ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის ახალ ხარისხში გადაყვანა საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით. “რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით დემოკრატიული პარტიის კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ვესაუბროთ ამერიკელ ლი...
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოგვიწოდებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის" მე-4 სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას შეეხებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. "სალომე ზურაბიშვილიც არის სამწუხაროდ იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვ...
გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, "ისინი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს". "გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან. ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს. მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!" - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, დღეს, 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბ...
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თიკა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება. „პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის პარტიის ყრილობა, სადაც, ერთი მხრივ, მოხდება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა, რომლის კანდიდატურაც პარტიას შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს პლატფორმას, „ერთიანო...
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "საუბარი შეეხო „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოვებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას. მეორე საკითხი ეხება ყრილობის მოწვევას, "სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია". „ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხი...
მოღალატეთა ბანდა იმიტომ მოიყვანა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა, რომ მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტებისა, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს. როგორც ბ...
სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა. პატრუშევის თქმით, "საქართველოს საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირმა ჩარევამ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამოყოფა გამოიწვია". "ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კა...
მოვითხოვთ, დაიწყოს საჯარო სასამართლო "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვარამია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებასა და ამავე განცხადებაზე გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველომ დაიწყო ომი" - "ეს არის ბრალდება, რომელიც ქვეყნის ღალატს უტოლდება". "თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშ...
ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს,- ამის შესახებ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლიანსკიმ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აქცენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გააკეთა. "მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ წარმოგიდგენთ საქართველოს მმართველი პარტი...
გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. მათივე ცნობით, სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს ...
სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს". "სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო. ...
პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, "საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა". "ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეო...
"ქართული ოცნება" ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს. 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას. ბოკუჩავას თქმით, 2008 წლის ომის თემაზე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს და სამართლებრივი შეკითხვები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოიხსნა. “ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ ...
ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში - მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პალატის, დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერი ავრცელებს. ტერნერის თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის ს...
ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 16 წლის წინ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისადმი, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი ავრცელებს. შაჰინის თქმით, “ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს“. “ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქ...
პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰაიდი ტალიავინთან, რომლის დასკვნა 2008 წლის ომზე, "ნაციონალური მოძრაობისთვის" "განაჩენის ტოლფასია". მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიჩნევს, რომ "ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ჩაიდინა მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე". “9 აგვისტოს, "რადიო თავისუ...
ოპოზიციის შევიწროებისთვის "ოცნება" თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს. "თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შესავიწროებლად "ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს",- წერს ჰელსინკის კომისია.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს". „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული. საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინ...
კასპის ყოფილმა მერმა, მანუჩარ მერაბაშვილმა “ქართული ოცნება“ დატოვა და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ "კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის "ოცნების" მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადავლენ". “მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ, რომ ყველას გვესმის, 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, რომლებიც არჩევნებამდ...
რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ივანიშვილის გეგმა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციაა". "რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, "პოსტვს" თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს, ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა ...