ჯინ შაჰინი - რუსეთის აგრესია კონ...

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოსა და უკრაინას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც სენატორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთის აგრესია და მისი მავნე საქმიანობა უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება. „რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვ...

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გ...

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, მმართველ გუნდს კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.  ხატია დაკანოიძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარო კომიტეტთან. "საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია არის ძალიან ძლიერი საფრთხე და გამოწვევა,  მათ შორის,  ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხის მიმართულებით და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით. ეს არის საკითხი რომლეზეც სახელმწიფომ პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნ...

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემ...

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების მეორე პარტია უკრაინაში უკვე ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონაზე მეტი შეიარაღება ჩაიტანა. „მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, - წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

რატომ გაუქმდა სამი ევროპარლამენტ...

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ჟან მონეს დიალოგი არ არის  ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი და მისი სწორი მომზადება და განხორციელება მნისვნელოვანია.   "ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას. ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი...

დეოკუპაცია და თავისუფლება ჩვენი ...

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო თანადგომას უცხადებს. როგორც "ნაცმოძრაობა" აღნიშნავს, დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა რუსეთის ფედერაციისთვის მკაფიო გზავნილია. "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. - ნათქვამია ნაცმოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადბაში. რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა,  სახეცვლილი ფორმით  საბჭოთა კავშირი და მისთვის დ...

ევროპარლამენტარების ცნობით, თბილ...

„ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა“, - ასე იწყება ევროპარლამენტარების: ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებული განცხადება. მათი ცნობით, ვიზიტის მიზანი პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ამაღლების გზა უნდა ყოფილიყო. „ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქა...

ნიკა გვარამიას განცხადებით, მასა...

„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის 6 წუთ-ნახევარი, შიდა რაკურსით გადაღებული აკლია, არა გვაქვს. თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კადრებზე ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. „ახლა გავეცანით ისევ იგივე ეპიზოდებს იმიტომ, რომ ჩვენ პირველადი დათვალიერების შემდეგ, რაღაც შეკითხვები გვქონდა და ახლაც ზუსტად ტაიმ კოდებით დავთავლეთ და 6 წუთ-ნახევარი მასალა აკლია ზუსტად იმ ვითარებას, როცა ის გადმოჰყავთ სასწრაფოდან. თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ...

დიღმის მასივის მესამე კვარტალში,...

დიღმის მასივში, მცხოვრებმა დევნილებმა, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად, აქცია გამართეს. დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრები დევნილები უსაფრთხო საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან. მათ გაუსაძლის, ცხოვრებისთვის საფრთხისშემცველ, არაადამიანურ პირობებში უწევთ არსებობა.

რუსეთი - ვიმედოვნებთ, საქართველო...

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნახსენები. უწყების ცნობით, ისინი  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენის საკითხებში ერთგულებას შეინარჩუნებენ. „ჩვენ შევინარჩუნებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში ერთგულებას. ასევე, უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და მისი განმტკიცების ერთგული დავრჩებით, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ, ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს...

ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორ...

„გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ექსპრეზიდენტთან იმ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა. ნიკა გვარამიას სიტყვით, მიხეილ სააკაშვილის უკანონო იქნება, ალტერნატიული კონსილიუმისა და მკურნალი ექიმის შეშვებაზე უარის თქმა. „ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და კიდევ ვაპირებ მასალების დათვალიერებას. მე მაინტერესებდა მას რა აინტერესებს კონკრეტულად და ეს არის გორის ე.წ. საათის ე...

ნიკა გვარამია - სააკაშვილის კადრ...

„რაც ვნახეთ, არის უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. არის თრევის ეპიზოდი, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართებით, უმძიმესი ტექსტები ისმოდა, ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. „რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რო...

მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესებს გად...

„მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც "ოცნებამ" ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი, წალენჯიხაში, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ექსპრეზიდენტის თქმით, ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული. „მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ...

მიხეილ სააკაშვილი - ექს-პრეზიდენ...

განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" გავრცელებულ მიმართვაში წერს. სააკაშვილის თქმით, საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და თუნდაც სიცოცხლის ფასად დამუჯდეს, ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან უნდა დაიხსნას. "უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა "პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს. ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი...

თავდაცვის მინისტრის პირველი მოად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში იულიან შიფუს შეხვდა. ამბის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. „საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა რუმინეთთან თავდაცვის...

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და გერმანელი პოლიტიკოსის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან წერილი გამოუგზავნეს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფელაბამცველი გიორგი მშვენიერაძე იუწყება და აცხადებს, რომ შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენლები, კვლავ გააგრძელებს ისეთ საკითხებზე დაკვირვებას, როგორიცაა საქართველოში, სამართლიანი სასამართლო და ა.შ. „მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებ...

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – თუ...

იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გა განაცხადა. კობახიძის თქმით, სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია, რადგან მუდმივად ითხოვს ისეთ რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის. „სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმაც სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი, რომ სადაც გაუჭირდება, ეს არის მონასტერი. სააკაშვილი სინამდვილე...

სოზარ სუბარი - გახარიას პარტია დ...

დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარიას პარტია ერთად ცდილობენ სახელმწიფო დააზიანონ. "დღეს, წალენჯიხის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კ...

„ტიკ ტოკის“ მომხმარებლები წერენ,...

სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მომხმარებლები საუბრობენ, რომ რუსეთის აღმოსავლეთიდან უკრაინის საზღვრებთან სამხედროები გადაიყვანეს. „ტიკ ტოკზე“ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ვიდეოს ქვეშ, ათასობით კომენტარი გამოჩნდა, სადაც ადასტურებენ, რომ სამხედროები აღმოსავლეთის ოლქიდან უკრაინის საზღვრებში გაგზავნეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია Conflict Intelligence Team-ისა და Radio Liberty-ს ერთობლივ პუბლიკაციაში. წინა პუბლიკაციებში ჯარების გადაცემის შესახებ, CIT-ის ექსპერტებმა არ აღნიშნეს პერსონალის მასობრივი გადაყვანა. სამხედრო ეშელონებში სამგზავრო მანქანების რაოდენობა დაახლოებით შეესაბამებოდა იმ სამხედრო მანქანათა რაოდენობას, რომლებიც საჭირო იყო ტრანსპორტირებული აღჭურვილობის...

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ...

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო, არ დააკმაყოფილა.  აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა და ექს–პრეზიდენტის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.  "2021 წლის 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი...

პეტრო პოროშენკოს წინასწარი პატიმ...

უკრაინაში, კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდება. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურისა და გამომძიებლების წინაშე, სასამართლოზე პირველი მოთხოვნისთანავე გამოცხადების პირობით გაანთავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში დანაშაულს ედავება.