"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს, 350-მდე დელეგატის მონაწილეობით ყრილობა გაიმართება. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება და 20 წევრის ნაცვლად, 15 წევრი აირჩევა. "ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება ...
სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ მედიის კითხვებს სუპერ პაკ-ის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც უპასუხა. "რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, არ ვიცი, მათი პარტია "ნაცმოძრაობა" არის ჩამოსული 20%-ს ქვევით, სადღაც 15%-ზე არიან უკვე ჩამოსული. ეს არის მათი სუპერ პაკ-ი - ხაბე-კეზერა-სააკაშვილის სუპერ პაკ-ი",- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, სააკაშვილის კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა "შესაბამისი უწყებების საქმეა". ...
არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ოპოზიციის ყველა მცდელობა ფიასკოისთვისაა განწირული. "დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ სხვ...
სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" მოწოდებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "რუსთავის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია". "გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ პარლამენტში, ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი "სასამართლო" სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ ...
პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაციის გაგებამ გული გამიტეხა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. "პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაციის გაგებამ გული გამიტეხა. ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა", - წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია. ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხ...
პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს. „როდესაც პუტინის პირად პატიმარს თავს ესხმი და ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი, ეს განცხადება ბევრ კითხვას პასუხს სცემს. პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარ...
„პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვაზე საუბრობს. ოქრიაშვილი პოლიტიკური კონკურენციის შემზღუდავ 6 მთავარ პუნქტს ასახელებს, რომლის შედეგადაც, მისი აზრით, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ რევოლუცია მიიღოს. ოქრიაშვილის განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "არის თუ არა პოლიტიკური კონკურენცია შეზღუდული საქართველოში?! - დიახ, არის და რატომ: 1. ფინანსური ფაქტორი - „რუსულ ოცნებას“ განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს, ოპოზიციის შემომწირველებს კი ანადგურებენ. 2. ადმინისტრაციული და ძალადობრივი მანქანა - სუ...
როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ექსპრეზიდენტის ინიციატივაზე ვერ ისაუბრებს, „ვინაიდან ქვეყანაში ისედაც ბევრი გამოწვევა და პრობლემაა“. „ვერ გეტყვით, გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას ემსახურება ეს განცხადება. როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე და გასარჩევი. ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომე...
სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს, რადგან რეალურად შესანიშნავ ფორმაშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი „სპეკულაციების ნაწილი იყო და მას პრობლემები არ ჰქონია". „სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრებ...
პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს. ამის შესახებ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დაუშვილის თქმით, გახარიას გუნდი ასევე მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, "დაშლილ ენმ-ს ხელახლა გაერთიანებაში ნუ ეხმარება". „მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდ...
იყო საქართველოში პერიოდი, როცა არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო, იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში პროგრესი მომავალ წელს იქნას მიღწეული, რადგან ეს ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. "იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდები, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრეს...
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, კანდიდატის სტატუსი უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას მიაღწიოს. „ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. "დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიკურ და შინაარსობრივად დატვირთულ დღის წესრიგს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო დ...
მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. "მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის. უკრაინამ პრაქტიკულად აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირე...
მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იქნება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება". "მე ვამბობდი, რომ იქნებოდა უზივო მიმოსვლა და მივიღეთ. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი, მე უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ მე ევროპარლამენტმა მიმიწვია სესიაზე და ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე და რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი. მე ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატ...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს. აღნიშნულ ინფორმაციას "ტელეგრამ-არხი" RESPUBLICA ავრცელებს. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის განხილვის განახლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტელეგრამ-არხმა" ужная газета-მ გაავრცელა. "ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება პარლამენტში დაბრუნდა. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ახალი წლის დადგომამდე შეთანხმების მიღწევას ლობირებს",- წერს ужная газета. ekhokavkaza-ს ცნობით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ...
ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე, ფინანსური, ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ხელშესახები სარგებელი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ჩვენ ეს გზავნილი გვაძლევს დამატებით სტიმულს იმისა, რომ მაქსიმალურად დიდი ენერგიით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბევრი ტყუილი ისმოდა იმის შესახებ, თუ რას მოიტანდა კანდიდატის სტატუსი, ეს დისკუსია განსაკუთრებით პირველ ეტაპზე იყო გაჯერებული სიცრუით. მისივე...
გილოცავთ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, ეს ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. როგორც კოლომინამ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას და განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც ასევე ნატოს მოთხოვნებს ემთხვევა. „როგორც იცით, ეს ჩემი მეექვსე რეგიონული ვიზიტია 2023 წელს და ამჯერად განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს დაბრუნება. ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე. ეს ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. "ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა განიხილე...
საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდე გაიზარდა. "საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50%-მდეა გაზრდილი",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნ...