ჯო უილსონი - ირანი თავისუფალი იქ...

ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს, ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) ­X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს. ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის [იემენის] "ჰუსიტები", ქასიმ ალ-არაჟი [ერაყში ირანის მიერ კონტროლირებადი პარამილიტარისტული დაჯგუფება “ალ-ბადრ ორგანიზაციის” უფროსი წევრი], კაის საიდი [ტუნისის პრეზიდენტი] და ბიძ...

შავი დიპლომატის საიდუმლო

სკანდალური გამოძიებებით ცნობილმა იაპონურმა ტაბლოიდმა შუკან ბუნშუნმა გამოაქვეყნა ვიდეო ტოკიოში იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტას შეხვედრის ამსახველი ვიდეო, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა თანამოსაუბრეს გარკვეული ჩემოდანი გადასცა. იაპონური ტაბლოიდი ცნობილი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტიკით და იაპონიის მთავრობასთან მკაცრი პოლემიკით. ახლა ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალი ქვეყანაში. როგორც პუბლიკაციის დასაწყისში ითქვა, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა ყურადღება 2024 წლის ივნისში მიიპყრო ტოკიოს პრესტიჟულ უბანში 3,5 მილიონ დოლარად ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენით. ჟურნალისტურმა გამოძ...

თამარ კორძაია - მივდივარ პოლიტიკ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იფი ფეისბუქზე წერს. "მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა ...

ბადრი ჯაფარიძე - პოლიტიკა მოკლა ...

პოლიტიკა მოკლა ივანიშვილმა, ახლა პროცესები გადასულია ქუჩაში და შესაბასმისად, პოლიტიკოსის როლია, რომ იყოს პირველ ხაზზე, რათა ხელი შეუწყოს უწყვეტი პროტესტის წარმოებას, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ოცნებას“ მოუწევს ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები, ეს გარდაუვალია. პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ უზრუნველყოს პოლიტიკური იზოლაცია “ოცნების“, რაც უკვე მიღწეული იქნა და ისინი მარტო არიან პარლამენტში. მიღწეულია უნიკალური რამე, სტრასბურგში იქნა მიღებული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ “ოცნების“ დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ეძლევა და სამ...

ოქრიაშვილი ოცნებას - თქვენს კოლე...

„მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელისუფლებას - დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, რომ იქნებ, დარჩნენ პოლიტიკურ სივრცეში“ - ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი  „ოცნებას“ მიმართავს.  ოქრიაშვილის განცხადებით ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ქაოტურია და ის რაც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ცუდი და პრობლემატური, დღეს კიდევ უფრო ცუდი და პრობლემატურია. მისივე თქმით,  არც მაშინ და არც ახლა კონკურენცია და ბალანსი პოლიტიკურ ველზე არარის. „გუშინ დასრულდა ჩემი 21-წლიანი დეპუტატობა. პარლამენტში პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ასეთივე დამოუკიდე...

ჯო უილსონი - სანქციები მოდის!

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, აშშ-ისა და ევროკავშირის შეთავაზებების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ, 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით, დიდი ყურადღების მიუხედავად. სანქციები მოდის!“,...

პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტ...

პარლამენტმა 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები დააყმაყოფილა. პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ არიან: - მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამა...

ჯო უილსონი - განვიხილეთ, როგორ შ...

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს. უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეხვედრის დროს განიხილეს, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დაეხმარონ. „როჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში“, - წერს უილსონი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პ...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დგას, არიან: - მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგო...

მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომ...

მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით პარლამენტს მიმართავს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია სწორედ ყაველაშვილის გამოსვლით გაიხსნა. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების გარდა, მთავრობის წევრები, თვითმმართველობებისა და კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები ესწრებიან. პარლამენტში ასევე მიწვეული არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. რეგლამენტის გათვალისწინებით, ყაველაშვილის მიმართვის შემდეგ, სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა. სიტყვით გამოსვლით, სავარაუდოდ, “ხალხის ძალის“ წარმომადგენელიც ისარგებლებს. დ...

პარლამენტთან მზია ამაღლობელის გა...

ამ წუთებში პარლამენტთან დაკავებული ჟურნალისტის - მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია იწყება. მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებიან.  ადგილზე პოლიციას მობილიზება აქვს გამოცხადებული. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ,,ქართული ოცნების" დეპუტატები საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან. იგეგმება მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება. 

ზურაბიშვილი - ისეთი შეშინებულები...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება "ქართული ოცნების" მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მოქმედება შიშზე მეტყველებს. მისი სიტყვებით, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს. "არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია! თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლ...

ლატვიის საგარეო უწყება - სრული მ...

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს“, - აცხადებენ უწყებაში. ლატვიის საგარეო უწყება ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებს. „სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

“ქართული ოცნება“ ჯარიმებს და ადმ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“. როგორც მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. "ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გამომსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდდბლო ცვლიელებეს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას...

ლაშა ჩხვიმიანი - თუ ამ სკვერს გა...

"მეხუთე დღეა დმანისის მერიის წინ ვდგავარ ჩემი მანქანით. აქ ვათენებ და ვაღამებ და ვშიმშილობ ხალხის ერთობის და გაერთიანების იმედით. ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის ეს იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დეფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს.  მე ამ ერთობის იმედი კი მაქვს მაგრამ მინდა, რომ ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მინდა ჩემი თვალით დავინახო ეს გაერთიანებული ადამიანები. ესე მშვიდად დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ესე პრინციპულად დგანან ერთად. დმანისში მინდა მოხდეს ეს ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში. დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები ს...

მდინარაძე მზია ამაღლობელზე - ჭამ...

მამუკა მდინარაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც 23 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ მან ჭამა უნდა დაიწყოს და „დამთავრდება ყველაფერი“.  „რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა, გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდა იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ ...

საია - ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაცია...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ითხოვს სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას. „თემურ ქათამაძეს, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. იგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია ...

მედიაკოალიცია - სახელმწიფოში მედ...

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მედიის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს ეხმაურება და კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოვლენილ მორიგ ძალადობრივ ქმედებებსა და დაშინების ფაქტებს.  კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ  სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლების დევნა და მათზე ზეწოლა დაუშვებელია. 1 თებერვალს „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემ...

ჯო უილსონი საქართველოზე - ამ სას...

დროა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლო მეგობრებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს. „ნატო-ს ამ მოკავშირეებს მოვუწოდებ, მოხსნან ბლოკი!“- აცხადებს უილსონი. უილსონის თქმით, შთაგონებულია მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც ივანიშვილის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების 67-ე დღესაც ქუჩებში გამოვიდა. „ამ სასტიკმა რეჟიმმა გააყალბა არჩევნები და ახლა...

მარკეტა გრეგოროვი - ვიმედოვნებ,...

„ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის აკრედიტაცია გაასაჩივრა, ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ძალადობას ახორციელებს და არჩევნებს არღვევს. „ეს იყო სუსტი პოლიტიკური გზავნილი. მე ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველოს ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა მოხდეს. აუცილებელია, რომ სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც ძალადობას ახორციელებს და ევროპულ მომავალ...