საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შეხვედრა გამართა, რა დროსაც საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შსს-ს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. უწყების ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს ასევე შრომითი მიგრაციისა...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს. ზაზა გოგავამ თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იბრძოლებს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და თბილისი იყოს ერთიანი. დღეს საქართველოს და შესაბამისად თბილისსაც, აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ, გამოწვევები შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს. ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციუ...
ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. „2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27%, დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში ...
მე ეს არაერთხელ მითქვამს - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უპასუხისმგებლო მთავრობამ" ქვეყანას თავიდან ომი ვერ აარიდა. "აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მეც არაერთხელ მითქვამს - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 18 დეკემბერს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" 14:00 საათზე დაიწყება.
უახლოეს დღეებში ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, უკრაინის დასაფინანსებლად სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ეს ეხება თითოეული ტრანშის გადაცემას. "უახლოეს დღეებში ჩვენ გადავრიცხავთ ბოლო ტრანშს [1.5 მილიარდი ევრო], რომელიც ამ წელს არის გათვალისწინებული უკრაინისთვის და შეთანხმებული იყო 2023 წლისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წვლილი საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებაში უდიდესია. "როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. 1992 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელმაც ეუთოში შეიტანა განცხადება გაწევრიანების შესახებ. სწორედ მისმა გატარებულმა პოლიტიკამ დააყენა ჩვენი ქვეყანა ყვ...
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული ქართველი ადამიანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ამასთან პაველ ჰერჩინსკიმ პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა და მოუწოდა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. "ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარე ევროკავშირში ინ...
ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ ასევე აიცილა მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება და ამასთან ერთად ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა. „მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმა...
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუსულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ, თქვა, "წინ დიდი გამარჯვებაა". "ქართველი ხალხი ერთი ნულით დაწინაურდა "რუსულ ოცნებასთან" ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა - ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება. ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ...
დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს - თქვენ ეს დაიმსახურეთ,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ნაუსედა უკრაინასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ომში მყოფი ქვეყანა დაჯილდოვდა. "დღეს ვზეიმობთ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი და ამ პოლიტიკური სიგნალის გასაგზავნა აუცილებელი იყო ჩვენი მეგობრებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან ეს ქვეყანა ომშია. მქონდა შესაძლებლობა, სატელეფონო საუბარი მქონოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მათ ვუთხარი - თქვენ იმსახურებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად და დაჯილდოვდით. რა თქმა უნდა, ეს ა...
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება,- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "რეგიონში თავისი დროშა ევროკავშირმა აწია". "მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2...
პარლამენტის პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მილოცვით გახსნა. პაპუაშვილმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული კენჭისყრების დაწყებამდე, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა. „გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნდე იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო... ერი, რომელმაც გასული სამი ათასწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრ...
ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კალაძის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა გუნდმა გასწია. „ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეო...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა მათ მოსაგვარებლად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „არის თუ არა საკმარისი სამუშაო, რაც ამ ერთ წელიწადში გავწიეთ? რა თქმა უნდა, არა. ქალაქი ყოველწლიურად იზრდება და იმატებს გამოწვევებიც. ასე რომ, სურვილი ზოგჯერ აჭარბებს შესაძლებლობებს. ხშირია პრობლემები, რომლის წინაშეც სრულიად დაუგეგმავად შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუმცა მინდა, თბილისელებს სრულიად გულწრფელად ვუთხრა ერთი რამ - ათასჯერ უფრო ბედნიერი ვარ...
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს იწონებს. სალივანი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) განცხადებას აქვეყნებს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მნიშვნელოვან პროგრესს უწოდებს. "მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას",- წერს სალივანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბ...
ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება... პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა, რომლითაც "ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე". „ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეებს ცხადია არ დაავიწყდებათ ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ რუსული პარტიის წარმომადგენლებს, თავად პუტინისტე...
ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა. "დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველო ერთგული რჩება და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას მოუთმენლად ელის. "საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა. მადლობა ევროპული საბჭოს ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის ჩვენს გზაზე", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მი...
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს ულოცავენ. ელჩები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის და ეს არის მილოცვა. „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, - ნათქვამია მილოცვაში. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.