11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ რაც დაგიტოვეთ, ის მაინც შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინერპელაციის წესით უსმენენ. როგორც წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და "ის აუცილებლად აშენდება". "ანაკლია აქციეთ მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად, სადაც უბრალოდ რომ შეხვიდეთ, ნორმალურ ადამიანს გული მოუკვდება. აქ იკითხეს, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემი, როდის...
იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მე მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი,- ასე მიმართა "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ. სამადაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ტენდერში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს, ვინაიდან "ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია". "არ მიკვირს, რომ არცერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი იმიტომ, რომ არცერთს არ სურს, ფულის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ე.წ კონკურსში/ტ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაური Twitter-ზე წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. "გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის", - წერს პრემიერი.
ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სანქციების სამიზნე არის სწორედ ის,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება კოორდინირებულად მოქმედებს „რუსი ჯაშუშის“, ოთარ ფარცხალაძის დასაცავად. “ჯეიკ სალივანთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ იყო ძალიან მძიმე ივანიშვილის პაიკისთვის, პრემიერად წოდებული ღარიბაშვილისთვის, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს ივანიშვილის ყველა დავალებას, მათ შორის იმას, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს მთელი მისი მთავრობა, ყველა სახელმწიფო უწყება რუსი ჯაშუშის, ოთარ ფარცხალაძის დასაცავად და კარგად რომ გვესმოდეს, რატომ ხედა...
საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გუშინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ოპონენტებმა ქუჩაში 200 ადამიანზე მეტი ვერ გამოიყვანეს. "რაც შეეხება აქციებს, გუშინ რამდენი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, მთელი დღე ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, რაღაც ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ. ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას და 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ, რომ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყონ? - ს...
ეროვნული ბანკი გასუფთავდა - იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილება მნიშვნელოვანია რეგულაციაა. "ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა მიღბული, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა - იდეალური სურათი მიიღო ჩვენმა ქვეყამ ამ ყველაფრიდან. არის ასეთი გამოთქმა - "ზოგი ჭირი მარგებელია". ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ...
ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა, არავის მიეცემა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა. „თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზეც იყო...
ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. „ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს ...
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნანა ყეინიშვილს მხარი 84-მა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. "საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ღარიბაშვილმა და სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროი...
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ კომპანიაში "შპს ჯიპიეს კონსალტინგი" საკუთარი წილი შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა. აღნიშნული ინფორმაცია უძრავი ქონების რეესტრში ოფიციალურადაა ასახული. ოთარ ფარცხალაძემ 1 საათის განმავლობაში (12 საათიდან 13 საათამადე) 9 ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. დღეს, 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთ...
სალომე ზურაბიშვილი არის დიდი წინაპრების შთამომავალი... ეს ადამიანები საფლავში ტრიალებენ ალბათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინაპრები იყვნენ ადამიანები, "რომლებიც იყვნენ დამოუკიდებლობის აღდგენის სათავეებთან". "სალომე ზურაბიშვილი არის დიდი წინაპრების შთამომავალი. ძალიან დიდი წინაპრების შთამომავალი და ისინი იყვნენ პირველი კონსტიტუციის სათავეებთან ეს ადამიანები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები, არ ვიცი, გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, საფლავში ტრიალებენ ალბათ", - ამბობს კობახიძე.
ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, "ფორმულას" ჟურნალისტს, დემნა დევდარიანს განუცხადა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის მაღალჩინოსნის თქმით, ვინც ფარცხალაძესთან ახორციელებს ტრანზაქციებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს. "ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს, სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ", - განაცხადა სახდეპის მაღალჩინოსანმა. შეგახსენებ...
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ფიშერი აღნიშნავს, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, პატივი სცენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. "ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს", - წერს ფიშერი. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლ...
ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, "ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერ დაუდგება". "ჩვენი უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყოვედღიურად პროცესებში; ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში; ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში - ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი; ჩვენი ურთიერთობა აგენტებთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში, თორემ ესენი აგენტების დამჭერები არ არიან... ჩვენ აუცილებლად გავარღ...
მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა დავასრულოთ რუსული ჯაშუშური ქსელი საქართველოში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური გუნდი რუსეთის აგენტ ოთარ ფარცხალაძეს იცავდა. „ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ ნახა, რომ „ეფესბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დამცველები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან არიან მხილებულები და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა ფარცხალაძის დაცვაში, ეს ადამიან...
პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზის სიახლოვეს, ფოიეში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი შეაწყვეტინეს და რუსეთის ჯაშუში უწოდეს. ფიზიკური დაპირისპირების პარალელურად, პლენარული სესიის დარბაზში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ფიზიკურ დაპირისპირებამდე დაძაბული ვითარება იყო პარლამენტის სხდომის დაწყებისასაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი...
ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელსა და გვარს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილებაზე, რომელიც აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ განხორციელდა. როგორც თურნავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, "გადაწყვეტილების კონკრეტული პირის დაცვასთან მიბმა", აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობაა. "ეს გადაწყვეტილება მიებას, რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია - ...
სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელარუსი და ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ემუქრება. „რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თ...
„დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა კენჭისყრისას ჩააგდო. კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გაიტანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან, ოლიგარქთა რეესტრთან და ოლიგა...