„გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის“, - აღნიშნულის შესახებ, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე ცნობით, „საქმეს სამი სუსტი წერტილი აქვს“: „გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან. თუმცა, ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით, მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო. მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მ...
„მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა“, - ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ, საზოგადოების ნდობის ხარისხი, ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი. ,,15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მე დაინტერესებული არ ვყოფილვა...
არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ მას სურს ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. სააკაშვილის განცხადებებიდან ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რა საკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია - საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და საკუთარი თავისთვის ზუსტად იგივე მომ...
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მზად არის და სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის შუამავალი იყოს და გამოსავალს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში ხედავს. მისივე თქმით, მას ექსპრეზიდენტთან უსაუბრია და ფიქრობს, რომ სააკაშვილი ამ შეთავაზებაზე თანახმა იქნება. მეუფე აცხადებს, რომ ის შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიას გამოყოფს. "სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო კონსილიუმთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მორიგ დასკვნას დღეს წარადგენს. პრესსამსახურის ცნობით, კონსილიუმის დასკვნის წარდგენა , სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 12:00 საათზეა დაგეგმილი.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საქმე მის მიმართ დაკვეთილ მკვლელობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან შესახებ ინფორმაცია, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. ამბავს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება.
“უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით შეიძლება. ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილით, „ნაცმოძრაობის“ საკრებულოს წევრებს მიმართავს. მისი სიტყვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ახლა დიდ ბრძოლაშია, რომლის წაგების უფლებაც, მათ საქართველოსთვის არ აქვთ. „მიმართვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ საკრებულოს წევრებს; ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვე...
„დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. ჩემგან და ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამათი პრინციპია - „არცერთი დაპატიმრებული რუსის აგენტი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი ნიკა გვარამიას მიმართ შეკვეთილი მკვლელობის საქმეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მსგავსი შემთხვევების გამო, საქართველო რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მომატებული საფრთხისშემცველ ტერიტორიად ითვლება. „ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. როგორც ჩანს, ან შემთხვევით ამოუვარდათ მოსმენების დროს, რომ ქილერების ჯგუფი იყო შემოსული ან უცხოელებმა უთხრეს. გადაწყვიტეს, რომ "...
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში გადასაყვანად, სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „უფლებები საქართველო“, ქალთა ფონდი „სოხუმი“ და „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატო...
„ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს. არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია! ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან ეს! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას!“, - აღნიშნულის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი წერს. მისი სიტყვით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი იმ რისკს უკავშირდება, რომლის ქვეშაც, უკვე თავისი კოლეგები არიან. „ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ...
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პირველი მიმართვა გაავრცელა, რითიც მის მიმართ არსებული სპეკულაციები გააქარწყლა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მას ყაზახეთი საპროტესტო აქციების მსვლელობის გამო, ქვეყანა არ დაუტოვებია და იგი ჯერ კიდევ, სახელმწიფოს დედაქალაქში იმყოფება. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის სახელისუფლებო მმართველ გუნდში ზოგ საკითხებთან მიმართებით კონფლიქტი გაჩნდა, ნაზარბაევის ცნობით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მისი სიტყვით, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს მმართველი პარტიის „ნურთ ოთანის“ ლიდერათაც აირჩევენ.
„დღეს ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ადვოკატები არ ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო დაზარალებულად ცნობს, რის გამოც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ ხელთ არსებული დამადასტურებელი მასალის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ. „დღეს ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი...
ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, აშშ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქართველი ხალხის არჩევანს მხარს უჭერენ. "ჩვენი პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მ...
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდ. კოერაზე დაწესებული სანქციებისა და გაფრთხილებების მიხუედავად, აღნიშნულმა სახელმწიფომ, წელს, უკვე მეოთხედ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს. იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვითი ძალების ცნობით, დღეს, ორშაბათს, ჩრდ. კორეამ არა ერთი, არამედ 2 რაკეტა გაისროლა. ისინი სამწუთიანი ინტერვალით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. მედიის ცნობით, რაკეტებმა მაქსიმალურ სიმაღლეს - 50 კილომეტრს მიაღწიეს და 300 კმ-ის მანძილზე იფრინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩრდ. კორეა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების დარღვევას უხეშად აგრძელებს, მსგავს ქმედე...
წალენჯიხაში, ბრმად გასროლილმა ტყვიამ 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის 20 წლის შვილმა ტირის თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც, შემთხვევით, დედა დაიჭრა. ქალს ტყვია კისრის არეში, საძილე არტერიასთან მოხვდა. იგი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.ცხედარი ამ წუთებში პროზექტურაში არის გადასვენებული. ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლამდე ბავში ემსხვერპლა. ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზატკეცილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი. ისინი უკვე კლინიკაში არიან გადაყვანილები. ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ექსპრეზიდენტი მოინახულა. მისი განცხადებით, ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს. გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ექიმებს მიხეილ სააკავილის მონახულების საშუალება მალე მიეცეთ. „როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი რუსთავის ციხეში, პირადად მენახა ჩემი ძმის მდგომარეობა. სიმართლე, რომ გითხრათ, სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მისი მდგომარეობა. დღეს ბევრად უკეთ იყო. თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სიტყ...
„როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით - ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას აქვეყნებს. მათი შეფასებით, პასუხსიმგებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს, დავით ფაცაცისა და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს უნდა დაეკისროს, შედეგად კი, მათ დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ. „გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თან...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილმა, ელენე სააკაშვილმა, ბიძა მოინახულა. მისი განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ყოფილ პრეზიდენტთან არავინ შესულა და არ მომხდარა მისი ჯანმრთელობის ადეკვატური დიაგნოსტიკა „ვილაპარაკეთ სხვადასხვა თემაზე. გეოპოლიტიკურ, თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. არის ძალიან მხნედ, რა თქმა უნდა, ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს და იმედი მაქვს, რომ ექიმი მოახერხებს შესვლას და გასინჯვას. როგორც მან მითხრა, 2 კვირის განმავლობაში, მასთან არავინ შესულა და არ მომხდარა მისი ადეკვატური დიაგნოსტიკა“, - აღნიშნა ელენე სააკაშვილმა.
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსი მომავალში ისევ იქნება, თუმცა ამჟამინდელი ტალთა, წესით, უკანასკნელი უნდა იყოს, შეზღუდვების დაწესების თვალსაზრისით. მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებისთვის „უსაფრთხო და ეფექტიანია“. ამბის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება. "მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზა გაიკეთონ. ამასთან, სავარაუდოდ, ადამიანებს ბუსტერ დოზის მიღება ყოველწლიურად მოუწევთ, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კი ბუსტერ დოზის გაკეთება 4 თვეში ერთხელ შეეძლებათ", - აღნიშნა ალბერტ ბურლამ.