ჰააგამ რუსეთის მიერ უკრაინაში გა...

პარასკევს, 17 თებერვალს, ნიდერლანდების მთავრობამ ჰააგში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საერთაშორისო საკომპენსაციო ორგანიზაციის - ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ. მათი თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს დამპყრობლების მიერ მიყენებული ზარალი უზარმაზარია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმების შექმნა, რათა რუსეთის ფედერაციამ გადაიხადოს ყველაფერი იმისთვის, რაც მან გააკეთა. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ზარალის საფუძვლიანი შეფასება და ამ მონაცემების შემდგომი გამოძიებისთვის დოკუმენტირება. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ სა...

ფინეთის პრეზიდენტი - ნატოში გაწე...

ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის ბედი თურქეთის ხელშია, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა. მისივე თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება მათი ნების გამოხატულებაა.  „ეს არის ჩვენი ნების გამოხატულება. თურქეთის პოზიცია ჩვენი ნების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის ხელშია“, - განაცხადა ნიინისტომ. შეგახსენებთ, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და მათ ქურთი ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

შოლცი - ყველაზე მნიშვნელოვანია ყ...

ბევრი ადამიანი იტანჯება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო და ამ სიტუაციაში უკრაინას უნდა გავუწიოთ მაქსიმალური დახმარება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ცალსახად განაცხადონ, რომ უკრაინას დახმარებას გაუწევენ იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს, ხოლო გერმანია თავის მხრივ მზად არის ყოველთვის იდგეს უკრაინის გვერდით. „მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე ომი სასტიკი და რუსეთის იმპერიალისტური მიდგომაა დაიპყროს მთელი უკრაინა ან მისი დიდი ნაწილი მაინც. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო და ამ სიტუაციაში უკრაინას უნდა გავუწიოთ მაქსი...

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძ...

მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ ინფორმაცია რომან გოცირიძემ პირად სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, მან ამ ეტაპისთვის თავისი შესაძლებლობები ამოწურა, მან წარმატება უსურვა "ნაციონალური მოძრაობის" გუნდს და მათ მხარდამჭერებს.  "მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.  მინდა წარმატებები ვუსურვო ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მის მხარდამჭერს.  მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის", - წერს გოცირიძე

ზელენსკი - უნდა ვიჩქაროთ, სიჩქარ...

უკრაინის ევროკავშირში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. უკრაინის ნატოში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ხალხი, ევროპა და თავისუფლება არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორებმა გადაწყვეტილებისა და მიწოდების საკითხებზე უნდა იჩქარონ, სწორედ სიჩქარეა ის, რაზეც დამოკიდებულია უკრაინელების სიცოცხლე. „უკრაინის ევროკავშირში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. უკრაინის ნატოში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ხალხი, ევროპა და თავისუფლება არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი. ჩვენ უნდა ...

ემანუელ მაკრონი - უკრაინაში მშვი...

 უკრაინაში მშვიდობა ვერ იქნება იქამდე, სანამ რუსეთი არ დამარცხდება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან რუსეთმა ომი და დანაშაულის ჩადენა აირჩია, სწორედ ამის გამო რუსეთი განწირულია, რადგან მისმა აგრესიამ უკრაინის სახელმწიფოებრიობა გააძლიერა. „დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, რადგან რუსეთმა ომი აირჩია. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განად და ომის დანაშაულის ჩადენა არჩია. რუსეთის შეტევა უნდა ჩავარდეს“, - განაცხადა მაკრონმა.

გახარია - დღეს ჩვენ გვაქვს შანსი...

ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა, სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომლებმაც დიდი ხნის წინ ევროპული მომავალი აირჩიეს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უპრეცედენტო შესაძლებლობა მიეცა, რომ გახდეს თანამედროვე ევროპის ნაწილი, რაც დიდი ხანია ქვეყნის მოქალაქეების სურვილი და მიზანია, და ნაცვლად იმისა, რომ საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანდეს ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო დისკუსია, საქართველოს უნდა ევროპა თუ არა ?, რითაც მან ფაქტობრივად უარი თქვა საზოგადოების მრავალსაუკუნოვან არჩევანზე.   მან დასძინა, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებაში წვლ...

21 თებერვალს უკრაინის, ნატოს და ...

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ხოსეპ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა ასეთ სამმხრივ ფორმატში. „მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ხოსეპ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად“, - განაცხადა მან. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში დილით გაიმართება. ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია 12:45 საათზეა დაგეგმილი. 

სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინა...

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ეს არის სწორედ ნატო-ს გზავნილი საქართველოსთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო. “საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ის გზავნილი გვაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ქცევის ნაწილია, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრით დაიწყო, მერე ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 1 წელია გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლ...

მაჭარაშვილი - ევროპარლამენტი აღა...

ამერიკული კანონის თარგმნის მერე აღარ იტყვიან, რომ რუსული კანონპროექტია და თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" მომზადებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა.  მაჭარაშვილი ასევე თვლის, რომ ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებების მოსმენა.  "შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია. ნათარგმნიც იქნება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არ არის რუსული კანონპროექტი. თუ მაინც...

კრამონი - სიტყვები არ მაქვს კობა...

სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად - სასაცილო და აბსურდია, რასაც ის ამბობს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას. როგორც კრამონმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდი შორდება იმ ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირი დგას, მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები კი, თანდათან უფრო რთულად გასაგებია. "სიტყვები არ მაქვს ირაკლი კობახიძის განცხადების შესაფასებლად. მან კარგად იცის, რომ რასაც ჩვენზე ამბობს, სიმართლე არ არის. კობახიძემ განათლება გერმანიაში მიიღო, სიტყვით გამოდიოდა დიუსელდორ...

Politico - ევროკომისიამ სანქციებ...

ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს ევროკავშირის სამმა დიპლომატმა განუცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავდაპირველად ევროკავშირის ქვეყნებს განუცხადა, რომ შეეცდებოდა სანქციების დაწესებას რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის მიმართ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიას მოუწოდა მინიმუმ სანქციების დაწესება რუსული ბირთვული ენერგეტიკული კომპანიის Rosatom-ის წინააღმდეგ. „სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ამ წინადადებაში“, - თქვა ევროკავშირის ...

ერმაკი - ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინე...

ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე მიდის სახლში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, მათ შორის კი 63 "აზოვსტალის" დანაყოფის მებრძოლია. "ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე მიდის სახლში. გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. მათგან 94 დამცველია. მარიუპოლის, მათ შ...

მარკ მილი - რუსეთ- უკრაინის ომი ...

ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და უბრალოდ არ მოხდება, რომ რუსეთმა უკრაინა დაიპყროს. მეორეს მხრივ კი, უკრაინას ძალიან გაუჭირდება ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსების გაძევება. „რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წე...

ელი კოენი - ისრაელი უკრაინის „მშ...

ისრაელი უკრაინულ "მშვიდობის ფორმულას"  მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ასევე მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ისრაელი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ გაეროს ფარგლებში მომავალ კვირას მხარს დაუჭერს “, - განაცხადა ელი კოენმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა პარტნიორებს. მისი ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს რუსეთის დასჯას უკრაინაშ...

კალიურანდი - მოვუწოდებთ საქართვე...

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, და არ არსებობს სურვილი, იმისა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. "ამ რეზოლუციას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ მიიღეს უდიდესი უმრავლესობით, თუმცა იყო ერთი შესწორება, რომელიც ეხებოდა ბატონ ივანიშვილს და რომელსაც მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ დაუჭირ...

მაია სანდუ - ნეიტრალიტეტზე უარის...

ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევების თანახმად, მოლდოველი ხალხის უმეტესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მართებს მსჯელობა თუ რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყნის დასაცავად და საერთოდ აქვს თუ არა რესურსი მოლდოვას დამოუკიდებლად მშვიდობის უზრუნველყოფის. „ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს....

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება.  ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში 14 თებერვალს გაემგზავრა.

დასავლეთი ცდილობდა, სააკაშვილის ...

დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები არ შეემჩნია, - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი სოციალურ ქსელში წერს. მიტჩელის განცხადებით, ბევრმა დასავლელმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ "უფრო მარტივია, გააგრძელონ ფიქრი" იმის შესახებ, რომ "მიშა დიდი დემოკრატი იყო". „დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები არ შეემჩნია. ბევრმა დასავლელმა ლიდერმა, იმის ნაცვლად, რომ დასვან კითხვა - როგორ დაუშვეს შეცდომა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტა, უფრო მარტივია, გა...

შესაძლოა, საქართველოს ევროატლანტ...

მიგვაჩნია, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს. როგორც ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი არა ამერიკულ ან სხვა რომელიმე, არამედ რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას ეფუძნება. "ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესახებ. ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, თუ რა შედეგები შესაძლოა მოიტანოს მან საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენი აღშფოთება საქართველოს ხელისუფლებას უკ...