საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ამნისტიის შესახებ კანონს" ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით "ამნისტიის კანონის" მიღება, ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა. "საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით "ამნისტიის კანონის" მიღება, არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რ...
ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და „გაბუტვა არ არის ის, რაც ამხელა სახელმწიფოს შეშვენის". „რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. გაბუტვა ბავშვური საქციელია. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდე...
გაეროში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი - „ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს". „საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ კარგად იცის. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს. გაეროში საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე",- განაცხადა პრემიერმა.
ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან რაც არის გამოსახული სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი. „მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და ზოგადად, რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვა...
ექიმების რეკომენდაცია როცა იქნება, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებლად დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. "დანარჩენზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა. მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. ადრეც გიკითხავთ და ახლაც გავიმეორებ, რომ ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, აუცილებლად დაბრუნდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება”. "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო...
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ამის შესახებ ცესკო-ში განაცხადეს. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მ...
"ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობის" საარჩევნო სია ცნობილია - სიის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდოამრე, თინა ბიკუჩავაა, მეორე ადგილზე არის გიორგი ვაშაძე, სიის მესამე ნომერი სოფო ჯაფარიძეა. "ერთიანობის" პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამ დროისთვის მხოლოდ სიის 22 წევრის ვინაობა გაასაჯაროვა და ის ასე გამოიყურება: 1. თინა ბიკუჩავა 2. გიორგი ვაშაძე 3. სოფო ჯაფარიძე 4. კობა ნაყოფია 5. გია ჯაფარიძე 6. პეტრე ცისკარიშვილი 7. გიგი წერეთელი 8. ირაკლი ხვადაგიანი 9. თამარ კორძაია 10. ირაკლი ფავლენიშვილი 11. კახაბერ ოქრიაშვილი 12. რამაზ ნიკოლეიშვილი 13. ეკა ხერხეულიძე 14. ლევან ხაბეიშვილი 15. ლაშა ბაქრაძე 16. ანა წითლიძე 17. ლევან ანთაძ...
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთის სამხრეთ უბნები გახდა. "განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმები, რომელთა სამიზნე „ჰეზბოლას“ საჰაერო ძალების მეთაური იყო", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცესკოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ შედეგი 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. "არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ვიღა...
საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხდნენ, აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსულტაციები მათ შორის არჩილ თალაკვაძესთან, ხატია წილოსანთან და ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს. "გარდა იმისა, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ის პროფესიონალი კადრია და ეს ყველამ იცით. მასთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები და სანამ შეთანხმება არ მოხდება, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბ...
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სია გამოაქვეყნა. საარჩევნო სიაში 170 დეპუტატობის კანდიდატია წარმოდგენილი. სიის 1-ელი ნომერი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, 170-ე კი დავითი ლეშკაშელია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის საარჩევნო სია ასე გამოიყურება: 1. ბიძინა ივანიშვილი 2. ირაკლი კობახიძე 3. ირაკლი ღარიბაშვილი 4. შალვა პაპუაშვილი 5. მამუკა მდინარაძე 6. თეა წულუკიანი 7. ლაშა ტალახაძე 8. ვახტანგი თურნავა 9. მაკა ბოჭორიშვილი 10. გენო პეტრიაშვილი 11. სოზარ სუბარი 12. მარიამ ქვრივიშვილი 13. ანრი ოხანაშვილი 14. ნიკოლოზ სამხარაძე 15. ეკა ჭიჭინაძე 16. შოთა ბერეკაშვილი 17. ლევან მახაშვილი 18. მიხეილ ყაველაშვ...
რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერ საარჩევნო ბანერის ფოტოს აქვეყნებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფაა. "ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!" - წერს ზურაბიშვილი &qu...
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც ზურაბიშვილი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, ეს არჩევნები გადამწყვეტია და მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. “მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ ...
"ქართული ოცნების" საარჩევნო საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეა წულიკიანმა რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თავად განაცხადა. თეა წულუკიანი დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა. "არ მახსენდება, თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და უადგილო, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, რადგან უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობ...
პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. გორში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის მხარს უჭერს პარტიას „ძლიერი საქართველო" და გეგმავს მასთან თანამშრომლობას ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად, თუმცა მისივე თქმით, ის საარჩევნო სიაში არ იქნება. "მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ. თუ მკითხავთ, მე კანონებთან მიმართებით უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული და მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ძ...
26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარეთა შეთანხმება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ დებულებებზე. მისი ...
უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს "ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლია წყალწაღებული ოპოზიციისთვის". "ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია, მთლად გონივრული, ან თუნდაც შედეგიანი სვლა. სთხოვა ვინმემ? - არა! უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებულ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ასეთი ქცევა აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაა". მანვე ბაიდენის ადმინისტრაციას სტუმარ-მასპინძლობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის "ქართველი ხალხისგან მაინც ესწავლათ". "კი, როგორც მე ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია უკვე. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა ერთ დღეს, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უბრალოდ, არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი ქცევა. და უპირველეს ყოვლი...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს დაგეგმილ ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურ პირსა და კონგრესიდან კიდევ ერთი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. აღნიშნულზე "ამერიკის ხმასთან&qu...