თალაკვაძე „მთავარის“ მიერ გავრცე...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ფეის ნიუსს“ უწოდებს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ეს არ არის ჩანაწერები, ესაა ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. „ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“, გავრცელებული იმ არხიგან და იმ ე.წ მედიამენეჯერებისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიალური ოპოზიციური პარტის ერთ-ერთი ლიდერი. სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ-ნ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თ...

ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციას და ხე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი შეხვედრებს დღის განმავლობაში გამართავს. პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებულ პოიტიკურ ვითარებას განიხილავს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება...

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. - ამის შესახებ ევროპალამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრენკონფერენციაზე  განაცხადა. მისი თქმით  "ქართული ოცმენის გადაწყვეტილება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. როგორც კრამონი აღნიშნავს ეს არ არის პირველი შემთხვევა,როცა ქართული ოცნება არღვევს შეთანხმებას, ეს კი ასუსტებს ნდობას ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, სწორედ ამიტომ ევროკავშირს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან. ამასთან კრამონი ეხება მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს, მისი თქმით "ქართულომა ოცნებამ" ეს პირობაც არ შეასრულა. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით დამაზი...

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ...

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ სრულ ბოიკოტზე გადადის. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ახლა მთლიანად ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში. „ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობა-ძალა ერთობაშია , გადადის სრულ ბოიკოტზე. აღარ ვაგრძელებთ ამ ეტაპზე პარლამენტში საქმიანობას და ეს იქნება სრული პოლიტიკური ბოიკოტი. მთავარი ამოცანა არის თვითმმართველობის არჩევნები. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და საქართველოს მოსახლეობას დავუბრუნოთ" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ოცნებ...

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს. „აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტ...

ილვესი საქართველოზე- აშშ-ს მოთმი...

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი "ოცნების" მიერ მისელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებს მოთმინება გამოელიათ.  მისი თქმით, საქმე სერიოზულადაა. "გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია.  არასდროს მინახავს ის საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს.  სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკას მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე. ეს სერიოზულია. გამოფხიზლდით", - წერს ილვესი.

დიდი ბრიტანეთის საელჩო - შეშფოთე...

დიდი ბრიტანეთის შეშფოთებას გამოთქვამს  „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის  შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე-  ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო წერილობით ავრცელებს საელჩოს წერილში ნათქვამია,რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის საკეთილდღეოდ  ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად  უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საელჩო მოუწოდებს მხარეებს დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება. გაერთიანული სამეფო მზად ყოფნას გამოთვამს  მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინ...

კონგრესმენები - „იმედგაცრუებულნ...

„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის," - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ვრცელებენ , წერილში კონგრესმენები   „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის  შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან. კონგრესმენების წერილში ნათქვამია,რომ ამ მოვლენებით გამბედაობა ემატება მას,ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს. „სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებუ...

იან კელის შეფასებით, საქართველოს...

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. იან კელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს. „ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს, არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება“, - წერს იან კელი.  

მიხეილ სააკაშვილი ოქტომბერში, თვ...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ემაურება და სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას კვლავ აანონსებს. „გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხ...

ილვესი- „ეს არ არის შესანიშნავი ...

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი „ქართული ოცენების " მიერ შარლ მიშელთან დადებული ხელშეკრულების შეთანხმების ანულირებაის საკითხს  გამოეხმაურა, მისი შეფასებით , ეს ქმედება  ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის საუკეთესო გზა არ არის. „ეს არ არის შესანიშნავი გზა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იშვიათი დაგმობის გამო", — წერს ილვესი ტვიტერზე და და აზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის, განცხადებას, სადაც სენატორი მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

ელენე ხოშტარია- ბოიკოტი იქნებოდ...

არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, ბოიკოტი არ იქნება. ბოიკოტი დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, -  ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას "დამფუძნებელიმა და თბილისის საკრებულს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ  ნიკა მელიასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.  ხოშტარიას თქმით, „ქართულმა ოცნების“ გუშინდელი განცხადებით აჩვენა რომ იგი პრორუსული და ანტიდასავლური ორიენტაციის ძალაა.  ხოშტარიას თქმით არჩევნების დღეს , ხალხი აირჩევს თავის მომავალს. „მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას რაც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნ...

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ...

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ელენე ხოშტარიასთან ერთად ერთვება საარჩევნო პროცესში, რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე გაფორმდეს "ქართული ოცნების" დამარცხება. მელიას თქმითვე, პარლამენტში შესული პარტიის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.

ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას ...

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბი დააზიანეს. როგორც ცნობიალია ოფისში მინაა ჩამსხვრეული  შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე იმ ოფისში მოხდა, სადაც  „ ნაციონალური მოძრობის " ლიდერებს შეკრება უნდა გაემართათ. 

კარლ ბილდტი „ ქართულ ოცნებაზე "-...

შვედი დიპლომატი და ევროპის საბჭოს თანათავმჯდომარე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი „ქართული ოცნების „ მიერ  აპრილში დადებულ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამმოეხმაურა .  მისი  თქმით, სერიოზული და  ღრმად სამწუხაროა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. "სერიოზული და ღრმად სამწუხაროა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები — მმართველმა პარტიამ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩივით იქცევიან?", — წერს შვედი დიპლომატი „ ტვიტერზე“

შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელება და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა. „ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი სინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ გზას, ძლიერ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მშენებლობას სთავაზობს. ასევე, ყურადღება გავამახვილე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუ...

პავილიონისი - საქართველოს სხვა ა...

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ის ან დასავლეთის გზით წავა, ან რუსეთის გზას დაადგება. მისი თქმით, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას, საქართველოში კი, უფრო ხშირად ულტრარადიკალური ელემენტები იკვეთება. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომლებიც არის ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველ...

ზარქუა: რუსეთთან პირდაპირი მიმოს...

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, იგი ამას ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით აფასებს და ამბობს, რომ ამით "ტურიზმი წინ წაიწევს". "მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს.  ვიღაც იტყვის, რუსეთიდან... რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა. არ ვიცი, ვინ აცხადებს, სერიოზული შედეგი მოყვება თუ არა, ისინი გადამგდებები არიან. თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს", - თქვა ზარქუამ ფორმულასთან საუბარში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყო...

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ ჰქონდა დაწყებული, მმართველ პარტიას საკუთარი ხელმოწერის ანულირება გაუადვილა. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს. ,,მართალია. სამწუხაროდ, იგივე ითქმის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაზე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე'', რომელმაც 19 აპრილის ერთობლივი შეთანხმებაზე ხელის მოწერის მცდელობა არ ჰქონია. მათ,,ქართულ ოცნებას''  თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს . მართალია, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება'...

სენატის ორპარტიული ჯგუფი - საქარ...

სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს. მათივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში.  „შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშე...