ჯო უილსონი დემონსტრანტებზე - საქ...

ზედიზედ 105 დღეა, არაჩვეულებრივი ქართველი ხალხი გამოდის ქუჩებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, უარყოფს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამყიდველი რეჟიმის მაფიოზურ კორონაციას, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ მათი მტკიცე სიყვარული და დაცვა ამაო არ იქნება“, - აცხადებს უილსონი.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქ...

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული. კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) ავტორობით წარდგენილ კანონპროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი, კონგრესმენი ტომ სუოზი (დემოკრატიული პარტია) შეემატა, რითაც თანასპონსორების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სუოზის გარდა, თანასპონსორები ასევე არიან: რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, და დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა. ცნობისთვის, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, “რომელსაც ხელმძღვანელობს ...

ლავროვი - რაც ტრამპის ადმინისტრა...

მოსკოვს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე, მაგრამ ის, რაც რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან დღემდე მოისმინა, ზოგადად, დამაიმედებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა გარანტირებული უნდა იყოს. შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც აქამდე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ზოგა...

მიხეილ სააკაშვილი - მე ვაგრძელებ...

ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. მან დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო, ამ ფულით კი „ვერც ტრამპს გაუმასპინძლდებოდა და ვერც ჰილარი კლინტონს“ და ეს ყველაფერი საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები იყო. „ძალიან კარგად გვესმის რა საქმე იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რომელიც იმ რუსული...

შალვა პაპუაშვილი - უკრაინას დღეს...

საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი წელი ვართ და ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა - ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო! უკრაინას ხომ შესთავაზეს ზურგი, მაგრამ ვნახეთ, როგორ ივარგა ამ ზურგმა 1994 წელს, როცა უკრაინას ბირთვული იარაღი დაათმობინეს! ან სად არის 2022 წლის თებერვალში მიცემული ზურგი?! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მათ სხვებისთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო დღეს მგლოვიარე და უკრაინის მსგავსად, განადგურებული ქვეყანა იქნებოდა. „3-ათასი წელი ამ პირობებში ვართ. ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცე...

საია - 2025 წლის 8 მარტს საქართვ...

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, 2025 წლის 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება. საიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმას. ყოველწლიურად 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მამაკაცთა და ქალთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.  სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუ...

საბა ბუაძე - ლაზერით განათდება ყ...

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, მისივე თანაპარტიელების დაკავების ფაქტს სამარცხვინო და უღირს საქციელად აფასებს.  ამ ლაზერით აუცილებლად განათდება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საქართველოს მომავლის დასამარებაში მონაწილეობს და თუნდაც თავისი ამ პატარა სამარცხვინო ნაბიჯით ცდილობს, რეჟიმს ასიამოვნოს და წაიღოს ის ლაზერი, რომელიც ამ პროტესტის 100 დღეს განასახიერებს, პროტესტის მედეგობას და მდგრადობას განასახიერებს. პროტესტი და სახალხო წინააღმდეგობა არის ის, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, უღირსს და კომიკური სახის მქონე რეჟიმს". - განაცხადა საბა ბუაძემ.  შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გ...

ჯინ შაჰინი - უკანონოდ დაკავებულე...

გრძელდება ჟურნალისტების, როგორიც მზია ამაღლობელია, უკანონო დასჯა „ქართული ოცნების“ მიერ, უკანონოდ დაკავებულები ახლავე უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „გრძელდება ჟურნალისტების, როგორიც მზია ამაღლობელია, უკანონო დასჯა “ქართული ოცნების” მიერ. დღეს ზედიზედ მე-100 დღეა რაც საქართველოს პრო-დემოკრატიული დემონსტრანტები ქუჩაში გამოდიან - უკანონოდ დაკავებულები ახლავე უნდა გათავისუფლდნენ”, - წერს შაჰინი.

ჯო უილსონი - ზედიზედ 100 დღეა მა...

ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, ამერიკა იმოქმედებს! - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და მყარად დგას იმის მიუხედავადაც, რომ რეჟიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რეპრესიასა და ტირანიაში. ამერიკა იმოქმედებს! #MEGOBARI. თვალყური ადევნეთ,” - წერს უილსონი.

უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს რუ...

უწყვეტი პროტესტის მე-100 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ.  საზოგადოება კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნებს მოქალაქეები უკვე 100 დღეა უწყვეტად აჟღერებენ.

სალომე სამადაშვილი - საქართველოს...

საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანზიტო შესაძლებლობებს, რათა მართლაც მდიდარი რესურსები, რომელიც არსებობს დღეს ცენტრალურ აზიაში საქართველოს გზით გავატაროთ და მივაწოდოთ დასავლურ ბაზრებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ის, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, რათა გადატვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას, რომელიც ამერიკი...

კახა კალაძე - გიორგი ბაჩიაშვილს,...

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, სად იმყოფება და როგორ გადაკვეთა საზღვარი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა.  „მე არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, შესაბამისად, ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა“, - განაცხადა კალაძემ.  4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით,  ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები“ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბაჩიაშვილმა არ და...

ევროკავშირის პრესსამსახურის ოფის...

ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე.- ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. “ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამო...

შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ...

სადაო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ "ქართული ოცნების" კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან, რომ ის საქართველოს რეალურ ინტერესებს იცავს და ომში ჩართვას არ აპირებს. პაპუაშვილის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა ავტორიტარული იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მშვიდობიანი პოლიტიკის გამო სანქციებს უწესებენ.   „პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქც...

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო და...

გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ფეისბუქზე წერს.  ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.  უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერტადერთი საღი გამოსვალია ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანო...

მობილურებში დაცული ინფორმაციის წ...

შსს-ს შემდეგ მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველ მოწყობილობებზე 4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც აფორმებს. ხელშეკრულება ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-სთან გაფორმდება და მისი ღირებულება 4,134,720 ლარი იქნება. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა შპს "ქომუნალ ტექნოლოჯი"-სთან, რომელიც საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Cellebrite-ის სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსისა და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის. "შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს კომპანია „Cellebrite“-ის წარმოების აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფების პ...

ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარა...

ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 თებერვალს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკარაგუის რესპუბლიკაში, ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველ-წ...

გიორგი სიორიძე - გურიაში თოვა შე...

თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. ასევე მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები სტიქიის ზონაში ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან. „მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ - მერიაში, ცი...

პროტესტის 92-ე დღე

უწყვეტი პროტესტის 92-ე დღე. რუსთაველისგამზირი, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებაა.

სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სტიქიის ზონაში ჩასულ მოხალისეებს ღირსების ორდენი მიენიჭოთ. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ზოგი“ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხვდა". პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძე და მის ოჯახს, რომელიც სტიქიის ზონაში ქალბატონს მედიკამენტებით დაეხმარა.  მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არაუშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლეებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალი...