როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ, -აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს მკაფიო გზა და განრიგი ევროინტეგრაციისთვის. "ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ქართველებმა მას ნეგატიურად არ უნდა შეხედონ, ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა და განრიგი, შესასრულებელი საქმეები, თქვებ კარგ გზაზე ხართ, როგორც კი კრიტერიუმებს შეასრულებთ, სტატუსს ავტომატურად მიიღებთ განაგრძეთ ამაზე მუშაობა",- აცხადებს ბორელი. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კა...
ევროპელებს უნდა ავუხსნათ, რომ ამ პირობებში პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ისინი დაიწყებენ მუშაობას და პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს. "როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს. თუმცა, პოლარიზაციის დასრულებას როგორ შევძლებთ, ეს ჩვენს ევროპელ მეგობრებს უნდა ავუხსნათ კარგად, რომ შეუძლებელია ამ პირობებში&...
ჩვენი სასამართლო, ევროპის მასშტაბით, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა . - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი დარიბაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაზე რომ ამბობ მაჩანჩალაა, სირცხვილია. "რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო მართლაც არის ერთ-ერთი ძალიან კარგი სასამართლო და ძალიან ბევრი, ღირსეული, პროფესიონალი მოსამართლე ჰყავს ჩვენს სასამართლოს და მინდა ყველას მოვუწოდო, ასეთი ეპითეტებით არ შეძლება სახელმწიფო ინსტიტუტების მოხსენიება. ქვეყანაზე რომ ამბობ მაჩანჩალაა, სირცხვილია. თქვენი ქვეყანაა, თქვენი შვილების ქვეყანაა, როგორ შეიძლება თქვენს საკუთარ სახელმწიფოზე იძახით მაჩანჩალას, როგორ შეიძლება ეს, რა დამოკიდებულებას აჩვენებთ, რა მაგალითს აჩვენებთ ჩვენს ხალხს, შვილებს...
არ მოგატყუოთ ერთი ოლიგარქის დაკვეთით მოქმედი, საქართველოს პრემიერის გავრცელებულმა ფეიკებმა. - განაცხადა რადას ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ და ქართველ ხალხს მიმართა. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი "გამარჯობა საქართველო. მინდა, გამოვეხმაურო ფეიკებს, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ავრცელებს. მან თქვა, რომ არახამია, ანუ მე, ვიყავი ევროპასა და აშშ-ში და ვესაუბრე ევროკავშირის წევრებს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის მეგობარი! მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, უკრაინა და...
უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტსი პლენარულ სხდომაზე განაცხადა ღარიბაშვილის თქმით, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება მავნებლობას უკავშირდება. „ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა, ჩვენმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი, რათა ჩვენი ქვეყანა რეალურად დაგვეახლოვებინა ევროპასთან. მინდა, რამდენიმე ძირითადი მიღწევა გამოვყო, რომელიც ბატონი ივანიშვ...
ის პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, საქართველოსთვის განდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელოს”დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მისამართით განაცხადა. ღარიბაშვილმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა. „ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ნერვიულობს, რადგან იცის, რომ მასზე უნდა გადავიდე. სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტში საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის სხდომა მიმდინარეობს.
თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს მეგობრებო? პირდაპირ საჯაროდ თქვეს, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში ,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. მისივე თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას, თუმცა უკრაინას კანდიდატის სტატუსი, რუსეთთან ომის გამო მიენიჭა. "35-მა გმირმა სამხედრომ თავი შეწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს...
მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, მის მიმართ ვერ იქნება ინტერესი რომ ჩაერთოს ომში - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს,რომ ამ კუთხით საქართველოსა და მოლდოვის შედარება არასწორია. მისივე თქმით, გარკვეული ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია. „გარკვეული უხერხულობები ჩვენ გვექნება პარტნიორებთან იქამდე ვიდრე გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში, არის რა თქმა უნდა, გარკვეული სუბიექტური ინტერესები, მთავარია მალე დასრულდეს ეს ომი, ევროკავშირის ქვეყენბისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე უკრაინაში ომის დასრულება, ამ შემთხვევაში ...
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში, სავარაუდოდ, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ, საქართველოს შემთხვევაში კი ევროკომისიის მიღებულ შეფასებას გაიმეორებენ,- ამის შესახებ გამოცემა EURACTIV მათ მიერ მოპოვებული ევროკავშირის სამიტის შეჯამების პროექტის მიხედვით წერს, რომელიც 21 ივნისით თარიღდება. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები შემდგომ ნაბიჯებსმას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც ევროკომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას , სავარაუდოდ ამ განცხადებას გააკეთებენ ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს, 23 ივ...
ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საერთოდ საოცრებაა, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა წინასწარი დათქმების შესრულებაზე, ისევე როგორც ეს მოხდა ასოცირების ხელშეკრულებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. "პირადად მე, ველოდებოდი იმას, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებ არ იქნება მიღებული და ამასაც, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა. საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ, არაფერი აქ დასმალი არ არის, თუ რატომ იყო ეს გ...
გერმანიამ იცის, რომ კედლები ევროპელებს არ უნდა ჰყოფდეს ერთმანეთან. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მიმართვის დროს და გერმანიის პრეზიდენტს მიმართა. მისივე თქმით, გერმანიის როლი მნიშვნელოვანია ამ გადამწყვეტ მომენტში, რადგან დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციაში. "ჩვენ როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებებთ, რომ დღეს ზურაბიშვილმა პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის ლიდერებს მიმართა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს. - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდალმა. მისივე თქმით, კუნძულზე მათ სხადასხვაგვარი ძალების გამოყენებით "მიზნობრივი იერიშები" მიიტანეს. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სამხედრო ოპერაცია კვლავ პროცესშია, შესაბამისად, ოპერაციის დასრულებამდე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვება არ ხდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღია...
ამერიკელი მოხალისის, სტივენ ზაბელსკი მოხალისეობის დროს უკრაინის ომს ემსხვერპლა. - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათივე თქმით,ზაბელსკი 15 მაისს ზაპოროჟიეს რაიონში დოროჟნიანკას მახლობლად, ბრძოლაში დაიღუპა. "ამერიკელი მოხალისის, სტივენ ზაბელსკის გარდაიცვალა, ის უკვე აშშ-ის მეორე მოქალაქეა, რომელიც ომს ემსხვერპლა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი ნაბიჯებს დგამს. " ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან: 1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; 2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს; 3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა; 4. მმართველი პარტიის პროპაგანდ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, თუმცა აქციაზე მყოფი ადამიანები არ იყვნენ ნაციონალები. მისი თქმით, დემონსტრაცია არ ასახავდა რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. "აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ნაციონალურ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მრავალრიცხოვანი აქცია მართველი გუნდის მომხრეებითაც იყო შემდგარი. მისივე თქმით, აქციაზე იმდენი "არანაცი" და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. "გუშინ ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი არანაცი და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. ეგ იყო რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის ნაცმოძრაობის მო...
იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა 20 ივნისის აქციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური და ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მისვლა, მხოლოდ დისკრედიტაციას გამოიწვევდა. "საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასა...
გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში მმართველი პარტიის მიერ პირდაპირ არის დაფიქსირებული. " ისინი ევროკომისიის დასკვნას ეწინააღმდეგებიან და პოლარიზაციას აღვივებენ. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა. ისინი პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გა...
უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს და ყველაფერს დამსახურებულად თუ შევხედავთ, მაშინ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ამასთანჩვენმა ქვეყანამ ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა. „უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებ...
ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში,- ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი, როდესაც საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. „ასეთი მნიშვნელოვანი მიტინგი იყო 80-იან წლებში, როცა დაიწყო ეროვნილი მოძრაობა და თუ წინა თაობებმა დაიწყეს და მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ამ თვალსაზრისით ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი. ასეთი დიდი მიტინგი არ ყოფილა. დღეს ჩვენი განსხვავებების ან სხვა შეხედულების მიუხედავად, საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. ამ თაობამ უნდა განამტკიცოს ჩვენი თავისუფლება და იმ ხალხმა, რომელმ...