"სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. როგორც ISFED-ის ანგარიშშია აღნიშნული, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. "წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ადამიანის უფლებათა შემლახავ და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელ ნაბიჯებს შორის იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღ...
“იპოთეკით და მევახშეთა დაზარალებულთა გაერთიანება” ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის! - გაერთიანების იურისტებმა დღეს, “სფერო ჰოლდინგის” სათაო ოფისში, სპეციალური განცხადება გააკეთეს. იურისტები, მევახშეებთან ერთად, მათ წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების მხილებას აქტიურად განაგრძობენ, რომელთა რიგებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ერთიანდებიან. დღევანდელ ბრიფინგზე, “იპოთეკითა და მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებმა, მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს. იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული მტკიცებულებებიც წარადგინა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს,&nbs...
როგორც მთავრობა, ჩვენ ცალსახად პროევროპულნი ვართ, რაც დავადასტურეთ კიდეც საქმით, ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებით შევძელით ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ საკითხზე ოპოზიციის მანიპულაციები უადგილოა“. „ოპოზიციის მხრიდან ამ ტიპის მანიპულაციები უადგილოა. ეს მათი არჩევანია, მათი საქმეა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის ინტერვიუც Eur...
დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ხვალ, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ევროპულ არჩევანს გააკეთებს. „ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან, სადაც წარმოდგენილი იყო BBC, POLITICO და ბევრი სხვა საერთაშორისო გამოცემა. ვისაუბრეთ მოლოდინებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებ...
ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ „ენჯეოებში“ აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები, ან წამყვანი თანამდებობის პირები, ან ოპოზიციის აქტივისტები, ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. მისივე მტკიცებით, ორგანიზაციების 16% „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს. „ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწი...
სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: “საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს“. როგორც გამოცემა წერს, “ოპოზიციური პარტიების კოალიცია, “ქართულ ოცნებას“, უპირისპირდება,რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს“. მათივე ინფორმაციით, “გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს გაწევრიანებას როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში“. “სამხრეთ კა...
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ დასკვნით ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ყველამ დაინახა ასიათასობით ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა“. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც საარჩევნო კამპანიას 26 ოქტომბერს გამარჯვებით დაასრულებს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები - ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დაა...
დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წინ აქცია-მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. მოძრაობის ცნობით, ახალგაზრდული ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოსთან, სლოგანით „გააგონე შენი ხმა საქართველოს“ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. „დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად! გელოდებით საღამოს 7 საათიდან, პარლამენტის წინ! აქცია იმართება ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებით",- ნა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მან ასევე აღინიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ადმინსტრაცია ფართო მასშტაბით გამ...
გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა [პრემიერის კანდიდატურის წარდგენა] არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ექსპრესნიუსის" შეკითხვას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშრებით. "ექსპრესნიუსის" კითხვაზე : "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული გყავთ, თუმცა მისი დასახელება, 4 ოპოზიციური პარტიის მოსაზრების გათვალისწინებით, არჩევნების შემდეგ მოხდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ, რა ვადაში მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, საინტერესოა, დასახ...
როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს. როგორც კრამონი აღნიშნავს, ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. "ეს არის არჩევნების წინ საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე. როგორი ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც KGB/FSB-ს მეთოდებს იყენებს, როგორც მოსკოვში",- წერს კრამონი X-ზე.
ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტს, როდესაც აქცია იყო მშვიდი, წყნარი და დაიწყო შტურმი, თავდასხმა, გაზის ან წყლის ჭავლის გამოყენება,პოლიცია მაქსიმალურად იკავებს ხოლმე თავს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაურის თქმით, "თავდასხმები ყოველთვის ოპოზიციური აქციის მონაწილეებისგან იწყება". "თავდასხმები ყოველთვის იწყება ოპოზიციური აქციის მონაწილეებისგან. ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. მაგალითად, ახლახან იყო პარლამენტის შტურმი, გამოვწიეთ სპეცრაზმი, ყველა გამოეცალა. ანგრევდნენ, ბიჭებს თავები დაუტეხეს, ქვებს ისროდნენ შიგნით, ცეცხლი წაუკიდეს, ეს ხომ ფაქტი იყო",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, როგორც ამას საზოგადოე...
გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა და სამართალდამცველებს მიმართა. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია საკუთარ მისიასა და მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს. "თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნებია რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ მოგიწოდოთ - ხმა მისცეთ ერთ, მეორე, ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს...
ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა. მისი თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა, რადგან „მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა“. „ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუ...
შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ EURONEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის გავლენას იქონიებდა. „არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს პარტნიორებს, რომ „მოძალადეები“ დასანქცირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე მოუწოდებს პროკურატურას, რომ „ზეწოლის საქმეები“ გამოიძიოს. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო,...
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება. „Friend ქართულად მეგობარს ნიშნავს. მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარადგინეს „მეგობარი აქტი“ - ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კა...
შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში, დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "უსუსურია ოპონენტების გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დღევანდელ შეკრებაზე მმართველ პარტიას საჯარო მოსამსახურეები ჰყავდა იძულებით მიყვანილი". "მე შევდივარ ჩვენი ოპონენტების მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მათ შეიძლება გაეცეთ. საბოლოო ჯამში, თქვენ დაინახავთ, თუ როგორი იქნება არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეებს, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურებშ...
შეშფოთება გამოვხატეთ საქართველოში საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. “ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესში დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავაც შეშფოთებულები ვართ. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ვინმეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება სურდეს, მათ შორის ჩინეთის”,- განაცხადა სალივან...
ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი თავს დაესხა,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც გახარია აღნიშნავს, ივანიშვილი მათ ვერ დააშინებს. "რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა "ოცნების" ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!",- წერს გახარია.