თავდაცვა - საქართველომ „ბუკ“-ის ...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.  მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ ...

ბენ ჰოჯესი - ქართველი ხალხის გად...

არ არსებობს საქართველოსთვის რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ჰოჯესისთვის, რომელიც თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონიძიებას ესწრება, ნათელია, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქართველი ხალხის ნებას შორის დიდი სხვაობაა. "საქართველოს მსოფლიო რუკაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია. ვერ ვხვდები, საქართველოს მთავრობა რატომ იკრავს ხელ-ფეხს. ვერ ვხედავ პოზიტიურ შედეგებს საქართველოსთვის, რომელიც არ იკავებ...

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებ...

რუსმა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთში უკრაინის უმაღლესი რადას ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს. ლუბინეცმა ასევე ადრე განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა იანვარში შედგეს. იგეგმებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მიყენებული მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა. "ვადასტურებ, რომ ვგეგმავ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გერმანიის ელჩი - საქართველოს მთ...

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება  სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია.", ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია. მან დასძინა, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ.  "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება  სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების ...

უკრაინის უშიშროება - ლიმანიდან უ...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევისას დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და ქალები გააუპატიურეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ მოისმინეს რუსების ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი, რომელიც დოკუმენტირებულია და მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპანტებმა მაქსიმალური სასჯელი მიიღონ ყოველი დანაშულისთვის "როდესაც ჩვენ ლიმანი ჩავაბარეთ, რუსმა სამხედროებმა ყველა დაჭრეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს. ხოლო ვინც შედარებით ახალგაზრდა იყო, წაიყვანეს. ქალები, ახალგაზრდები: ყველა სცემეს, დაჭრეს, დახვრიტეს" - ამბობს რუსი...

რებეკა ჰარმსი - წარმოუდგენელია, ...

"წარმოუდგენელია რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ გაუცია სააკაშვილის შეწყალება, რაც მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს", - ამის შესახებ გერმანიის ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსები მიდიან იმ რისკზე, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. “წარმოუდგენელია რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ არ გაუცია სააკაშვილის შეწყალება, რაც მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემს. წარმოუდგენელია, რომ ქართველი პოლიტიკოსები მიდიან იმ რისკზე, რომ პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს.” - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

ვოლსკი - კასიანოვი თავადაც არაად...

“კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...”, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს.   ვოლსკიმ დასძინა, რომ კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და ილუზიაა, ის რომ უკრაინამ საქართველოს რაიმე უფასოდ გადასცა. “კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადე...

იანუშევიჩი - რუსეთის ფედერაციამ ...

9 იანვარს რუსული ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფომაციას Suspilne რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა. "რუსეთის ფედერაციამ ხერსონის საცხოვრებელი კვარტალი არტილერიით დაბომბა, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავებულია და მკურნალობას საავადმყოფოში გადის" - განაცხადა იანუშევიჩმა.

ვოლსკი - სააკაშვილი თავად იმსახუ...

სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, მაგნიტსკის ახალი სიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებებს. ვოლსკის თქმით, ექსპრეზიდენტს, რომელიც სადისტური მმართველობის ავტორია, უტოლებენ ადამიანს,[სერგეი მაგნიტსკის] რომელიც "რეჟიმმა მართლა აწამა". "პირველი რაც მინდა ვთქვა - სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო ...

კასიანოვი - უკრაინამ საქართველოს...

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყ...

ჩემი თხოვნაა, ადგილობრივ ქართულ ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. როგორც მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". "ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, ოღონდ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს, არის და...

პოდოლიაკი - უკრაინა საქართველოს ...

უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ - თუ გინდათ, პირდად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მმართველი პარტია, რომელიც ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად აწამებს და რომელსაც რუსეთი ძალიან მოსწონს, ისტორიაში შავი ასოებით არ ჩაეწეროს. "უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ. ექსპრეზიდენტის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. საქართველოს ისტორიისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მ...

პაპუაშვილი - არ მაქვს მოლოდინი, ...

“მე არ მაქვს არანაირად [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო.”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ვინც ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას, ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. "მე არ მაქვს არანაირად [ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების] მოლოდინი, ვინაიდან ვიცი მისი პოზიცია რაც მან არაერთხელ გააჟღერა და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს, რომ ის პოზიცია შეცვლილიყო. ის თავად გახლდათ, თვითონაც აღნიშნა, იმ პროტესტის მონაწილე, რომელიც სწორედ ეხებოდა გირ...

მე-15 კენჭისყრის შედეგად აშშ-ის ...

"რესპუბლიკური პალატის" წარმომადგენელი კევინ მაკარტი, პალატის სპიკერად ისტორიულ მე-15 კენჭისყრაზე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. კევინ მაკარტმა გამარჯვება 212 ხმით მოახერხა, ხოლო მისმა დემოკრატმა ოპონენტმა ჰაკიმ ჯეფრისმა კენჭისყრის შედეგად 216 ხმა მიიღო. „მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, მთავარია არა როგორ იწყებ, არამედ როგორ ამთავრებ“, - განაცხადა კევინ მაკარტმა გამარჯვების შემდგომ. ცნობისთვის, ეს კონკრეტული არჩევნები კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.  

ზელენსკი - ვულოცავ მილიონობით უკ...

გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საშობაო მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელი ხალხი სად იქნება, სადაც არ უნდა იყვნენ იქნება ეს სახლი, სამსახური, სანგარი თუ რაიმე სხვა, მათი გამარჯვების რწმენის იდეა ერთიანია. მან დასძინა, რომ გაუფრთხილდეს თითოეული ადამიანი საკუთარ თავს და ოჯახებს, და ამასთან ერთად გაუფრთხილდეს უკრაინას. "გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირ...

აშშ უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ...

მადლობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფუნდამენტურად ახალი იარაღისთვის, კერძოდ, ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და საზენიტო რაკეტებისთვის. კერძოდ, ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და საზენიტო რაკეტებისთვის. ეს ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის არმიას ბრძოლის ველზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი პაკეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო შესანიშნავი საშობაო საჩუქარია. მან დასძინა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად საერთო გამარჯვება ახლოვდება. „ მადლობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფუნდამენტურად ახალი იარაღისთვის, კერძოდ, ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და საზენიტო რაკეტებისთვის. ეს ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის არმია...

500 დღეა ლაპარაკია, რომ სააკაშვი...

თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ უკვე ცხედრის სუნი ასდის და ფერი შეიცვალა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ეს ყველაფერი სიმულაციაა". "თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; არის ლაპარაკი იმაზე, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ მან ფერი შეიცვალა, რომ იგი გონებას კარგავს. მაქვს საფუძველი, გამომდინარე მთელი რიგი ასპექტებიდან, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვ...

საქართველოს მიერ უკრაინაში გაგზა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. "აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს. უკრაინაში საქართველოს სა...

ალასანია - გვაქვს საგანგაშო მდგო...

გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს ვივამედის კლინიკაში სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი, დაკარგა გონება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს  მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა იყო გონების დაკარგვის გლდანის ციხის შემდეგ, დღეს კი ძალიან გაუჭირდათ მისი მოსულიერება, რაც შეეხება მესამე შემთხვევას, ის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და დასრულდეს ფატალურად. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, იქნება სახელმწიფოს გარდაცვალება და დემოკრატიის წელში გადატყდომა. "გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს ვივამედის კლინიკაში სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი, დაკ...

პუტინმა უკრაინის ტერიტორიებზე 6 ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიებზე 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, აქედან გამომდინარე მათ უნდა მიეცეთ საშუალება დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს. "იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს", - ვკითხულობთ კრემლის საიტზე.