ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი ერევანს, თბილისსა და ბაქოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომელიც Twitter-ის სახელით იყო ცნობილი. როგორც ჰაჯა ლაჰიბი აღიშნავს, ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკაიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა. „მივემართები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიან მოგზაურობაში, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და ჩვენი გამაერთიანებელი კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა“, - წერს ჰაჯა ლაჰიბი.
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს "მავნებელ" ელჩს უწოდებს. კინზინგერი "ქართულ ოცნებას" რუსეთის მარიონეტულ პარტიად მოიხსენიებს "ქართული ოცნება რუსეთის მარიონეტული პარტიაა", - წერს ყოფილი კონგრესმენი და Twitter-ზე ირაკლი ზარქუას განცხადებას აქვეყნებს. შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მავნებელი და შეუმდგარი ელჩი უწოდა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ელექტრონული კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. გვარამიას თქმით, კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი არჩევნების გაყალბებაა. "კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან. ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ის, რასაც დღეს გვთავაზობს ო...
მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩო, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. ზარქუას თქმით, საქართველოსა და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი, არეულობა და არც "მეორე ფრონტის გახსნა". "სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ადგილობრივმა და არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ეს გამართულია და ეს მოქმედებს. ამას რომ...
იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. დეგნანის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან იმას თუ, როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. "იყო შესაძლებლობა და კვლავაც არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინონ გამბედაობა, გამონახონ ძალა - გვერდზე გადადონ განსხვავებები და რეალურად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროკავშირმა ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. "მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა", - ნათქვამია ინფო...
არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას. ლექსმანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს. "კატეგორიულად ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა",- წერს ლექსმანი. შეგახსენებთ, გუშინ, 1...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და...
ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში,- ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ისრაელში განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელსა და საქართველოს "ძალიან თბილი ურთიერთობები" აქვთ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2 500 წლის წინ იღებს დასაბამს ან შესაძლოა, 2 600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინ...
შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ აჩვენა “რუსული ოცნების” უთავმოყვარეობა, უსაქმურობა, კორუმპირებულობა, მათი აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "რეჟიმის ჩამოცილება უსწრაფესად უნდა მოხდეს". "ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც უბრალოდ კლავს და ცინიზმით განმსჭვალულ განცხადებებს ავრცელებენ, არ ერიდებიან დაზარალებულებზე თავდასხმას. ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, ამ ტრაგედიის დროს და ფონზე, ცხადია, ეს ვერ და არ მოხდებოდა. უდიდესი გლოვაა ჩვენს ქვეყა...
ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ,- ასე განმარტა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საკუთარი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები. როგორც სარჯველაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, "არასწორი აღქმები" და "არასწორი შთაბეჭდილებები" "კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზებმა" გამოიწვია. "მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზები...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს სიმართლის დასადგენად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფრაქცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ერთად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით მაშინ, როდესაც ნულოვანია საზოგადოებრივი ნდობა საგ...
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, საზოგადოებისა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს "ინტერპელაციაზე მოუწევს". “ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი. თქვენ იცით, რომ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც დასამა...
საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, ის მხარს უჭერს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეიზერის ინიციატივას, რომელიც დეპორტაციის წესების გამკაცრებს გულისხმობს. "უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა შოლცმა.
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. ამ მონაცემით, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად, შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმშია გადასული. „ჩვენ ვნახეთ ასევე განცხადებები თვითონ გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არავინ არ შეხმიანებია საერთოდ და არ მოუკითხავთ. ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები ხელისუფლების მხრიდან, რომლითა...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება, სამწუხარო და არასწორია. „მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო - გარდაცვლილების ოჯახებსა და ნათესავებს. ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ქვეყანას. ამ ტრაგედიის, სტიქიის გამოყენება პოლიტიკურად და სპეკულაციურად კი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, როგორი კამპანია ჰქონდათ დაწყებული. თითქოს, ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ, შოვში ჩამოვიდნენ და ჩემი ბავშვები ტ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება. ამის შესახებ მან 31 წლის წინ, აფხაზეთის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიები; გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი - მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები; მივიღეთ ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს აღებული, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ&ldqu...
ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. როგორც გომელაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. „ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია, რაც თანამდებობაზე ვარ. ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი...“,- თქვა გომელაურმა.