რუსული მთავრობის ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას, არის რუსული კანონი,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "ხელისუფლებას ეშინია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც მათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოხატონ". „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხ...
ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიზანი ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაციაა, მათ არ მოსწონთ რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა, მათი სურვილია, ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს. „საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენ...
პრეზიდენტი კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს, რაშიც ე.წ. მეგობრები, ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი უწყობს ხელს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის კონკრეტული ქმედების წახალისება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. „შემაშფოთებელია, ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავადვე არღვევს მას, თან მიზანმიმართულად. შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა საპირწონე იყოს ევროპული მომავლის და ევროინტეგრაციის. ამ ყველაფრის წახალისება ხდება ე.წ მეგობრების მხრიდან, უცხოეთიდან. ის...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტ...
ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას". „რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის სა...
სალომე ზურაბიშვილი იმდენად აქტიურად არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამოვრიცხავ, ისეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც პირობითად ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ეს იქნება იმ ალიანსის გაშიშვლება, რომელიც არის შემდგარი ზურაბიშვილსა და ენმ-ს შორის". „ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სხვათა შორის, ზურაბიშვილის შეწყალებული გვარამია საუბრობდა, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...
ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო რევოლუციურ პროცესებს არ დაუშვებს. „მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საბურობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალუ...