ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი, მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ,...
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მეოთხე პრეზიდენტს შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ შეხვედრის თემა ყოფილ პრეზიდენტებს შორის დაანონსებულ ეროვნული თანხმობის პროცესს შეეხება. არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტების შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიო...
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოგზავნილ წერილში, თბილისის კლუბების დამფუძნებლებს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, საქართველოში კლუბების არგახსნით, ამავე სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ვკარგავთ, ვინაიდან სხვა ქვეყნებში „ქართველებზე დიდი მოთხოვნაა“. „ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ესეიგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხე...
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი დაემატებიან. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება პოლტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერებას უკავშირდება. „ბოლოს, გაცნობებთ, რომ პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის...
„ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცებისა და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია“, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, კახა კუჩავას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასავლეთზე უარის თქმის მკაფიო და საბოლოო განაცხადია. „კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალურ საპარლამენტო რეფორმებს გეგმავს და ამისთვის აპირებს მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია. რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ ...
გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესის წარმართვა არის პოლიტიკური ბრძოლა. „ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. თავად ნიკა მელიამ შიმშილობის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მათ შორის, პრეზიდენტთან. ეს პროცესი როგორ წარიმართება, ეს არის ერთი მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩართული და მეორე არის ის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის გარეშეც „ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურ...
აბაშის მუნიციპალიტეტის ახლადმოწვეული საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა და საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა. როგორც ლევან მაკალათიამ საქართველოს „პირველ არხს“ განუცხადა, მან დატოვა საკრებულო თუმცა რჩება ქართული ოცნების წევრად და მხარდამჭერად. „ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტიც. დავტოვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და საკრებულოც, მაგრამ ვრჩები პარტია „ქართული ოცნებაში“ როგორც წევრი და მხარდამჭერი“, - აცხადებს მაკალათია. შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 3 დეკემბერს აირჩიეს.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ, მეოთხე მცდელობაზეც ვერ აირჩიეს, რის გამოც, სხდომა ჩაიშალა. დღევანდელ სხდომაზე კვორუმი არ შედგა. საკრებულოში პროტესტის ნიშნად არ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა". გარდა ამისა, სხდომას არ ესწრებოდა „ქართული ოცნების" 4 და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" 1 წევრი. ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია, თავმჯდომარის ასარჩევად კი, სულ მცირე 23 ხმა არის საჭირო. შემდეგი სხდომა 2022 წლის 12 იანვარს გაიმართება.
დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ?. - თბილისის მერი კახა კალაძე 250 ლარიან პაკეტთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მორიგ განმარტებას აკეთებს და ბანკის დახმარებას სთავაზობს. კახა კალაძე, "იმედის" ეთერში ამბობს, რომ მათთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა უფასოა ან 10-20 თეთრს იხიდან. "აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის - ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი...
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია 22 დეკემბერს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ჩამოთვლილია დასჯის მიზნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ისეთი ფაქტები, როგორიცაა ცემა, მუხლებზე დაყენება, დაბმა, საჭმლის თავზე დასხმა, საკვებისა და ძილის აკრძალვა. მისი განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, სწორედ ისევე აწამებენ ბავშვებს, როგორც ეს ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში. მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ამ წამებას ხელს აფარებდა, რათა პირადი მიზნებისთვის საპატრიარქო სჭირდებოდა. „სახალხო დამცველი წერს ფაქტებს ბავშვები წამების! აღწერილია, როგორ აწამებენ, აი ისე, შუა საუკუნეებში რომ შვებოდნენ, ან საკონცენტრაციო ბანაკებში. ზუსტად ისე! ა...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია, რომ დედაქალაქის განახლებული საგადასახადო სისტემა გაძვირებულია. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსი სისტემა ევროპის ყველა მოწესრიგებულ ქვეყანაშია. „ეს არის ტყუილი და არის მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. არანაირი ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა. ეს არის აბონიმენტები, რომლებიც ყველა ევროპულ, განვითარებულ ქვეყნანაშია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ინერგება... ამიტომ ვამბობ, ადამიანი თავისი მგზავრობიდან გამომდინარე თვითონ ირჩევს აბონიმენტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ შიმშილობა არავის მოწყალებაზე არაა მიმართული, არამედ მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობა და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოება გამოაფხიზლოს. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლების რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას, იგი ყველაფერს გაბედავს: დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებსა თუ მის სხვა, ნებისმიერ ოპონენტს. „ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი: 1. სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა; 2. თუ რეჟიმი ბედავს პოლიტ...
„„7 ნოემბრის საქმეზე“ გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. მაშინ, ქართველმა ხალხმა გამომიტანა ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება?“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. მისივე განცხადებით, აღნიშნული საქმე მხოლოდ ორი ადამიანის ჩვენებას ეფუძნება - გენერალ ზაზა გოგავას განცხადებასა და ნინო ბურჯანაძის ნათქვამს ეფუძნება. „7 ნოემბრის საქმეზე“ მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან საქართველოს 4 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვერც აგვისტოს ომამდე და ვერც მის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ხალხის გატაცებასა და სასაზღვრე ხაზის გადმოწევას ვერავინ ბედავდა. ექს-პრეზიდენტის თქმით, „უზურპატორებმა“ უმჯობესია ხალხი დაიცვან, ვიდრე მას „200 კაცითა და სპეცრაზმით, მას ყარაულობდნენ“. „კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება. მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არ...
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პერზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარსარდლის მიერ წამოწყებული "შერიგების" პროცესი საქართველოს „კატასტროფიდან“ გამოყვანას არ ეხება. მისივე თქმით, ეს არის გრძელვადიანი ინიციატივა დისკუსიის მნიშვნელოვან საკითხებზე,რომელიც არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. „ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის მოშიმშილეებს და მოუწოდებს, თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც არა მხოლოდ შიმშილობს, არამედ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან საქართველოს გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - თქვა ადვოკატმა.
ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის კოალიცია ოფიციალურად გაფორმდა. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს. „გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარ ფაქტს. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუ...
მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები მიმართავდნენ დიალოგს და არა სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, "ნაცმოძრაობის" მიერ დაწყებული პროტესტი ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. "რაც შეეხება მასობრივ შიმშილობას, როგორც მაშინ, ასევე, ახლაც, მესმის, რომ გარკვეული პროტესტის სახე არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი საზოგადოებაში და სახელმწიფოში. მესმის, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის შემოტანას იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ ამ პროცესში, თუმცა, ნამდვილად მივიჩნევ, რომ ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირე...