რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მი...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" პოლიტიკურ სპექტრში "არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია".  როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირულები". "ქარტიის შემქნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია, ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს ...

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური ...

"ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ი მზად არის, "ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს". "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება! ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება პარტიული არჩევნები, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს. ამიტომ, ჩვენ ყველა ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს, ფაქტობრივად, გვერდით იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხალხს.  ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის,...

ირაკლი კობახიძე - სანქციებზე საუ...

სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტებზე მისულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, ტყუილია.  „აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით",- განაცხადა კ...

პრემიერი - ძალიან სამწუხაროა, რო...

ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, გერმანიის ელჩი, რომელიც „ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე". „ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს" საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ...

პაპუაშვილი - დღეს, საპარლამენტო ...

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პაკეტი ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება. "დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – "ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში,...

მილერი - გამოვაცხადეთ სავიზო შეზ...

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. მილერის თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ". "საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. ჩვენ გამოვაცხადეთ სან...

პრეზიდენტი - ანაკლიაში ჩინელების...

ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ჩვენ ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, "ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, ზოგი აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იქნებოდა". "ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, ზოგი აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქცი...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტ...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა სიას ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული სიით ირკვევა, „ქართულ აქტს“ ხელს 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს. ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა: "საქართველოს მწვანეთა პარტია" - გია გაჩეჩილაძე  "სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია  "დროა" - ელენე ხოშტარია "გირჩი - მეტი თავისუფლება" - ზურაბ ჯაფარიძე  "ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია "კანონი და სამართალი" - თაკო ჩარკვიანი  "ლელო საქარ...

როიტენი - „ქართულმა ოცნებამ“ საქ...

ევროპარლამენტარი თიის როიტენი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ხელის მოწერის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც როიტენი აღნიშნავს, "საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს". "ქართულმა ოცნებამ" ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს", - წერს როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, პარ...

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოვ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ,  პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. "სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულ...

ხაზარაძე - პარტია „ლელო“ „ქართულ...

პარტია "ლელო" უერთდება [ქართულ] ქარტიას, ეს ქარტია არის პრაქტიკულად ადამიანების და პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელო" იქნება ყველგან სადაც იქნება "ერთობა და არა ერთიანობა". "პარტია "ლელო" უერთდება ქარტიას, ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი და ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს. პარტია "ლელო" იქნება ყველგან, სადაც ერთობა...

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენ...

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" აწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ამ დროისთვის "ქართულ ქარტიას" ხელი უკვე მოაწერეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ახალის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "დროას", "მოქალაქეების", "რესპუბლიკური პარტიის", "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შე...

კალაძე - ძალადობას ყოველთვის მოს...

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ასევე ოჯახებში მივარდნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კითხვაზე, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას იმით, რომ დღემდე არ არიან ოპოზიციონერებზე თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები და დაკავებულები, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ასევე მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ფიქსირდება პარლამენტის დეპუტატების მიმართ".  „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე; სადარბაზოებში შესვლა და მოხატვა...

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლე...

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია - თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან". „დღეს ხელი მოვაწერე კანონს  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმა...

მიხეილ სააკაშვილი - მზად ვართ, ჩ...

ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, "ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს". "ნაციონალურ მოძრაობას" მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ, რამდენი რეიტინგები აქვს ყველა პარტიას და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს... ნახევარი ჩვენი, რა რეიტინგიც დაჯდება წინასწარ, კვოტები გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა",- თქვა სააკაშვილმა. 

პრემიერი - „გამჭვირვალობის კანონ...

„გამჭვირვალობის კანონის" მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო განვითარებული პროცესებზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონის მიღება „მით უმეტეს არ უნდა იყოს განხილული საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად". „გამჭვირვალობის კანონის" მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება, კანონის მიღება ...

ხაზარაძე - ღარიბაშვილო, პენსიონე...

ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად, ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ! - ასე მიმართავს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს. ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს "ყველა დანაშაულზე პასუხი  კანონის სრული სიმკაცრით" მოეთხოვება. "თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავში...

ირაკლი ღარიბაშვილი - რა ქარტიაზე...

ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ადამიანებმა, რომლებიც ზურაბიშვილის "ირგვლივ არიან გაერთიანებული, თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით". "რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ახალ როლს, ეს არის მისი როლი, ეს მას თავად არ შეურჩევია, ეს როლი განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქ...

ირაკლი ღარიბაშვილი - კანონზე ნუღ...

კანონზე ნუღარ ინერვიულებთ,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილმა თელავში კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივსთან შეხვდრის შემდეგ თქვა, უნდა დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის. "კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული, მოემზადეთ არჩევნებისთვის, წყნარად იყავით",- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი - ბოლო პერიოდში...

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის" მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის „სირცხვილია" წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ".      როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს". ...