„ვითხოვთ საბურთალოს 33-ე უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანისას. "ევროპულმა საქართველომ" სარჩელით მივმართეთ სასამართლოს, სარჩელი ეხება საბურთალოს ოლქში ხმების გადათვლას, ეს არის 33-ე უბანი სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია ხმები გამოდის, რომ საერთოდ არ მოგვიღია არჩევნებში მონაწილეობა, სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამა...
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გამოწვევასთან დაკავშირებული რეზოლუცია 11 ოქტომბერს მიიღო. როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ქართველების დისკრიმინაციის გამო. ასევე, ნატო-მ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. "ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ზღვაოსნობის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას აზოვის და შავ ზღვაში. ასამბლეა გმობს, რუსეთის უწყვეტ მცდელობებს გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია და ჩაშალოს მათი ევროპული და ევრო...
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. როგორც სამადაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა სახელმწიფო. „მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა ერთი რამ არის ცხადი, დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური მოტივით. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს არჩევნები რომ წააგო მთავრობა გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას" და შესაბამისად გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას გზა გაეგრძელებინა დასავლე...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია უერთდება. .„Free Misha” - წერს დემნა გვასალია. ფოტოს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ავრცელებს.
იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს. „იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილ...
მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. კითხვაზე გადასცემენ თუ არა სააკაშვილს უკრაინულ მხარეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამორიცხულია. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პრემიერმა აღნიშნ...
როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. ...
„მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10-11 დღის შიმშილობის შემდეგ მითუმეტეს მგზავრობის წინა პერიოდი ასეთივე რთული, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის დამძიმებას. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაქვს 2 წყარო, ერთი არის ოფიციალური პენიტენციური სამსახურის, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი პარამეტრები ნორმაშია, მაგრამ მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10...
"ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესია არჩევნების გამარჯვების გამოგლეჯვა"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის წერილი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გაასაჯაროვა. "მინდა მოგმარტოთ ყველას თხოვნით. ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესი...
ზუგდიდში არჩევნები, შანტაჟის, ძალადობის, სხვადასხვა სახის მუქარისა და. ე.წ კარუსელების დატრიალების ფონზე ჩატარდა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამდენი უკანონობისა, ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და პირწმინდად დაამარცხა „ქართული ოცნება“ ზუგდიდის რაიონში. ამასთანავე, ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, უკვე გამარჯვებული მაჟორიტარი, მანუჩარ ფიფია, დღეს დამარცხებულად გამოცხადდა. "თქვენ მოგეხსენებათ, როგორ ჩატარდა არჩევნები ზუგდიდში, შანტაჟი, ძალადობა, სხვადასხვა სახის მუქარა. ე.წ კარუსელების დატრიალება, ე. წ მოკრიმინალო ელემენტე...
როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას. ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემა და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, ყველა საქართველოს მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყარო...
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, რომლის მიზანი დაბალანსებული საკრებულოების მიიღება იქნება. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, "ოცნება", ისევე როგორც "ნაცმოძრაობა" ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში ცდილობს მათთან შეთანხმების მიღწევას. "დღეს პარტია "საქართველოსთვის" არის წარმოდგენილია, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა გადამწყვეტი ხმა გვქონდეს, როგორც ს...
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, რადგან ასობით ათასი ადამიანი რუსთაველის გამზირზე არ გამოვიდა. "მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე - სავარაუდოდ, კი. ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტ...
"მზადდება საქართველოს თავის მოჭრა, ანექსია და ყოფილი პრეზიდენტის განადგურება"- ამის შესახებ პარტია "კანონის და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის უშიშროება საქართველოს უშიშროებაზე ზეწოლით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ ფა ფიზიკურ განაგდურებას გეგმავს. "არ გამოვირჩევი ინფორმაციის ეთერში ტყუილუბრალოდ სროლით, უმძიმესი ინფორმაცია მაქვს. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, ამერიკელ სენატორებს, ევროპარლამენტარებს, უფლებადამცველებს გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებული იყოს საქართველოს მესამე პრეზ...
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მივიდა. გვარამიას განცხადებით, შიმშილობასთან დაკავშირებით სააკაშვილის გადაწყვეტილება მტკიცეა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი. "მას ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და ტელევიზორი უნდა მხოლოდ და რას ეუბნებიან? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, მაგრამ თუ გინდა საჭმელი იყიდე მხოლოდ? ყველა თვალსაზრისით სირცხვილია, სამართლებრივად კი დანაშაული". - ამბობს ნიკა გვარამია.
კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-უკრაინას შორის განხეთქილების საგანი ვერ გახდება. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში ჟურნალისტებთან აღნიშნა. მისი თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადაციაზე საუბარი არ ყოფილა. არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები რომ ამ მომენტში გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ ზედმეტია და ვერც იქნება პოლიტპატიმრობაზე ან რამე მსგავსზე საუბარი. ჩვენ ვარ...
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მზადაა ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტესტი ციხეში ჩააბაროს. ამის შესახებ ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლსაც მოუწოდა, რომ ნარკოტესტი კანცელარიაში ჩააბაროს. "მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა ჭორებს. მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გისოსებს მიღმა მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები და სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იქნებიან რეჟიმის დასასრულის ავანგარდში. აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ, პრემიერ-მინისტრის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ გააკეთა. „ღარიბაშვილის დღევანდელი მიმართვა არის მორიგი მაგალითი ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გამორჩეული სიმდაბლის. ამ მიმართვას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს - ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატვა, რომელსაც პუტინის პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ. ჩენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართუ...
უბრალოდ ბოდვაა, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს. მისი თქმით, ოპოზიციის და ქვეყნის ისტორიული ამოცანა ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლაა. „ივანიშვილის გამორჩეული კლოუნის მცდელობა ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების, უბრალოდ ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რომელშიც არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის და ამიტომ ...
რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს. - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს. თუ გულისხმობთ შეთანხმებაში 43%-ს, 43% ვერ იქნება საფუძველი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის, ესეც ფაქტია. ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგია და ალბათ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, წინ მეორე ტურია და ხალხი გადაწყვეტს სურთ თუ არა რიგგარეშე არჩევნები. „მეორე ტურები, პოლიტიკური პროცესია წინ და ბევრი...