გიგი უგულავა სააკაშვილის სასამარ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ესწრება. საქმის ადვოკატები სასამართლო პროცესის სხვა მედიასაშუალებებისთვის გადაღების უფლების მიცემას ითხოვენ. „როგორც ხედავთ, ოცამდე მედიამ მოგმართათ პროცესის გადაღების თხოვნით, მართალია საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს, თუმცა სხვა მედიას რატომ არ ეძლევა ამის საშუალება, არის გაუგებარი. სასამართლოს მიერ მოყვანილი კანონის საფუძველი არის ტყუილი, მაუწყებელს ანიჭებს უპირატესობას. შეგახსენებთ, რომ არაერთი პრეცედენტი იყო როდესაც რამდენიმე მედია აშუქებდა. ასევე, რაც კოვიდრეგულაციებზე&nbs...

მელია დაკავებულებზე: გამოჩნდა, რ...

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას თავისუფლების იდეის ეშინია და მზადაა, „მშვიდობიან აქციებს დაერიოს“. - ასე გამოეხმაურა ნიკა მელია აქციის მონაწილეების დაკავებას სოციალურ ქსელში. "დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ", - წერს მელია. ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან...

რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის პირველ სასამართლო სხდომას არ დასწრებოდა.  როგორც უწყებაში აცხადებენ, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას.  "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი...

ელენე ხოშტარია: ეს არის ისტერიულ...

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მე-9 დღეა შიმშილობს, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მიმდინარე დაკავებებს გამოეხმაურა.  მისი თქმით, ხელისუფლება ყოველჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელორუსის და რუსეთის რეჟიმთან, როდესაც უბრალოდ მშვიდად მდგომ ადამიანებს აკავებს.  "ისტერიული ხელისუფლება ყოველჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელორუსის და რუსეთის რეჟიმთან, როდესაც უბრალოდ მშვიდად მდგომ ადამიანებს აკავებს. ეს არის ისტერიული ქცევა პოლიციისა და ხელისუფლების მხრიდან. წარმოუდგენელი დიდია სია ადამიანების, ვინც დღეს დააკავეს. ვერ დააკავებთ ყველა ადამიანს, ვინც არიან უმრავლესობაში და არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თ...

ბოკერია - უმძიმესი ჭრილობაა ჩვენ...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის აშკარად დადასტურება იმისა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება.- ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისთვის უმძიმესი ჭრილობაა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი სააკაშვილთან მიმართებაში აკეთებს „უმძიმესი ჭრილობა არის ჩვენი დემოკრატიული ტრადიციისთვისა და ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს კერძოდ სააკაშვილთან მიმართებაში. ის კატასტროფული, უზნეო და ამაზრზენი საქციელი, მი...

პენიტენციური სამახური მიხეილ საა...

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება პენიტენციურმა სამსახურმა არ მისცა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ გლდამის N18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, პენიტენციური სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას რაიმე ფორმით არც კი განიხილავს. "პირველ საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არა თუ არ აპირებენ, პენიტენიცური სამსახური არც კი მსჯელობს, სხვა ფორმით ხომ არ მიიღ...

ანდრიუს კუბილიუსი – ხელისუფლება ...

დასავლეთი უკიდურესად  შეშფოთებულია ამ ხელისუფლების ნაბიჯებით და საერთო ტრაექტორიით. - ამის შესახებ ონალინ ფორუმზე ევროპარლამენტარტმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზას აშორებს. „ის, თუ როგორ ექცევიან  სააკაშვილს, როგორ გადაიყვანეს ის ციხიდან საავადმყოფოში ბადებს ეჭვებს, რა არის ხელისუფელბის საბოლოო მიზანი. უბრალოდ მეჩვენება, რომ ბევრი ქმედება და პროვოკაციია ოპოზიციის მიმართულებით. მმართველი პარტია ცდილობს ძალადობის პროვოცირებას. დასავლეთი უკიდურესად  შეშფოთებულია ამ ხელისუფლების ნაბიჯებით და საერთო ტრაექტორიით. წარსულში ჩვენ ვნახეთ მოქმედებები, რომლებიც ამ მთავრობის დასავლურ ხედვებს ეჭ...

ვაჟა სირაძე - სუს-თან აქტივისტებ...

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს.  დაპირისპირება პოლიციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ამ დრომდე გრძელდება. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ამ დროისთვის სამართალდამცავების მიერ 10-ზე მეტი პირია დაკავებული.  

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშ...

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში, ადვოკატებს ამ დრომდე პასუხი არ აქვთ. "ახლა შევალთ და ვიკითხავთ მიხეილ სააკაშვილი გადაყავთ თუ არა ამდრომდე ეს დაპირება არ მომხდარა. დაგვიიფიქსირეთ პოზიციია ხდება თუ არა სააკაშვილის გადაყავნა". - აცხადებს ბექა ბასილაია. ბასილაიას თქმით, იუსტიციის მინისტრის პირდაპირი დირექტივა იყო რომ პროცესი ციხეში ჩატარებულიყო. "რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივა ჰქოდა სასამართლოს წინაშე, რომ პროცესი ჩაეტარებინათ ციხეში. მათ არ სურთ საკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს სასამართლოს დარბაზიდან. " - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი. ამასთან ადვოკატი აღნიშნავს რომ, როგორც ელენე ხოშტარიასთან  დაკავშირებით სისულელე მოიგონეს,მსგავს ...

კელი დეგნანი: დაჟინებით მოვუწოდე...

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.  დეგნანის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა. "ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ ...

NGO- მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მო...

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას განვითარებული პროცესები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან. მათივე თქმით, არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს. "მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე მე-40 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა იმ  ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები დანამატების მიღება, რასაც ის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით იღებდა. მსჯავრდებულის ამ ...

ეს არის ყურადღების გადატანის მცდ...

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არარელევანტურ საკითხზე. "ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან ა...

ირაკლი კობახიძე - მოგვაწოდეს ინფ...

გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში შედგა 10 კაციანი თათბირი, სადაც პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი სეიოზულად განიხილეს.  "გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას შედეგი ვერ ექნება. მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სუს-მაც გაავრცელა ინფორმაცია. განსა...

ადვოკატი - სააკაშვილი 10-მდე სპე...

მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან კი ხელი ჰკრა. "მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ტანსაცმელი ბუნებრივია, აღარ გვაქვს. მისი პალატაში მოთავსები...

სახელმწიფო ინსპექტორი - სააკაშვი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  "სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწ...

ადვოკატი- სააკაშვილის ფიზიკური ...

სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება დგას რისკის ქვეშ, ადვოკატებსაც კი გვიწყობენ საშინელ ობსტრუქციას. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მათი სურვილი არის კრიმინალის ხელით  მიხეილ სააკაშვილი მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. "მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ პრეპარატებს, არანაირ მედიკამენტებს. ის მხოლოდ იღებს იმ აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. შესბამისად, ახლოვდება მდგომარეობა როდესაც ის გონებას დაკარგავს. სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. აქ არის  აბსოლიტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა, უფრო მეტიც აქ არის მიხეილ სააკაშვი...

ელენე ხოშტარია - თუ ჩემს სიცოცხლ...

დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკები არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც უკვე მე-7 დღეა, რაც პარლამენტის შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.  ხოშტარიას თქმით, გარკვეულ მედიკამენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ნდობით აღჭურვილი ექიმი ეტყვის, რომ სიკვდილის ზღვარზეა.  "მე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისრისკები არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგ...

უგულავა - ტელევიზორში ე.წ შუმოკი...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ამბობს რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარი იყო, რის მიხედვითაც გლდანის ციხესთან დაპირისპირება უნდა მომხდარიყო. უგულავას თქმით, ამ ბრძოლიდან სააკაშვილი აუცილებლად ცოცხალი გამოვა. "აქციამდე ზუსტად 2 საათით ადრე გააუქმეს პაემანი შვილებთან და დედასთან, გააუქმეს პაემანი ექიმთან, ვითომ მიიყვანეს კონსიულიუმი და სინამდვილეში მოტყუებით ეუბნებოდნენ, რომ კონსილიუმთან არ აპირებს შეხვედრას ამასობაში, მოატყუეს ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს ჩვენ ზღაპრები დაგვანახეს, რომ ვერტმფრენები დაფრინავდნენ ცაზე აი ეს რაღაც გიჟური სპეცოპერაცია დადგეს აქციამდე 2 საათით...

ლუკ კოფი – მიხეილ სააკაშვილის მი...

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა, – ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის კეთილდღეობა. „არ მიყვარს ჩემი საყვარელი საქართველოს შესახებ შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. იქამდე, სანამ ის დაკავებულია, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა. ის იმსახურებს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ლუკ კოფიმ.

სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ სა...

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება, – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსიკერმა, ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ამჟამად კავკასიის რეგიონში იმყოფება, რათა სამივე ქვეყანასთან განიხილოს ორმხრივი საკითხები. აშშ მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, გააგრძელონ და გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა, მათ შორის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით.