ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილ...

ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არათუ ძალადობას, არაფერს ზედმეტს ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, მას ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს. „თამარაშვილზე დამაკავეს. მარტო მე არ დავუკავებივარ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ჩემთან ერთად. როგორც განმიმარტეს, ადმინისტრაციული ოქმი შემიდგინეს - გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვა, თუ რაღაც მსგავსი... ჩემთან მიმართებაში ძალიან პროფესიონალურად, წესიერად იქცეოდნენ. არანაირი ზედმეტი არაფერი და სავარაუდოდ, ყველა დაკავებული იქ არის და იქიდან გადაჰყავთ ე.წ. კაპეზე...

პრემიერი - საქართველოში „ნაცმაიდ...

უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი" არ შედგა და არც არასდროს შედგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, „ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და მიმდინარე დღეებშიც“. „იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა, სამწუხა...

ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერე...

ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველები თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად მტკიცედ დგანან. „საქართველო აპროტესტებს: ქართველების კიდევ ერთი ძლიერი ღამე, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად. ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს!“- წერს ზურაბიშვილი.

პრემიერი - სამართალდამცავ უწყებე...

ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. „ქართული ჯარი, ქართული პოლიცია - ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეს იქნება ერთ-ერთი უმ...

რიში - საქართველოს მთავრობის გად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას,- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ჯიმ რიშის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. "ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება",- წერს ამერიკელი სენატორი.

ლანდსბერგისი - ბალტიის 3 ქვეყანა...

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი], იმ პირების მიმართ, ვინც საქართელოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მიესალმება. იგივე განცხადება გააკეთეს ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. "ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა შეთანხმდა სანქციების დაწესებაზე იმ პირების მისამართით, რომლებიც საქართველოში კანონიერი პროტესტების დახშობაზეა არიან პასუხისმგებლები. ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლე...

სალომე ზურაბიშვილი ანტონიო კოსტა...

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა  ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მათ ევროკომისიაში რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი შეცვალეს.

„შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს...

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც ნაუსედა აღნიშნავს, მან სატელეფონო საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება. "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს, ღრმა შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოს მოქალაქეების...

პრეზიდენტი - ეს სამოქალაქო პროტე...

ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლა არის, რადგან მისივე თქმით, პროტესტს არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. "ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პ...

ბრაჟე - პარტნიორებთან ერთად საქა...

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ბრაჟემ აღნიშნა, ის პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. "ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ",- წერს ბრაჟე X-ზე.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიი...

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩსი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ რინკევიჩსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც რინკევიჩსი აღნიშნავს, საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ. "საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას",- წერს რინკევიჩსი.

პოდოლიაკი - საქართველო სისხლიანმ...

საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის არის ბოროტების, სისხლისღვრის, ძალადობისა და დამცირების სინონიმი. "საქართველო სისხლიანმა ცეცხლმა მოიცვა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის კლასიკურ მცდელობას, შთანთქოს სხვა ერის სუვერენიტეტი, რომელსაც უპირისპირდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი წინააღმდეგობა. საქართველო - ამაყი და ღირსეული ერია, რომელიც ნამდვილად ასეთია - უარს ამბობს რუსეთის წინაშე დაჩოქებაზე. ის უარს ამბობს გახდეს კიდევ ერთი გაღატაკებული, ბანაკი...

გახარია - მამაცი ქართველი ახალგა...

აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ გესმით მათი ხმა და მტკიცედ უჭერთ მხარს მათ ბრძოლას,- ასე მიმართა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ევროკავშირის წარმომადგენლებს. გახარიას თქმით, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. "როგორც ხედავთ, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.  ამ ახალგაზ...

„გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქ...

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც სანდუ აღნიშნავს, მან საუბრისას ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვის სოლიდარობა გამოხატა. "ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად.  მოლდოველებსა და ქართველებს აქვთ იგივე მისწრაფება მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირში", - წერს მაია სანდუ X-ზე.

ცაჰკნა - ქართველმა ხალხმა იცის, ...

ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. "საქართველოში ამ დილითაც, ისევ საგანგაშო სურათია. ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ პროტესტის უფლებას, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა",- წერს ცაჰკნა. შეგახსენებთ, ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებ...

კახა კალაძე მერიის თანამშრომელთა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება გასაკვირი არ ყოფილა.  ამის შესახებ კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიაში ბევრი ცვლილება იგეგმება.  "ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა",- განაცხადა კახა კალაძემ.  ...

კალაძე - ძალიან მალე საქართველოს...

ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას 4 კვირაში დაამთავრებს.  „სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც  მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი 4 კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალასი - ჩვენ ქართველი ხალხის, დ...

ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ,- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც კალასი აღნიშნავს, ევროკომისია მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს. "ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება",- წერს კაია კალასი X-ზე.

ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინი...

ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.  „ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უფრო მეტს ვერ გეტყვით ეს არის შიდა სამზარეულო, გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია.  ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის...

ირაკლი კობახიძე - ძალადობა მედიი...

ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა.  „კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს. ამ მიმართულებითაც გუშინ თავიდან იყო არიდებული ინციდენტები, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია. მაქსიმალურად ყველა იყო გაფრთ...