საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს...

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ. „როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით" - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა.  წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. „ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მტკიცე თანამშრომლობა ყველა სფეროში განმტკიცდება" - ნათქვამია წერი...

„საქართველოს მომავალი ევროპაშია“...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, ის საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გააგრძელებს. "საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!", - წერს გელაშვილი.

კახა კალაძე - აშშ-ის მოსალოდნელი...

აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების დაწესების მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს. „წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფ...

ობრაიენი „ქართულ ოცნებას“ - თუ გ...

თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი პრივილეგიებით, როგორებიცაა თქვენი შვილების სწავლა - განათლება, მაშინ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრებივით მოქცევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საუბრობს. ობრაიენმა აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სანქცირებულთა სია არ ქვეყნდება. "ჩვენ არ ვაქვეყნებთ სახელების სიას, ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ის ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებულად შემაშფოთებელია -  კერძოდ, ძალადობის გამოყენება და და...

შაჰინი - ჩემი კანონპროექტი კიდევ...

ჩემი კანონპროექტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ, - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ X-ზე. შაჰინის თქმით, "ქართველი ხალხის აქტი" დააწესებს ჯარიმებს "საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე". "ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ს დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო სა...

გოჩა ჯავახიშვილი - ღალატი, ორპი...

ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი  სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ჯავახიშვილი აღნიშნავს, ის არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერი, რადგან დიპლომატი უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს და მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. "არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც. ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექს...

სომხეთში რუსეთის ელჩი კონსულტაცი...

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა. ზახაროვას გავრცელებულ ინფორმაციაში ელჩის დაბარების ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია. მანამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის ნოემბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების  ორგანიზაციის (ОДКБ) მიერ დამტკიცებულ 2024 წლის ბიუჯეტს სომხეთი არ შეუერთდება. 

გონჩარენკო - ივანიშვილის „ქართულ...

ივანიშვილის „ქართული ოცნება“ საქართველოს ბელარუსის მეგობრად აქცევს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა აამოქმედა მექანიზმი, რათა "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, რაც მისივე თქმით, ქართველი ხალხის სურვილი არ არის. "ახლა საქართველოს პრორუსულმა პარლამენტმა აამოქმედა მექანიზმი, რათა "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ათასობით პროტესტმა აჩვენა, რომ ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.  ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო რუსეთისა და პუტინის კლანჭები...

„ქართული ოცნება“ - სანქციები მხო...

ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას. როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს". "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ა...

აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართ...

აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებასთან დაკავშირებით ავრცელებენ. პარტიები მოუწოდებენ "რუსული რეჟიმის სამსახურში" მყოფ პირებს, "სიმართლის მხარეს" დადგნენ. "ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურ...

ლევან ხაბეიშვილი - დღეს დუმილი დ...

ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს - საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, "ახლა "თანამდებობაზე" ყოფნა ნიშნავს, რომ ემსახურები პირადად ივანიშვილს და მისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ". "მას შემდეგ, რაც საქართველო ექცევა იზოლაციაში, ამერიკა აწესებს სანქციებს, ევროპა ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ვერ მოხვდება ევროკავშირში, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას.   ყველა თანამდებო...

ბლინკენი - ვიწყებ აშშ-სა და საქა...

დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ბლინკენი განცხადებაში უთითებს, რომ აშშ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ქმედებებს გაითვალისწინებს. "იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას",- აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ...

აშშ საქართველოში „დემოკრატიისთვი...

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაში, სახელწოდებით - "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა" - ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებ...

პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზ...

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაზე ხაზგასმა პირადი საუბრისას გამაოგნებელია. "მე პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ და მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის და გამაოგნებელია ეს რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.

ხაბეიშვილი შოთაძის გადადგომაზე -...

პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის ფაქტს. ხაბეიშვილის თქმით, მაღალ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა, უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება და დატოვონ თანამდებობები. „პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც. შო...

მიჩ მაკკონელი - იმედი მაქვს, თბი...

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში „რესპუბლიკელთა" ლიდერი მიჩ მაკკონელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მაკკონელმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისთვის, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ ფუნდამენტებს არყევს". „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია დიდია, ის ქრონიკულად არის გაყოფილი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. პარტიების უსუსური ლიდერების მიუხედავად, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად. მათი თვითგამორკვევისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლების სურვილი აშკარაა. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ ევროპული მომავალი...

პრემიერი - გამაოგნებელი იყო მუქა...

ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო",- ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაში კობახიძე აღნიშნავს, "რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რო...

მიხეილ სააკაშვილი - დიქტატურის დ...

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, "სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია". "როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან.  დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობ...

ბორელი - საქართველოს ხელისუფლება...

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ბორელი აღნიშნავს, კანონის გაწვევა საჭიროა, რათა საქართველომ დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები დაიცვას. „ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“, - წერს ჯოზეფ ბორელი. ცნობისთვის, ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ​“ კანო...

კობახიძე - ვენეციის კომისიას პრო...

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება", გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში "უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია". „უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უ...