პრემიერი - მოგიწოდებთ, რომ მეტი ...

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს დაუსვეს კითხვა, იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაღუპვაზე. „მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე რომ ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვ...

ფოთში უგულავამ ოპოზიციური პარტი...

ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად კოალიციურ შეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმებას ხელს შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო-საქართველოსთვის“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“. როგორც უგულავამ აღნიშნა, ფოთის განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები აუცილებელია. "ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, რომ ცვლილებები აუცილებელია იმისა...

კობახიძე - რომელი ნესტან-დარეჯან...

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას?, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ექს-პრეზიდენტს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მხარდამჭერები მას საავადმყოფოდან გაიყვანენ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია შიმშილობაზე, იუსტიციის სამინისტრო კი, შიმშილობის გამო გართულებაზე რეაგირებაზე. „შესაბამისი უწყება, იუსტიციის სამინისტრო აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას. თვითონ შიმშილობაზეა პატიმარი პასუხისმგებელი, მაგრამ ამ შიმშილობის გამო გართულებაზე რეაგირება იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა და ბ...

„ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს თბ...

„ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც ირაკლი  კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აქცია 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. "27 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. 2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლ...

ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთ...

კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა.  „ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“- ამბობს კარდიოლოგი.  ზურაბ ფაღავას განცხადებით, კონსილიუმის დატოვებამდე გასცა ყველა საჭირო რეკომენდაცია  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. „რეკომენდაციები დატოვებულია და ხელმო...

ღარიბაშვილი - სააკაშვილი უნდა შე...

ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება, -  ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების მოთხოვნას, სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავაშირებით.  მისი თქმით, ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს საჭიროების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ,,ამის თაობაზე ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტება, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პ...

ღარიბაშვილი დგება, კოსტუმს იცმევ...

ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერმა მელიას "კრიმინალი და უინტელექტო" უწოდა.  მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ასეთ განცხადებები საარჩევნო კამპანიაში ეხმარება.  "ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს, რაც მართალია მართალია. ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვი...

ადვოკატები - გულის გაჩერების რის...

დღესათვის უკვე დამამშვიდებელი განცხადებების გაკეთება შეუძებელია, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ დღეს მივმართოთ საოზგადოებას და ხელისუფლებას - საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მისი გადაყვანა არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილურ კლინიკაში მოხდეს.  "ჩვენ ვხედავთ რო ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები კეთდება. იუსტიციის მინსიტრის განცადებით, არ ყოფილა განხილვა საააკშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყავნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კო...

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ ...

თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ნაცმოძრაობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა- განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაღდათში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს საბოტაჟისთვის. „ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითები 2012-14 წლებში, როგორ იყენებდა მერის პოზიციებს, გამგებლის მაშინდელ პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა" საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. „საუკეთესო" მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა ქალაქში და მთელი თანხები, რაც განკუთვნილი იყო თბ...

გრიგოლ ვაშაძე – მიხეილ სააკაშვილ...

წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ „ბალაგანზე“, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა, - ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ, ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მისი ცხოვრების უზარმაზარი და ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. „წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე, საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა და მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. ფიზიკურად არ არის დასუსტე...

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - გარყვნი...

ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ მოიმოქმედებდნენ აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სამეგრელოში მობილიზებულ სპეცრაზმთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ძალადობის დრო დამთავრებულია და აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს. „ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადებაც. გუშინ ღამით, თუ მიაქციეთ ყურადღება სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა, არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუი...

ღარიბაშვილი სააკაშვილზე - ვინ უშ...

ვინ უშლის ჭამას? რატომ შიშმილობს?, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პატიმარი სააკაშვილი არასდროს იქნება პრივილეგირებული სხვა პატიმრებისგან. „ერთი რამ მინდა გითხრათ, ვინ უშლის ჭამას? რატომ შიმშილობს? პატიმარი სააკაშვილი არასდროს არ იქნება პრივილეგირებული, რამდენიმე ათასი პატიმარია ციხეებში, მათაც ჭირდებათ მზრუნველობა, პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და მომავლის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს ...

მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარა...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.  ბექა ბალისაიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, მას შემდეგ, რაც გამწარდა იმ ფაქტზე, რომ ვერ უზრუნველყო სააკაშვილის სრული იზოლაცია. "ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია. ღარი...

ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილის ...

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მეუღლე ლიზა იასკო ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. როგორც სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე საფრთის ქვეშაა, რაც მისივე თქმით, ძალიან საშიშია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია უკრაინული მხარის პოზიცია და იგეგმება თუ არა სააკაშვილის კიევში ექსტრადირება, იასკო აცხადებს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის მხარესთან და ხორციელდება მონიტორინგი. „ჩვენ გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი მიხეილ სააკაშვილი. ჩემი ამოცანაა, გვერდში დავუდგე მას და გადავცე უკრაინული მხარის მხარდაჭერა, მას უკრაინა გვერდში უდგას....

მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებას...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედმა“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მალევე მოხერხდეს მისი სასამართლოში მიყვანა. "ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?"- წერს სააკაშვილი Facebook-ზე.  საუბარია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ვიდეოზე, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებ...

გიგი უგულავა - სასაცილოა ღარიბა...

უკვე ძაან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. სამეგრელოში დაიარა და ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს. -  ასე პასუხობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხდებებს.  მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ პრემიერ-მინისტრი დადის ქალაქ-ქალაქ და საარჩევნოდ მათხოვრობს. "უკვე ძაან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. ახლა დააკვირდით, სამეგრელოში დაიარა და ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს. ჩვენ ვართ კონსტიტუციის ქუჩა, ეს ქუჩა ქუჩას გავს? ასე არის ფოთის ქუჩების 80%. იცის ღარიბაშვილმა, რომ ის ხალხი ვინც გვერდზე ედგნენ ბატონი ხახუბია, ბატონი ლატარია და მათი ხელის ბიჭი მერობის კანდიდატი ვაჭარაძე, ეს ხალხი რომ ფოთს აყროლებს თევზის სუნად, იცის რო...

ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება მ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს Facebook სტატუსით ეხმაურება.  მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია.  "ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას. პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”. კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი" - წერს ხატია დეკანოიძე. ცნობისთვის, რაკლი ღარიბაშვ...

ირაკლი ღარიბაშვილი - უგულავა დამ...

ჩვენ შევხვდით ფოთში ჩვენს საარჩევნო შტაბს, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველსავე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისთვის და ფოთელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები ფოთის გალამაზების მიმართულებით. „ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად, მათ შორის მალთ...

ადვოკატი - რადგან სააკაშვილის ცი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ განიხილავს ციხის რომელიმე საავადმყოფოში გადასვლას. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება  არის მიცემული პირობის გატეხვა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში თავიდან აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში გადაიყვანდნენ.  "მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უკანონობა, ამის შემდეგ, არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში პირველი დღიდან აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შესრჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში...

გამოვლინდა კორონავირუსის 4 155 ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 155 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 40 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა  2 507 პირი.