ჩვენმა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციის იმ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. კალაძის თქმით, “ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტით ითხოვენ, დემოკრატია არ არის, რადგან მას მოსახლეობის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი“. “ამ ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. იმ რეზოლუციებს, რომელთაც წინა თვეების განმავლობაში იღებდნენ, დღეს უბრალოდ გარკვეული მიმართულებები დაემატა. რომ გვეუბნებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდესო, კიდევ ერთხელ გაი...
ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს „ქართული ოცნებიდან“, ევროკავშირში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, “არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროევროპელი და პრორუსი, არ შეიძლება, მხარს უჭერდე ცხოვრების ევროპულ სტილს და ადიდებდე სტალინს ერთდროულად”. “ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ლუკაშენკო...
ბორელი - საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წერილშია ნათქვამი. როგორც ბორელი აღნიშნავს, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი. შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, და ასევე, გადახედილი იქნა დახმარების პორტფელი. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და ამის ფონზე ჩვენ შევამცირეთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და გავაძლიერეთ ურთიერთობა საქართველოს ხალხთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებას და იმ კანონებს, რომლებიც ნამდვილად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, უნდა შეწყვიტონ...
ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. მდინარაძის თქმით, არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარე აქვს. "ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს: 1. მოხდა აგენტურის აბსოლუტური ლუსტრაცია. 2. გამოჩნდა, რომ კამპანიამ, ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო. 3. ხალხი უფრო კარგად გაიაზრებს, რა მოჰყვებოდა ბოლ...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით უკვე განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. &n...
გავა დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იმ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი. მისი თქმით, სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც სასჯელს იხდის. „გულწრფელად ვამბობ, რომ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ვიცით, თუ როგორ იწერება ისინი. გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ ვიღაცას ფული გადაუხადეს და ეს კონკრეტული რეზოლუცია იმის მიხედვით დაიწერა. რა არის აღნიშნული რეზოლუციის შინაარსი? - გვეუბნებიან, გამოუშვით სააკაშვილიო. წარმოგი...
თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე - თქვენი გადასაწყვეტია,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველია. "ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი […] ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვი...
8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს, მიიღებს რეზოლუციას - საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს. ჭიაბერაშვილი, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება, ამბობს, რომ თუკი, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება, "ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს, თუნდაც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებობს&...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საქმიანობაში წინასაარჩევნო დარღვევები გამოვლინდა. როგორც მიქანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დარღვევები "არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" ეხება. "დღევანდელი ბრიფინგით გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლე...
მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა "ეკონომიკის მუხრუჭი" ხელისუფლება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა "მოიშოროს". "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, "წალკოტადქ...
გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად მარნეულში, სოფელ აღმამედლოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა. "გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორის...
ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე. „პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზ...
8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს, გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, 2024 წლისთვის თითქმის 28 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს. „მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა და პირდაპირპროპორციულად, როგორც იზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, ასევე იზრდებოდა ქვეყნის ბიუჯეტიც. 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს. როგორც ხედავთ, აქაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომა...
გაყალბების მთავარი დამარცხება არის მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე და არცერთი ხმა არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი. "არაერთხელ მითქვამს და მინდა რომ გავიმეორო, მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, დამარცხება გაყალბების არის მობილიზაცია. არის ყველას მისვლა. ასე რომ თქვენი, ჩემი, ყველასი, ჩვენი ვალდებულებაა რომ მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი",- გა...
ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ. "19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკოს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულო...
მოლდოვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც სანდუმ აღნიშნა, მოლდოვაც და საქართველოც მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოცდისთვის ემზადებიან და მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. "მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოცდისთვის. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ", - წერს მაია სანდუ.
პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი და "ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი". "პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი. რაციონალური, სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის. ესაა პროცესი, თუ როგორ შევჩერდე...
დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ" დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც ქაცარავა წერს, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი ხედვები ერთმანეთს ვერ დაემთხვა. "მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციურ პარტია "თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივას", ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას", საზოგადოებრივი მოძრაობა "რეგიონები საქართველისთვის" და საზოგადოებრივ მოძრაობა "რუსთაველის გზას" შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წ...
არცერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ქვეყანას ისტორიულ მიზანს დააახლოებს". "მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, 26 ოქტომბერს, როდესაც "...
ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი, არ ვიცი, თუ ჰყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. “არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელიმე ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, ჩვენი დამოუკიდებლობ...