აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ: ძალიან მალე - „РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й“, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი აგენტებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. ოქრიაშვილის განცხადებით, კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში მისი არსებობა აწუხებს. "გუშინ, ბატონმა ირაკლი „გავრილოვიჩმა“ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა. ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა. მეორეს მხრივ, ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე - „РУ...
სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, EU-ში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. „თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს ნაცმოძრაობის მიერ მიტაცებული სამი ...
ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი საქართველოს სთხოვს. "დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ. ეს არის დემოკრტიის ...
პეკინი კონსტრუქციულ როლს ითამაშებს უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა. მისივე თქმით, ჩინური მხარე, ისევე როგორც ყოველთვის, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას. „ჩინური მხარე, ისევე როგორც წარსულში, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და ითამაშებს კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პუტინს განუცხადა, რომ პეკინი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ინდოეთს არ სურს G20-მა განიხილოს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის გამო, სანამ ქვეყანა დომინირებს ბლოკში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ინდოელი დიპლომატის თქმით, ქვეყანა არ არის დაინტერსებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. "ინდოეთი არ არის დაინტერესებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით ან მხარდაჭერით. რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. სხვა ოფიციალურმა პირმა თქვ...
ესპანეთი უკრაინაში გერმანული Leopard 2-ის ტიპის 6 ტანკის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი SkyNews ავრცელებს. დღეს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ესპანელ პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამომავლოდ უკრაინაში შესაძლოა, რომ კიდევ უფრო მეტი ტანკი გაიგზავნოს. ამასთან ერთად 11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.
სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დაბულინგებულ მდგომარეობაშია და განიცდის ტერორს პენიტენციურის მხრიდან, შესაბამისად კლინიკა "ვივამედი" ცდილობს შექმნას მტკიცებულება, იმისა, რომ თუ სააკაშვილი გარდაიცვლება თქვან, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. "სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ის გარდაიცვალა და შესაბამისად, კლინიკამ იცის ეს ძალიან კარგად. ის არის დაბულინგებული, ტერორის ქვეშ [...
ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. რომის პაპი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ უკრაინაში მისი შეჭრა იძულებითი და "სპეციალური ოპერაციის" ნაწილი იყო, მან ასევე დაგმო რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობები და სხვა ჩადენილი სისასტიკეები. მან დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. "ერთი წელი გავიდა ამ აბსურდული და სასტიკი ომის დაწყებ...
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. „უკრაინის რადამ სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია 24 თებერვალს ომის წლისთავის აღსანიშნად და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ცნობილია „რუსულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ მოწვევაზე, ამის საპირისპიროდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს ჩავალთ უკ...
ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში, რის გამოც, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს. "ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხები შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. აქედან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ ეს ა...
პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია - ამის შსახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას. „პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი სხვა მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოს პ...
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, კიშინიოვში გამართულ სესიაზე, „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდო...
გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო დუდა, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე, ისევე როგორც, არ არსებობს თავისუფალი ევროპა თავისუფალი უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, პოლონეთი, პარტნიორები და ყველა ის ადამიანი, რომელიც აფასებს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს ერთიანი ძალისხმევით შეძლებენ რუსეთთან გამარჯვებას. "გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო დუდა, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე, ისევე როგორც, არ არსებობს თავისუფალი ევროპა თავისუფალი უკრაინის გარეშე. ჩვენ ერთად ვიცავთ თავისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ! უკრაინა, პოლონეთი და ...
რუსეთმა პირობა დადო, რომ შეასრულებს ბირთვული ქობინებისა და ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის შეზღუდვების სტანდარტს, მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაწყვიტა ხელშეკრულების შეჩერება. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი საკითხს პასუხისმგებლობით უდგება და აპირებს დაიცვას შეტევითი იარაღის რაოდენობრივი შეზღუდვები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ ხელშეკრულება START-ის შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება შექცევადი იყოს, თუ ვაშინგტონი გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და გამოიჩენს კეთილსინდისიერ ძალისხმევას დეესკალაციისთვის, რაც შექმნის პირობებს ხელშეკრულების სრული ფუნქციონირების აღდგენისთვის. „ბირთვულ სარაკეტო სფეროში პროგნოზირებადობისა და სტაბილურო...
აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. "აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ...
ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 2008 წლის ომი გამართლებული და პროვოცირებულია, სრული სიცრუეა. "ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. მართლა ფიქრობთ, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი პროვოცირებული და გამართლებული იყო?", - წერს ფოტიგა.
მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ თავის მხრივ შეერთებული შტატების უკრაინისადმი დახმარება ურყევი რჩება. „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება“, - განაცხადა ბაიდენმა.
რუსეთის განცხადება, რომ ის აჩერებს მონაწილეობას, ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლოა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები დააკვირდება, რუსეთის ქმედებებს და მიიღებს ყველანაირ ზომას, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეერთებული შტატების და მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება. "ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რას გააკეთებს სინამდვილეში რუსეთი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, სათანადო მზადყოფნაში ვიქნებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებ...
რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორების უკრაინისადმი მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან თუ უკრაინა დამარცხდება ეს იქნება საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. "რუსეთს არავინ ესხმის თავს, აგრესორი თავად რუსეთია. უკრაინა ამ აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის. ის ემზადება მეტი ჯარის, მეტი იარაღის გაგზავნისთვის უკრაინაში. ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რა...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატის დაბარება, კიევის რეჟიმის მხარეს საომარ მოქმედებებში შეერთებული შტატების მზარდ ჩართვას მოჰყვა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებით და სამხედრო პერსონალით ამარაგებს, რათა იერიში მიიტანონ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს პირდაპირ ადასტურებს შეერთებული შტატების განცხადებების სიცრუეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები არ არის კონფლიქტის მხარე. ვაშინგტონს&nb...