გერმანიაში, 34 წლის კაცი ერთ-ერთ...

გერმანიაში, 34 წლის კაცი ერთ-ერთ სასწავლებელში შეიჭრა და 4 პირი დაჭრა. - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. მათივე თქმით, 34 წლის კაცი აუდიტორიაში შევიდა, რამდენიმე სტუდენტმა მისი დაკავება შეძლო, რის შემდეგაც, ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს. "ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს. დაჭრილთაგან სამი ქალი და ერთი კაცია. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო.

მელია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ...

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიულმა ოპოზიციამ პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას არ აუხდეს ოცნება. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში, ზეწოლა მედიაზე და პროდასავლური კურსიდან შესამჩნევი გადახვევა იყო თემები, რომლებზეც ამერიკელმა დიპლომატმა თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. "არაფერი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი გარდა ჩვენი ქვეყნის იმ უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური კურსისა, რომელსაც საფრთხე დაემუქრა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გამო და დარჩენილ ამ ორ კვირაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ქართულ ოცნებას...

მეცოლა - ევროპაში ვიცით დაშოშმინ...

ევროპაში ვიცით დაშოშმინების ფასი, რომლის გადახდაც დაკარგული თაობებით ხდება. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ. მისივე თქმით, მე ვარ პოლიტიკოსი და მე მესმის რეალპოლიტიკა, მე მესმის შესაძლებლობების ხელოვნება. "მე ვარ პოლიტიკოსი და მე მესმის რეალპოლიტიკა, მე მესმის შესაძლებლობების ხელოვნება, მაგრამ მე ასევე მესმის, რომ პუტინი არ გაჩერებულა ყირიმში და ის არ გაჩერდებოდა კიევში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა თავისუფლებით, ღირსებით, სამართლიანობითა და ანგარიშვალდებულებით. ევროპაში ჩვენ ვიცით დაშოშმინების ფასი, ჩვენ ვიცით კედლებისა და რკინის ფარდების წონა. ჩვენ ვიცით, რომ ზურგის შექცევის ფასის გადახდა გათელილ...

აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტები ...

აზერბაიჯანში პირველად გეგმავენ პრაიდის თვის აღნიშვნას. - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ქვიარ აქტივისტები ავრცელებენ. მათივე თქმით, ეს არის ხმა ვისაც პრობლემები აწუხებთ. ეს ინიციატივა ერთად წამოვაყენეთ, რათა ვიყოთ ხმა ყველასი, ვინც პრობლემების წინაშე დგას, ვისაც ემუქრება საზოგადოება და ხელისუფლება, ვისი უფლებებიც ირღვევა". -  ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოშიც იგეგმება პრაიდის თვის აღნიშვნა.

უცნობი ევროპარლამენტზე: სულხან-ს...

საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა,- მომღერალი გია გაჩეჩილაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ვიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვერილება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაა, თუმცა ქართველი ხალხი არცერთ ევროპულ ქვეყანას თავს არ მოატყუებინებს და ქვეყანას დაიცავს. "ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოს შანტაჟი, ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ? ადამიანზე, რ...

გვარამია - მე ამ რეზოლუციით ბიძი...

მე ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე. - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრის დროს. მისივე თქმით, ამ რეზოლუციის მთავარი არსი არის ის, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას. "პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ამ რეზოლუციას. მის მთავარ ნაწილს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და თხოვნას სხვა ევროპული სტრუქტურების, რომ ეს გაითვალისწინონ, ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. ქართველი ხალხის, დიახ, და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. ეს არის ქართული მედიის უპრეცედენტო და ისტორიული გამარჯვება, ასეთი არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მთავარი აქტორი ქართული მედიაა ამ რეზოლუციას ჰქვია კიდევაც მედიის შესახ...

THE GUARDIAN -ის მიხედვით სალომე...

სალომე ჯაშის მოთვინიერება 2022 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელდა. - განაცხადა THE GUARDIAN-მა. მათივე თქმით, ეს არის ფილმი ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც არაერთი ხე გადათხარა და გადარგა. "დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს უჩვეულო, მაგრამ თან მამხილებელ ამბავს ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გეგმაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ასობით ხის ამოძირკვასა და საკუთარ ბაღში გადარგვას გულისხმობს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფილმი კულტურის მინისტრის ბრძანებით ჩაიხსნა ჩვენებებიდან.

პუტინი - ჩვენ ვაგრძელებთ პეტრე I...

ჩვენ ვაგრძელებთ პეტრე I გზას და ტერიტორიებს ვიბრუნებთ. - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი წარმატებას მივაღწევს ახლა არსებულ ყველა ამოცანებზე. "ეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“. "ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტ...

უკრაინის სახალხო დეპუტატი ოლექსი...

