მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ამერიკის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სასამართლო რეფორმის დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტი დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციი...
ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ. - ამის შესახებ ლატვიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, კანონი სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს. "პრაქტიკა ისეთია, რომ ლატვიელებმა უნდა იცოდნენ რუსული ენა ბევრ სიტუაციაში, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, რაც კანონში იქნება ჩამოთვლილი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ლატვიური ენა უნდა იყოს გამოყენებული საქმიან ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე კომუნიკაციისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რ...
ნიგერიაში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე თქმით, წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. "ნიგერიაში წყალდიდობა მოხდა, რომელსაც დაახლოებით 50 ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანებულია 237 სახლი, რის გამოც ხალხი დროებით ბანაკებშია გადაყვანილი". - ნათქვაკია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში წყალდიდობა დღეს მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს. პრემიერის თქმით, ვინაიდან საქართველოსთვის მეღვინეობა სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს, მთავრობას სუბსიდირება 150 მილიონი ლარი დაუჯდება. „წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას.1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. უკვე გვქონდა მათთან კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 ათა...
ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2021 წლის 5 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. ანგარიშში კრიტიკულად არის განხილული ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის 5 ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირების წინააღმეგ, რასაც არ მოჰყვა ადეკვატური გამოძიება. ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. ანგარიშში აღნიშნ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლის გასვლას სოციალურ ქსელში გგამოეხმაურა. პააპუაშვილი აფხაზებს მიმართავს. მისი თქმით, სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ევროპული სახელმწიფოს შენებას გავაგრძელებთ. “ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია - ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთ...
დღეს, 14 აგვისტოს დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის - ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას. „მთ...
კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც. "კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება და ყვ...
უკრაინაში 198 ბავშვი დაკარგულად ითვლება. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი ავრცელებს. მისივე თქმით, სულ დეპორტიტებულია 6 482 ბავშვი. " უკრაინაში სულ 198 ბავშვია დაკარგული, სულ დეპორტირებულია 6 482 ბავშვი, უკვე ნაპოვნია 4 523, ხოლო დაბრუნებულია 50". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ჩვენ რუსეთთან გამკლავება არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO. - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის ომი არ დასრულებულა. "ჩვენ რუსეთთან გამკლავება არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO. სწორედ საქართველოში მიხვდა რუსეთი, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან საქართველოში 14 წელი გავიდა, რუსელი კვლავ აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.
ვესაუბრე პაპ ფრანცისკეს. მას ინფორმაცია მივაწოდე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საზარელი დანაშაულების შესახებ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება. "ვესაუბრე პაპ ფრანცისკეს. მას ინფორმაცია მივაწოდე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საზარელი დანაშაულების შესახებ, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ სჩადის. მადლობლები ვართ პონტიფიკის უკრაინისთვის ლოცვის გამო. ჩვენს ხალხს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება, რომლებმაც მსოფლიოს სიმართლე უნდა მიაწოდონ იმ საშინელების შესახებ, რასაც აგრესორი უკრაინაში აკეთებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სა...
მაიმუნები არ არიან დამნაშავეები „მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში. - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია დავიცვათ ცხოველთა უფლებები. „ მნიშვნელოვანია დავიცვათ ცხოველთა უფლებები და ვიცოდეთ, რომ მაიმუნები არ არიან დამნაშავეები „მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მაინუნები დახოცეს იმ მიზეზით, რომ »მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი არ გავრცელებულიყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. - ამის შესახებ ორგანიზაცია IDFI-მ განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ უცნობებია საზოგადოებისთვის, დაიწყო თუ არა გამოძიება ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, რათა არ გ...
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს. ჯაფარიძის თქმით არჩევნების გზით ხელისუფლება ვერ შეიცვლება, რადგან საქართველოში ეს უფლება წართმეულია. "მე გთავაზობთ ოცნებისთვის ძალაუფლების წართმევისთვის ბრძოლას. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. მჯერა, რომ ხელისფლებაში მოკალათებულ ორკებს ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში, არა ქვეყნის მართვაში როგორც ამას წარმოჩენენ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც პირდაპირ ქვეყნის გაპარტახებას გულისხმობს. დაუმორცილებლობა, პროტესტი ...
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ შინდისის გმირების მემორიალის გახსნას სექტემბერში იგეგმება. შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრისას ბურჭულაძემ განმარტა, რომ მემორიალის დასასრულებლად დამატებითი დრო არის საჭირო. მონუმენტი 2020 წელს უნდა გახსნილიყო. " მე მოხარული ვარ, რომ ოჯახის წევრებისგან მოვისმინე მადლიერება. ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსია, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი და ფაქტობრივად, დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, შთაბეჭდილება ყველას ...
14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. „14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამ...
რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია. "ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც სრულიად მიუღებელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მე უარი ვთქვი კითხვებზე პასუხის გაცემაზე იმ უფლებებისა და პრივილეგიების ფარგლებში, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის არის მინიჭებული შეერთებული შტატების კონსტიტუციით. - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ის უდანაშაულა და გამოძიება „ჯადოქრებზე ნადირობაა". „წლები სამუშაო და ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ ხანგრძლივ მდუღარე საგაზე და უშედეგოდ. მე უარი ვთქვი კითხვებზე პასუხის გაცემაზე იმ უფლებებისა და პრივილეგიების ფარგლებში, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის არის მინიჭებული შეერთებული შტატების კონსტიტუციით“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დონალ ტრამპს პროკურატურა ედავება თაღლითობას ან აქტივების შეცდომაში შემყვა...
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შიშით, 10 მაიმუნი მოწამლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ადამიანი არავითარ შემთხვევაში თავს ცხოველებს არ უნდა ესხმოდეს. " მწუხარება გამოვთქვავ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ სან-პაულუს გარდა, მსგავსი ფაქტები ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესხმოდეს თავს ცხოველებს. უფრო მეტიც მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და ა...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებსათან დაკავშირებით მიმრთვას ავრცელებს. მისი თქმით, თანამდებობას სამეცნიერო საქმიანობაში დასაბრუნებლად ტოვებს. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას. მსურს, მადლობა გადაგიხა...