ოქრიაშვილი - ეს არ არის საბოლოო ...

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას.  როგორც ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მთავარ მოთხოვნად აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება რჩება. "არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვ...

ლინკევიჩუსი - სამოქალაქო საზოგად...

სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ლინკევიჩუსი მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას მიესალმება და მას პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებს.  "მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს&q...

გახარია - დადგა დრო, ყველამ გააკ...

მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას.  როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებამ და შემდეგ უკან გაწვევამ ყველას დაანახა, რომ ქვეყანა "ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით" იმართება. "მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ...

ლექსმანი - იყო ეს ყველაფერი საჭი...

მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს, "ამ საზიანო ეპიზოდში" მმართველი პოლიტიკური პარტია "ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა" აღმოჩნდა. "მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება და საზოგადოების შემდგომი პოლარიზაცია? ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა", - წერს ლექსმანი Twitte...

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, პარლა...

ოპოზიცია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმურება და საქართველოს პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე მორიგ აქციას ააანონსებს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, უმრავლესობამ უნდა განმარტოს, როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას და ამასთან ერთად, შეასრულოს მოთხოვნა აქციებზე დაკავებუილების გათავისუფლების შესახებ. "დღეს ვუყურეთ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" გახდა იძულებული, ორი მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა. .. დღეს აუცილებლად იქნება აქცია იმიტომ, რომ უამრავი ახალგაზრდაა, რომელსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნება...

ევროკავშირის წარმომადგენლობა მმა...

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი  წერს.  წერილში აღნიშნულია იმ 12 პრიორიტეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღწევისთვის სჭირდება.  ''მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით'', - ნათქვამია ევრ...

საპარლამენტო უმრავლესობა - მივიღ...

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო „ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. უმრავლესობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფიღად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანასა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევას ასახელებს. "საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლ...

ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში აქ...

უსაზღვრო მამაცობაა, - ასე ეხმაურება  ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში მიმდინარე მოვლენებს. რასმუსენი განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ''ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს. უნდა ვიყოთ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის”, - წერს რასმუსენი Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან 7-8 მარტს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე აქციაზე მ...

სპეცრაზმა რუსთაველის გამზირი აქც...

რუსთაველის გამზირზე რობოკოპებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები საბოლოოდ დაშალეს. მომიტინგეთა დევნის ოპერაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" დაიწყო, გზად პოლიციელებმა დაიწყეს მოქალაქეების დაკავება, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით დაკავების ფაქტებიც იყო. აქციის მონაილეთა დაკავება ასევე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის პარალერულ ქუჩებზეც. სპეცრაზმმა გაარღვია და აიღო ბარიკადებიც, რომელიც მანამდე პროტესტის მონაწილეებმა აღმართეს სხვადსხვა ნივთის, მათ შორის საზოგადოებრივი სკამებისა და ნაგვის ურნების გამოყენებით. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც მათ პოლიცია თსუ-სკენ მსვლელობის დროს წამოეწია. მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ...

სპეცრაზმა რუსთაველზე აქციის მონა...

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას კვლავ ცდილობს. სპეცრაზმი მომიტინგეების მისამართით იყენებს წყლის ჭავლს. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ფორმიანები შევარდნენ და რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაათრიეს. 04:00 საათის მდგომარეობით სასტუმრო "თბილისი მერიოტის" და რუსთაველის თეატრის წინ, სამართალდამცველებმა ისევ გაუშვეს წყლის ჭავლი და მხუთავი აირი. ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლესია უკრაინკას ქუჩებზე, სამართალდამცველები გაზის შაშხანებს ისვრიან. წლის ჭავლის სპეცტექნიკა, წინ მეტრო რუსთაველისკენ მიემართება და გზად საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს. ამასთან რამდენიმე წუთია რობოკოპები უშვებენ ცრელმსადენი და მხუთავი გაზის გაშვებას არ წვე...

ვაშაძე - ორივე მხრიდან დავიძრათ ...

შემდეგი ნაბიჯია - ორივ მხრიდან დავიძრათ პარლამენტს გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურა.  ვაშაძემ ასევე მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.  "სამწუხაროდ, მხდალები და ლაჩრები იმალებიან, არავინ არ გამოდის კონტაქტზე. ისინი ცდიან ჩვენ გამძლეობას. ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ, არის ძალიან მძიმე ბრძოლა და არ უნდა დავიღალოთ. შენ ხელისუფლება, როცა ასი ათასზე მეტ ადამიანს არ ელაპარაკები, არაფრის ღირსი არ ხარ. შემდეგი ნაბიჯია - ორივ მხრიდან დავიძრათ...

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტ...

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარა. აღნიშნულ ინფორმაციას ესტონური გამოცემა Delfi ავრცელებს.  ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირის, ურმას რეინსალუს განცხადებით, კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმეგება, რის გამოც, მინისტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ის პარლამენტიდან გაიწვიოს. „საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ. კანონი საქართველოს მთავრობის სურვილს, სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეწინააღმდეგება. ეს ასევე ეწინააღმდეგება ევროპულ ...

კანონის უკან გახმობა და დაკავებუ...

დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა დაკავებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებას აღნიშნული ორი მოთხოვნის შესასრულებლად 1 საათი აქვს. "ჩვენი მოთხოვნა შედგება ორი საკითხისგან: პირველი - დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან; მეორე - ყველა დაკავებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.  ჩვენ ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთი...

„არა რუსულ კანონს“ - ​პარლამენტთ...

არა რუსულ კანონს! - საქართველოს პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც. მოქალაქეები, რომელიც რამდენიმე დღეა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, ამბობენ, რომ სამართალდამცავების ძალის გამოყენების მიუხედავად, გამოსვლას არ შეწყვეტენ.  ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კ...

პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოურ...

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. როგორც პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს წერილში წერს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო მოწადინებულია, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. „საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი სა...

ოქრიაშვილი - „ოცნება“ რუსეთიდან ...

„ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა!, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება.  მისი თქმით, მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები. „აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას -  ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“  რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გ...

კობახიძე - რაც შეეხება მაიდანთან...

"რაც შეეხება „მაიდანთან“ შედარებას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა. „რა მოუტანა „მაიდანმა“ უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ - ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭე...

ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონს...

ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს. როგორც პრაისმა ბრიფინგზე დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, აშშ დგას ყველასთან, ვინც  თავის უნივერსალურ უფლებებს მშვიდობიანად გამოხატავს. „ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომლის თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმ...

პრეზიდენტი „უცხოური აგენტების“ კ...

პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ მე დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს,- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.  მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირთან მიიყვანოს და ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. „მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ დღეს თქვენს გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლე...

პარლამენტმა „უცხოური აგენტების შ...

საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.  პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რო...