მდინარაძე კობახიძისთვის მიწვევის...

უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს "ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლია წყალწაღებული ოპოზიციისთვის". "ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია, მთლად გონივრული, ან თუნდაც შედეგიანი სვლა. სთხოვა ვინმემ? - არა! უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებულ...

„სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ასეთი ქცევა აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაა". მანვე ბაიდენის ადმინისტრაციას სტუმარ-მასპინძლობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის "ქართველი ხალხისგან მაინც ესწავლათ". "კი, როგორც მე ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია უკვე. რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა ერთ დღეს, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. უბრალოდ, არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი ქცევა. და უპირველეს ყოვლი...

„ამერიკის ხმა“ - ჯო ბაიდენის მიღ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს დაგეგმილ ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურ პირსა და კონგრესიდან კიდევ ერთი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. აღნიშნულზე "ამერიკის ხმასთან&qu...

ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამე...

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს თავმჯდომარესთან, მის მოადგილესთან, ცესკოს მდივანთან და წევრებთან გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს.   "გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.  "საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.  ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით, ...

ისრაელის საელჩო საქართველოში - ი...

"ჰეზბოლა" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმას უწყვეტად ანხორციელებს. ამის შესახებ ისრაელის საელჩო საქართველოში წერს. როგორც ისრაელის საელჩოში აღნიშნავენ, ისინი არ დაუშვებენ "ისრაელელების დატერორებას ჰეზბოლას, ან ირანის სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ". "ეს არის რაც დღეს ისრაელში ხდება: ჰეზბოლას უწვეტი სარაკეტო თავდასხმა ლიბანიდან. ჩვენ არ დავუშვებთ ისრაელელების დატერორებას "ჰეზბოლას", ან ირანის სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ", - წერს საელჩო. 

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქა...

30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში და ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე დაჰყონ. "უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინი...

შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ნათე...

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ეწინააღმდეგება. "წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია...

კობაძიძე - სანქციების გზით ბიძინ...

გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც  განწირულია წარუმატებლობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, სანქციების გზით ბიძინა ივანიშვილს აიძულებენ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. "გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში ორი მილიარდი აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც ...

ზურაბიშვილი - „ოცნებისა“ და ივან...

"ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე ცხადად ხდება პრორუსული, პრო აღარ არის, ეს უკვე რუსულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიისას არაფერი გაუკეთებია, "აქა-იქ ფულის დარიგების გარდა". "ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე, უფრო და უფრო ცხადად ხდება პრორუსული. პრო აღარ არის, ეს უკვე არის რუსულობა, ყველაფრის დათმობა, რაც მთავარი არის ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც წინასაარჩევნო კამპანია...

კობახიძე - საქართველო მზადაა, სა...

"მომავლის სამიტი" უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "მომავლის სამიტზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში იმართება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. "სამი წლის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა "მომავლის სამიტის" ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს ეს ხედვა რეალობ...

გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“...

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, გახარიამ ქარტიის დოკუმენტს პრეზიდენტის სასახლეში ხელი დღეს მოაწერა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" 26 მაისს შესთავაზა. 

კალაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩე...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მედიასთან განაცხადა.  მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება.  „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას". ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე და არ უარყოფს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება...

ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ყველაფრ...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები, თუ რომელი პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ ვისთან გაერთიანდება, „გარედან მიიღება". როგორც კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ გაერთიანების შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული პროცესი ერთ-ერთი საელჩოდან იმართება".  „ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთი...

როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელ...

მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” მიმართ "ნდობა სრულად დაკარგული აქვს". “მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-...

ივანიშვილმა მთავრობა იზოლაციაში ...

ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში,- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს. ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო იზოლაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდება. "ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. და როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ...

გია ხუხაშვილი - კობახიძე ისრაელი...

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ ირაკლი კობახიძე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად შუამდგომლობას ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს. გია ხუხაშვილის "ფეისბუქ" პოსტს "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან: საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად. ...

ზახაროვა - რუსეთი არ მიიღებს მონ...

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას "მეორე სამშვიდობო სამიტში", რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვამ უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება "რუსეთისთვის კაპიტულაციის ულტიმატუმის წაყენების" განზრახვაში დაადანაშაულა. "რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას "ბურგენშტოკის პროცესის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებში", - განაცხადა ზახაროვამ.

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში", რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. "დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაი...

„ამერიკის ხმა“ - აშშ-მა ივანიშვი...

ამერიკის შეერთებულ შტატებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" აშშ-ის მაღალი თანამდებობის ორი პირსა და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ. "აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, - განუმარტავს ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო „ამ...