ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ალარ კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. "ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია", - წერს ზურაბიშვილი...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში. მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანა...
დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Politico აქვეყნებს. როგორც Politico წერს, მოიპოვეს კანონპროექტის ვერსია, რომლის მიხედვითაც, სანქციების სამიზნე პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავი ორგანოებიც გახდებიან. გამოცემის ცნობით, კანონპროექტი, რომელსაც სამხრეთ კაროლინის "რესპუბლიკელი" წარმომადგენელი ჯო უილსონი კონგრესში წარადგენს, ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს. როგორც...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, მის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, „რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო". „მე როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა, იმავე წამს, რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში, ვერცერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რ...
ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „ოპონენტები კანონის შესახებ დისკუსიას მაქსიმალურად გაურბიან". „ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, ეს არის კიდევ ერთხელ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთა...
უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პირველ კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 4 პროცენტით შემცირდა და 14 პროცენტი შეადგინა. „გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში არის 4 პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14 პროცენტი, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18 პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტი...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მაისს, საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა "ლა ტრიბუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "სასწორზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ რუსული გავლენისგან კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია". "ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად 2018 წელს ჩემი არჩევის მომენტიდან დამპირდა, რომ ის ჩამოვა. ეს სექტემბერში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს. სასწორზე მხოლოდ საქართველო არ არის, ეს კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია საბჭოთა მენტალიტეტისგან და რუსული გავლენისგან. აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვა...
ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, "პასუხგაუცემელია კითხვა - რა არის ცუდი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში და ასევე - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული". “სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მ...
საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ავრცელებენ. განცხადებაში, რომელიც მაკრონის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე აღნიშნულია, რომ გერმანია და საფრანგეთი საქართველოში შექმნილი სიუტაციით შეშფოთებული არიან. "ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ...
საქართველოს მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას. როთმა სოციალურ ქსელში მცირე განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას "შანსის გამოყენებისკენ" მოუწოდა. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "უცხოელი აგენტების" კანონს ვეტო დაადო. საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, მოდი, გამოვიყენოთ შანსი. არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად",- წერს როთი X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვ...
სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საქართველო დატოვა. ამის შესახებ ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. აქტივისტის განცხადებით, "მძიმე გარემოებების" გამო, ევროპაში გამგზავრება მოუწია. "სრულიად წარმოუდგენელი და მძიმე გარემოებების გამო, მომიწია ევროპაში გამოვარდნა. მიზეზს და ადგილს ჯერ ვერ გეტყვით, ვერც ქვეყანას",- დაწერა ფერაძემ "ფეისბუქის" გვერდზე. პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმებოდა სამოქალაქო აქტივისტის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავება და ფერაძემ საქართველო სწორედ ამ მიზეზით დატოვა. "ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრ...
"აქციებთან დაკავშირებით" კრიმპოლი ხალხს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს, მეც დამირეკეს, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. ჯაფარიძე საზოგადოებას ურჩევს, გამოკითხვაზე მოსამართლესთან ერთად, ხოლო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდნენ. "მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან "აქციებთან დაკავშირებით" მეც დამიბარეს გამოკითხვაზე არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მიდით ადვოკატთან ერთად თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ", - წერს ჯაფარიძე.
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. კობახიძე იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ. „ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო. აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებ...
მკვეთრად განვაცხადე, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, ახლა კანონი უკვე მიღებულია, თუმცა მისი პოზიცია არ შეცვლილა. "ამ ადგილას ვიდექი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად და გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ახლა როცა ეს კანონი მიიღეს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფიზიკური პირები რეგისტრაცასი არ ექვემდებარებიან, თუმცა "მაშინ როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს". „ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ...
ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ეუროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, რატომ წარადგინა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი მეორედ, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს აშკარა დაბრკოლებაა ევროპული მომავლისთვის, რადგან ამ მთავრობას, მმართველ პარტიას, არ სურს მისვლა იმ შედეგებთან, რაც მისაღწევია წლის ბოლომდე ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის შესრულებით“. „ეს კანონი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კანონი. მთელი თავისი შინაარსითა და ფორმით, ის წააგავს რუსეთის კანონს და არის აშკარა მცდელობა, დააშინოს არასამთავრობო სამოქალაქო ს...
ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. კახა კალაძემ ევროპელი მინისტრების ქმედებებს სამარცხვინო ფაქტი უწოდა. „ეს არის სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებული ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე ჩავიდეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ა...
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, მმართველ ხელისუფლებას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა. „რუსული კანონის განხილვის ეტაპზე კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებე...
ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებს შორის და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სიყვარულის გარშემო გაერთიანდეს". „ქრისტე აღსდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე;...
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. "მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ. ურთიერთგაგების მემორანდუმს...