უკრაინელი დეპუტატი ხერსონში, ოკუპანტების მხარეს გადავიდა. - განაცხადა თავად დეპუტატმა. მისივე თქმით, რუსეთი იქ არის სამუდამოდ. "პირველ რიგში, ითქვა, რომ რუსეთი აქ არის სერიოზულად და სამუდამოდ! დაგეგმილია ხერსონის ფერმერების სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია რუსეთის ეკონომიკურ მოდელში. გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი რუსეთში მოქმედი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად". - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღე...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მე...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა. - განაცხადეს  ქართველმა მებრძოლებმა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა. მათივე თქმით, ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.  ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.  შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ზელენსკი - ოკუპანტებმა გააცნობიე...

ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ. მისივე თქმით,  ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში პერსპექტივა არ აქვთ. "31 000 რუს ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად უაზრო ომის საფასურს რუსეთი დღეში თითქმის 300 სიცოცხლით იხდის. მოვა დღე, როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიაღწევს რუსეთისთვის მიუღებელ ნიშნულს. ოკუპანტების კონტინგენტის უდიდესმა ნაწილმა შესანიშნავად გააცნობიერა, რომ მათ უკრაინაში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, არა თქვენი მონები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახა...

ლავროვი - „3 + 3“ ფორმატის ფარგლ...

სამხრეთ კავკასიის საკითხებზე "3 + 3" ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ უკრაინა მზად არის განაღმვის სამუშაობი დაიწყოს, მაშინ მათ შორის შეთანხმება შედგება. " შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქ...

ზელენსკი მაკრონს - რას ნიშნავს რ...

რას ნიშნავს რუსეთის დამცირება? ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ. - განაცხადა ზელენსკიმ მაკრონის საპასუხოდ. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას არა ამცირებს, არამედ კლავს, ამიტომ უკრაინა მას იმავე ინსტრუმენტით უპასუხებს. "არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რაზე ვსაუბრობთ? 8 წელზე მეტია ისინი ჩვენს ხალხს კლავენ, რაზე ვსაუბრობთ? ემანუელი ღრმად არის  გათვითცნობიერებული ამ პროცესში, ის "ნორმანდიული ოთხეულის" ერთ-ერთი ლიდერია, კარგად ერკვევა მინსკის დოკუმენტის დეტალში. არც კი ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ ისინი გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ, ჩვენ არავის დამცირებას არ ვაპირებთ". - განაცხადა ზელე...

მორავიეცკი - უკრაინისთვის იარაღი...

უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ვაფორმებთ. - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა. მისივე თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უკრაინელებისთვის. "ჩვენ ვაფორმებთ იარაღის ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის". - განაცხადა მორავიეცკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ზელენსკი ჯონსონზე - მოხარული ვარ...

მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე. - განაცხადა ზელენსკიმ ბორის ჯონსონზე. მისივეე თქმით, ბორისი ძალიან კონკრეტულია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით. "მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. კომენტარს ვერ გავაკეთებ შიდა სიტუაციაზე, რადგან მე ყველა დეტალი არ ვიცი, ამიტომ ბოდიშს ვუხდი ბატონ ჯონსონს ამაზე. ვფიქრობ, ის უკეთაა ინფორმირებული დეტალებზე ვიდრე მე, თუმცა ბორისი ძალიან კონკრეტულია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით". - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სა...

საერთაშორისო გამჭვირვალობა - 5 მ...

ვერ პასუხობს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს. - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ". მათივე თქმით, მათ შორისაა მოსამართლის აცილების საკითხი და 2015 წლის ეპიზოდი (ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე). "1. მოსამართლის აცილების საკითხი განაჩენი სრულყოფილად არ ასახავს მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2021 წლის 15 დეკემბერს დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იმ საფუძვლით დააყენა, რომ ერთ-ერთი დასაკითხი პირი მოსამართლის ახლო მეგობარი და საქმის შედეგით დაინტერესებული იყო. მოსამართლის განმარტებით კი, მისი მეგობარი საქმეში მხოლოდ მოწმის სახით ფიგურირებდა და ეს მოცემულობა არ შეიძლება გამხდარიყო მისი აცილების წინაპირობა. ...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მე...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. - ნათქვამია ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ევროკავშირის ოფისთან გამართულ აქ...

თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას” და „ზნეობას” სულ მცირე ოთხი წევრი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვდენ „შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური დალგბტ პროპაგანდა”. მათივე განცხადებით, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ „ბინძური ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ყველა ღონისძიებას”. აქტივისტების დაკავებები მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ. ...

საქალაქო სასამართლომ პარტია „ა...

ჰომოფობიური და პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" თბილისის საქალაქო სასამართლომ 218 ათასი ლარით დააჯარიმა.  სასამართლომ დააკმაყოფილა აუდიტის სამსახურის საჩივარი, რომელიც პარტიის წინააღმდეგ ორ საკითხს აყენებდა: 2021 წელს შევსებული დეკლარაცია არის სადავო, რადგან დოკუმენტი არასწორად არის შევსებული - პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია - სწორედ ამ დროის გაიხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისები; ასევე, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულობებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭვდასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. პრორუ...