თეის რეტენი ვარჰეიზე - ძირს უთრხ...

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიელი პარლამენტარი, თეის რეტენი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია,რომ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში. "ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, იმის გამო, რომ ის განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში" ,- წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ,ვარჰეი 15 ნოემბერს საქართველოშიც იმყოფებოდა.

სანა მარინი - ევროპა აშშ-ს გარეშ...

თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი, - განაცხადა ფინეთის პრემიერმინისტრმა  სანა მარინმა. მარინის თქმით,ევროპას არ შესწევს ძალა იმისთვის,რომ რუსეთის უკრაინში შეჭრას დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა და მას სჭირდება აშშ-ს დახმარება. "თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით", - განაცხადა სანა მარინმა. შეგახსენებთ,დღესდღეობით აშშ უკრაინის ყველაზე მსხვილი დონორია,ომის დაწყების დღიდან ვაშინგტონმა 18,6 მილიარდი დოლარი გამოუყო.

იურგენ ჰარდტი - მიცემულია 12-პუნ...

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა,- ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა იურგენ ჰარდტმა განაცხადა. მისივე თქმით,საქართველოს აქვს მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციები,რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს,რაც ოპტიმისტურ განწყობას უქმნის,რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „ჯერ კანდიდატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული საქართველოს, რადგან ეს მხოლოდ ბუნდესტაგის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთლიანად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მიცემულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარ...

CNN - ამერიკელი სენატორები შეიკრ...

ამერიკელი სენატორები 7 დეკემბერს გამართავენ საიდუმლო ბრიფინგს, რათა განიხილონ უკრაინის გაზრდილი დახმარება. თეთრი სახლის წინადადების მიხედვით,კიევს დამატებით 37 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს,ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოქვეყნებულ ბიულეტენში დახმარების განაწილება ასე გამოიყურება :  21,7 მილიარდი დოლარი თავდაცვის სამინისტროსთვის „უკრაინის აღჭურვილობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მომარაგებისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“ 14,5 მილიარდი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის "უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, ომის დროს მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების დახმარებისთვის, გლობალური ს...

არტის პაბრიკსი - ემიგრაციაში მყო...

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ლატვიაში დარეგისტრირებული ტელეარხ "Дождь"- ზე საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო, რომელიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს არხის მიერ რუსული ოკუპაციის წახალისებასა და დახმარებაზე. საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს,რომ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით,აგრესორი რუსეთისთვის ნებისმიერი სახის დახმარება მიუღებელია. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა Twitter-ზე გამოთ...

რეზნიკოვი ესპანეთის დახმარებაზე ...

ესპანეთმა უკრაინას პირველი საზენიტო-სარაკეტო Hawk სისტემები გადასცა,ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ესპანეთის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებას და უსაფრთხოების მხარდაჭერა გაგრძელდება, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ხელმძღვანელ ოლექსი რეზნიკოვის მითითებით. "ჩვენი მებრძოლები მეტ წვრთნას გაივლიან ესპანეთში,ესპანეთმა უკვე მოგვაწოდა ჩვენი პირველი ქორი", - განაცხადა რეზნიკოვმა.

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე - აუცილებ...

დღეს ვიყავი სააკაშვილთან. ასე ცუდათ ის არასდროს ყოფილა. მომაკვდავია !, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტთან ვიზიტს. ხაჭაპურიძის თქმით,სასწრაფოდ აუცილებელია რაღაც ზომების გატარება,რომელიც უკვე დიდი ალბათობით დაგვიანებულია. "დღეს ვიყავი სააკაშვილთან. ასე ცუდათ ის არასდროს ყოფილა. მომაკვდავია! რაღაც ზომები მიიღეთ! თუ უკვე გვიანი არაა!!!" - წერს შალვა ხაჭაპურიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამი...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, - ასე გამოეხუმარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმის თავმჯდომარის ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. განცხადებაში აღნიშნულია,რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკას. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო ...

ხაბეიშვილი - ეს პროცესი, მალე უნ...

ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს და მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას, - ასე გამოეხმაურა "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი,პარტიაში შიდა არეულობის საკითხს. მისივე თქმით,რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი,რათა პარტიამ შეძლოს,რომ სტაბილურად დაიწყოს მობილიზება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. „გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი ...

ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის ს...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი გახდა ელჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება  და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის  თანამშ...

სააკაშვილის საქმის მოსამართლეც დ...

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არანაირი გიორგი არევაძე არ არსებობს, თუმცა არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება.  "მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც, პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ. და ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "...

დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტ...

მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბეჟაშვილმა თქვა, რომ პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება. „პროცესის გადადება, დაყოვნება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამი...

მიკისკა - ჩეხეთიდან საქართველოში...

2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის, რითაც სანქციებზე გვერდის ავლა ხდება, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.  მიკისკას თქმით, თუ საქართველოს მხირდან რუსეთის დახმარება დადასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. "ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია. დ...

კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ მთავრო...

ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით განაცხადა. მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები ენმ-ს დაასუსტებს, რაც "ძალიან კარგია". "მიდის შიდა ბრძოლა, დაპირისპირება ძალაუფლებისთვის, ფულისთვის - კეზერაშვილის, სააკაშვილისა და სხვების ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში, დაასუსტებს ამ პარტიას და შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები, ატარებენ რიგგარეშე ა...

დეკანოიძე „ოცნებაზე“ - მოიკითხონ...

თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც მის კაპიტალს იცავენ, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა.  დეკანოიძის თქმით, ამაში მიუღებელი არაფერია და "სკანდალს ხედავენ იქ, სადაც არ არის". "მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი მიუღებელი არ არის. ოჯახისთვის მისი სიცოცხლე დგას პირველ რიგში. არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისთვის არიან შვილი, მამა და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გასულია მათთვის ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდა...

სარჯველაძე - ამბობენ, რომ სააკაშ...

დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ "ემპათიას"კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. სარჯველაძე ამბობს, რომ ექსპერტები საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, თუმცა ამის გამო, პატიმრებს არსად არ ათავისუფლებენ. "დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, მაგრამ კმარი კი ამისთვის იმის თქმა, რომ 10 დიაგნოზი აქვს დასმული, ან მაგალითად, რომ მძიმეა მდგომარეობა, რთული მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის. ვფიქრობ, რომ ამისთვის ეს საკმარისი არ არის. აი, ვინც გა...

არესტოვიჩი - ხელისუფლებამ გადაწ...

ხელისუფლებას მისი მოკვლის ეშინია, გაშვებით - არ გაუშვებენ, რადგან ამისიც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არესტოვიჩის თქმით, იმის მტკიცება, რომ ექსპრეზიდენტი თავად ხელისუფლებამ მოკლა, ძალიან რთული იქნება, ისევე როგორც იმის დამტკიცება, რომ არ უტარდებოდა კვალიფიციური დახმარება.  „სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს. ის უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ე...

კრამონი - „ქართულ ოცნება" არ იზი...

არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას" ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან" კრამონის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები და  დასავლეთისკენ ორიენტირებულნი არიან,მაგრამ მისი ღელვის საგანი ისაა,რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არ არის ამის მომხრე. "საბედნიეროდ, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები, დასავლეთისკენ ორიენტირებული არიან. მათ სურთ, ნახონ, რომ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის ნაწილია, რომ მთავრობა მიჰყვება ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ჩემი ღელვის საგანი ისაა, რომ მმართველი პარტია ქა...

ლომჯარია სააკაშვილზე - მოულოდნელ...

ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდაა - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ლომჯარიას თქმით,ის ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,რომელიც არ არის სახუმარო,ნამდვილად მძიმეა და საჭიროებს დროულ რეაგირებას. "ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, ...

თუ არ გადაიხდიან, მიკროფონები წა...

თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ, გლდანში საახალწლოდ გვჭირდება - ასე გამოეხმაურა გლდანის რაიონის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის, კახა კალაძის "Facebook" - პოსტს TV პირველთან დავაზე. კალაძემ პოსტში აღნიშნა,რომ ფეიკნიუსები და ცილისწამების შემცველი განცხადებები არის დღესდღეობით კრიტიკული მედიის მასაზრდოებელი და არავის არ უნდა მივცეთ უფლება,რომ ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება. "მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებ...