როცა უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს "ფრი მიშა" კამპანიას, ეს სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა. „სანამ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმე...
სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. "ჰედლაინების" დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობას და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მას და მის კოლეგებს უსაუბრიათ ევროპარლამენტარებთან და ისინი საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან. „ევროპარლამენტარებთან მისაუბრია, ჩემი კოლეგებიც ხვდებიან ევროპარლამენტარებს და ესაუბრებიან 12 პუნქტის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ისინი სიღრმისეულად ვერ ერკვევიან საკითხებში. რა რეფორმები ტარდება, რა პროექტები ხორც...
ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მინიჭებოდა. „ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს. პირიქით, გვაქვს პასუხი ევროკომისიიდან, რომ ობიექტური კრიტერიუმებით, დამსახურების პრინციპით, რომელსაც ხშირად აჟღერებს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია, ანუ, თუ დამსახურებაზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული ...
აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მწვავე გზავნილებს და შეფასებებს, ახლა მოუწიათ, ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარების გუშინდელ გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ხელისუფლებაზე, რათა "ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს". "ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის...
მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ოფიციალურმა ხელისუფლებამ ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთი. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ისტორიული რეალობა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და სხვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არ არის,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს. პროპაგანდისტული მედია TASS-ის ცნობით, არძინბა ამბობს, რომ ჟენევის დისკუსიებზე განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და მოითხოვენ, ...
საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბევრი არაობიექტური და განცხადება მოისმინა. „დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, დამახინჯებული ფაქტებით, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები,...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა „Politico"-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო'ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება. როგორც ფინანასთა სამინისტრო აღნიშნავს, დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრ...
სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განაცხადა. როგორც დევინმა აღნიშნა, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28 %-ია. "სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ძალიან დაბალია. გასულ წელს, ის 44%-ზე ნაკლები იყო, წელს კი, 28%-ია მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი 100%-იც კია. ქართული ოცნების ლიდერები...
სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის მწვავე განცხადებებს. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, სიმართლეს სიცრუე ვერ მოუგებს და მარია კალიურანდის "სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს" "სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება. სიმართლეს ასეთი სიცრუე ვერ მოუგებს. იმიტომ, რომ საუბარია ქვეყანაზე, არც მეტი არც ნაკლები, არის დსთ-ს წევრი., იგივე რუსეთის კავშირის წევრი და თურმე, ეს ქვეყანა ყოფილა ჩვენზე წინ რაიმე კუთხით. როდესაც ამას საუბრობს ევროპარლამ...
ჩვენ არ ვითხოვთ ნატოს ჯარს, ჩვენ გვჭირდება იარაღი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულება ასევე გამოეხმაურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერ მიიღებს, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარები გაგზავნოს. როგორც კულებამ აღნიშნა, ომის დასრულებამდე ნატოს ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარ ჯარს არ შეიყვანენ. „უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო სახელმწიფოები არ გაგზავნიან ჯარს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ვამბობთ: მოგვე...
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მანიპულაციები ხშირად ხდება და დასძინა, რომ სანქციების დასაწესებლად ფაქტია საჭირო, რომელიც არ არსებობს. "ხშირია ხოლმე მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, აი სანქციები დაწესდება. რაზე უნდა დაწესდეს? სანქცია მხოლოდ შეიძლება დაწესდეს ისეთ რამეზე, როდესაც გვაქვს კონკრეტული ფაქტი. თუ ფაქტი არ არსებობს ვერავითარი სანქცია ვერ დაწესდება და არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი", - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყა...
საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხზე არგუმენტაცია ფინანსთა სამინისტრომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს. "საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული წარმოდგენილი განმარტება, არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, კომიტეტი...
ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. კალაძის თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. „ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც პრემიერ-მინისტრისგან ან ნებისმიერი ჩვენი თანაგუნდელისგან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, ვინც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, იმისკენ, რომ რაც შე...
მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე. კალიურანდის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკას კონკრეტული ფაქტები აჩვენებს. "მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა - "ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ". მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტა...
ევროპარლამენტის წევრები, ჩვენი კოლეგები ევროსტრუქტურებიდან და დასავლელი პარტნიორები დავიღალეთ თანამდებობის პირთა და მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებით, თითქოს ვცდილობთ საქართველოს ჩათრევას, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. კალიურანდის განცხადებით, წლების წინ, საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ახლა კი, მთავარ საკითხებში უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. "წლების წინ, საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ ფაქტია, პროგრესი 12 რეკომენდაციასთ...
პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია [ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის] კანდიდატურა? თავად აღიარეს, რომ განვიხილავდითო, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიური ადამიანია, ყველანაირად კარგი ადამიანია, კვალიფიკაციით და ყველაფრით, მაგრამ იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ბევრი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა &...
თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, თუ "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან" სტატუსის მიღების შანსი უფრო მეტია. „თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს. თუმცა, მაშინაც, როდესაც ეს ერთხ...
მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, "როგორ დავალებებს შეასრულებენ და ამ დავალებებს როგორ გაანაწილებენ ერთმანეთში". „შეიძლება ჩვენთვის სერიოზული დისკომფორტი იყოს ოპოზიცია. ბევრჯერ გვითქვამს და გვინატრია ოპოზიცია, რომელიც რეალურ პრობლემებზე (ისაუბრებდა) რაც არის ქვეყანაში. ხომ არ არსებობს დღეს ისეთი ქვეყანა, სადაც პრობლემები არ არის. რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ყველგან პრობლემაა. ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, ეკონომიკა ლამის გაორმაგდა. შეიძლება იმდენი დეტალი იყოს,...
ტერორისტული აქტი რომ დაარქვა ამას, რასაკვირველია, უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება, - ამის შესახებ "ქართული ოცნებს" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კახოვკის ჰესის აფეთქება საშინელი აგრესიის აქტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ყველანაირ ჰუმანურ და სამხედრო წესების სტანდარტს. "ტერორისტული აქტი რომ დაარქვა ამას, რასაკვირველია, უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება. ეს არის საშინელი აქტი, საშინელი აგრესიის აქტი, საშინელი აგრესიის აქტი, რომელიც არის აბსოლუტურად მოწყვ...
დიდი პატივია, ვიმყოფებოდე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, იმ ადგილას, სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პარლამენტარიზმს და ვსაუბრობდე საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის მდიდარ, დინამიურ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისთვის მიმართვისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 1990-იან წლებში და 2008 წელს, ქართული მხარის თხოვნისა და გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს დასავლეთის სათანადო რეაგირება არ მიუღია და დღემდე "ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი საქართველოში რუსეთის ქმედებებს არ ეძახის შესაბამის...