ამერიკელი მოხალისის, სტივენ ზაბელსკი მოხალისეობის დროს უკრაინის ომს ემსხვერპლა. - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათივე თქმით,ზაბელსკი 15 მაისს ზაპოროჟიეს რაიონში დოროჟნიანკას მახლობლად, ბრძოლაში დაიღუპა. "ამერიკელი მოხალისის, სტივენ ზაბელსკის გარდაიცვალა, ის უკვე აშშ-ის მეორე მოქალაქეა, რომელიც ომს ემსხვერპლა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი ნაბიჯებს დგამს. " ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან: 1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; 2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს; 3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა; 4. მმართველი პარტიის პროპაგანდ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, თუმცა აქციაზე მყოფი ადამიანები არ იყვნენ ნაციონალები. მისი თქმით, დემონსტრაცია არ ასახავდა რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. "აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, იმიტომ რომ ევროპას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილია აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ნაციონალურ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მრავალრიცხოვანი აქცია მართველი გუნდის მომხრეებითაც იყო შემდგარი. მისივე თქმით, აქციაზე იმდენი "არანაცი" და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. "გუშინ ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი არანაცი და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. ეგ იყო რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის ნაცმოძრაობის მო...
იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა 20 ივნისის აქციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აქცია იყო წარმოდგენილი, როგორც აპოლიტიკური და ყველა მიხვდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის მისვლა, მხოლოდ დისკრედიტაციას გამოიწვევდა. "საქართველოს მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის პირადად ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასა...
გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში მმართველი პარტიის მიერ პირდაპირ არის დაფიქსირებული. " ისინი ევროკომისიის დასკვნას ეწინააღმდეგებიან და პოლარიზაციას აღვივებენ. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა. ისინი პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გა...
უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს და ყველაფერს დამსახურებულად თუ შევხედავთ, მაშინ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ამასთანჩვენმა ქვეყანამ ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა. „უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებ...
ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში,- ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი, როდესაც საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. „ასეთი მნიშვნელოვანი მიტინგი იყო 80-იან წლებში, როცა დაიწყო ეროვნილი მოძრაობა და თუ წინა თაობებმა დაიწყეს და მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ამ თვალსაზრისით ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი. ასეთი დიდი მიტინგი არ ყოფილა. დღეს ჩვენი განსხვავებების ან სხვა შეხედულების მიუხედავად, საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. ამ თაობამ უნდა განამტკიცოს ჩვენი თავისუფლება და იმ ხალხმა, რომელმ...
პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და 5 ევროპარლამენტარიი მიმართავს, მათ შორის არიან: რასა იუკნევიჩიენე მარკეტა გრეგოროვა ჟიგიმანტას პავილიონისი ანდრიუს კუბილიუსი ანა ფოტიგა გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყება. სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა,&nbs...
სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. "პარლამენტის წინ ჩვენ ვიხილავთ ქართველი ხალხის ნების ზეიმს. ჩვენთან ადამიანს შეუძლია მოვიდეს ვინც არ უნდა იყოს ის და გამოხატოს თავისი ერთგულება ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. რაც შეეხება ამ დღეს სცენას, სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ ...
აშშ-სა და რუსეთს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს და უფრო მეტიც მათი ურთიერთობის ხარისხი "ნულოვან კელვინზეა" - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა. მისივე თქმით, თვითონ ამერიკელები უნდა მივიდნენ, ან მიუახლოვდნენ მათ და სთხოვონ შეთანხმება. "ჩვენ ახლა არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს აშშ-სთან. ისინი ნულოვან კელვინზე არიან და დღეს მათი გაყინვის საჭიროება არ დგას. მათთან მოლაპარაკება ჯერ არ არის საჭირო. თვითონ ამერიკელები უნდა მოვიდნენ, ან მოგვიხლოვდნენ ჩვენ და გვთხოვონ შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს ისინი საზიზღრობებს გვიკეთებენ და ჩვენ თურმე ბირთვული შეთანხმება უნდა მივართვათ". - ნ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურ დოკუმენტში შესაბამისი რეკომენდაციები აისახება, ქვეყნის ხელისუფლება პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებზე კომენტირებისას ისაუბრა. „ყველა პირობას, რაც ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; თუ მოახერხა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით, ვიზის გარეშე; თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა თავისუფალი ...
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე დანაშაულის ყველა შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამ დრომდე ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ უკრაინა ომშია, ხოლო მოლდოვა ურთულეს მდგომარეობაში. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ერთგვარი "წამახალისებელი ავანსია", თუმცა მათაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას. "მოქალაქეებს გაუჩნდათ კითხვები, თუ რატო დარჩა მოლდოვა და უკრაინა უფრო წახალისებული და მინდა ეს ავხსნა. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათაც ჩაუწერეს, საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანს...
17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორც კი საბჭო დაამტკიცებს რეკომენდაციებს, მაშინვე დაიწყება მუშაობა ბრიუსელთან. „17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გახდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ნა...
დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ სიტყვით. აქცია სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დააანონსა და მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამოქალაქო მოძრაობების წევრები შეუერთდებიან. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
კიევი, ან სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის უკრაინაში ჩატარებას 2023 წელს. "ევროვიზია უკრაინელებმა მოიგეს. ვიცი, რომ ფანტასტიკური ნომერი გვქონდა, მეორე ადგილი დავიკავეთ და ვისურვებდი, რომ კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მაგრამ ფაქტია: მათ (უკრაინამ) გაიმარჯვა და ამას იმსახურებენ. ვფიქრობ მათ (უკრაინას) შეუძლიათ კონკურსის გამართვა და მჯერა, რომ მათ უნდა ჩაატარონ. ჩემი აზრით, კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება". - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ გუ...
თბილისში ერთ-ერთ ბართან მომხდარი დაჭრის საქმეზე 2 ადამიანი დავაკავეთ. - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათივე თქმით, 2 წარსულში ნასამართლევი ადამიანი, 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელს დაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარუდგინეს. "დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა - 1998 წელს დაბადებულმა მ.ც.-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა რ.დ.-მ. მათ შესაბამი...
კანადამ კიევის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო. - განაცხადა უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ. მისივე თქმით, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება. "კანადამ კიევის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, კერძოდ, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატ...
უკრაინელი სამხედროები იყენებს ბრიტანულ რაკეტებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. - განაცხადა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, მას შევთაბაზე პრეზიდენტ ზელენსკის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო სასწავლო პროგრამა. "უკრაინელი სამხედროები იყენებს ბრიტანულ რაკეტებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ ასევე იმ თავისუფლებების დასაცავად, რასაც ჩვენ ვთვლით. სწორედ ამიტომ მე შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო სასწავლო პროგრამა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ბალანსი. ამ ომის შესახებ“. - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაც...