ექსკლუზივი - ირაკლი ღარიბაშვილი ...

5 აგვისტოს გამართულ სააკორდინაციო საბჭოზე საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექიმთა და ეპიდემიოლოგთა ჯგუფს დაუპირისპირდა.  როგორც "ინტერექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ღარიბაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუპირისპირდა. პრემიერს სიტყვიერი შელაპარაკება ქონდა სხვა მოწვეულ ეპიდემიოლოგებთან. ექიმთა ჯგუფმა, სააკორდინაციო საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს მოთხოვა, შეზღუდვების დაწესება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დაურეგულირებლობის შემთხვევაში, ეპიდემიური ვითარების კონტროლი ვერ მოხერხდებოდა, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ შეზღუდვებს დააწესებს, პოლიტიკურად წამგები...

ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომში...

საქართველოს პრემიერმიინსტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.  "გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. „გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობ...

სალომე ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ,...

ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას და მინდა, ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იყო იმედისთვის თავდადება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რათა პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ესენი შედიან ქართველების იმ ძალიან დიდ რიგებში, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგანაც ეს ამავე დროს არის იმედის დღე, ჩვენი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხ...

სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა შესაძლოა   ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ, - ამის განცხადება ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე  ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა და  სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააკეთეს, მათი თქმით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ეს თემა განიხილეს და შეთანხმნენ რომ წვრთნები ან აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება „განვიხილეთ ჩვენს სტრუქტურებს შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა და რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ჩვენი მეზობლები ხომ მათ რეგულარულ...

ლინკევიჩუსი - რუსეთ-საქართველოს ...

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. როგორც ლინკევიჩუსი აღნიშნავს, აგვისტოს ომმა გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და დონბასში მიმდინარე აგრესიას. „13 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა არის მტკივნეული მაგალითი, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის, რამაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და დონბასში მიმდინარე აგრესიას“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

დავით ზალკალიანი - რუსეთმა უნდა ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2008 წლის აგვისტოს ომის 13-წლის თავზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. „დღეს აღინიშნება 13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან. ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე განაჩენი გამოიტანა და დაადგინა, რუსეთი ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი 2008 წლის აგვისტოს ომში პასუხისმგებელია ადამიანი უფლებების ოთხ დარღვევაზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - ნათქვამია ზალკალიანის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი - ვერ ჩაგვაგონ...

ჩვენ ვერ გაგვაფარჩაკებენ, ვერ ჩაგვაგონებენ, რომ ვართ ლუზერები - ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები!, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით წერს. სააკაშვილის თქმით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეუძლებელი და რამდენიმე დღე შეაჩერეს ათჯერ მეტი რაოდენობის მტერი. "მე მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი, იმ აგვისტოს დღეების. მახსოვს ჩვენი ჯარისკაცების სახეები, მახსოვს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი თბილისელი. არც ჯარისკაცების სახეებზე და არც ხალხის სახეებზე მე არ მინახავს შიში. მე ვნახე შეშფოთება, რა თქმა უნდა იყო დიდი ნერვიულობა, მაგრამ არ იყო შიში და არანაირი დანებების სურვილი...

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორც...

ლატვიის საგარეო - მტკიცედ ვუჭერთ...

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 13 წელი გავიდა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია ლა...

ვიოლა ფონ კრამონი - ევროკავშირიდ...

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტოროული მთლიანობის მიმართ. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

აშშ-ის საელჩო - 13 წლის წინ რუსე...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. "ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა. რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის...

ევროკავშირის წარმომადგენლობა აგვ...

კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას, - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. „დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ...

ელენე ხოშტარია -პანდემიის პირობე...

მოძრაობა  "დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეპიდემიის რთულ  პირობებში კონცერტების ჩასატარებლად 700 000 ლარი გამოყო. - ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს,  მისი თქმით წულუკიანმა 5 კონცერტი უკვე ჩატარდა.  "21 ივლისს წულუკიანმა გამოყო 700 ათასი ლარი კონცერტებზე რეგიონებში. 5 უკვე ჩატარდა. უამრავი ხალხი ირევა და ჩნდება ეპიდემიის გადადების კერა. რაში წერია ამ ვითარებაში, როცა ათასობით შემთხვევა გვაქვს ფულის დახარჯვა ხალხის შეკრებაზე? ამის პარალელურად ფული არ იხარჯება ვაქცინაციის პოპულარიზაციაზე, რაც გაზრდიდა აცრილთა რაოდენო...

ნიკა გვარამია გამოკითხვაზე სუს-...

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ძალოვან უწყებაში  გამოკითხვაზე დაიბარეს    ის გამოკითხვაზე ადვოკატთან და ტელეკომპანიის იურისტთან ერთად იმყოფება. მისი თქმით უცნობია გამკითხვაზე დაბარების მიზეზი  გამოკითხვაზე ვარ მოსული, ერთადერთი, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამოსვლის მერე შესაძლოა კომენტარი გავაკეთო. ამ წუთში ვერ გეტყვით [რას უკავშირდება]... გამოსვლის მერე," - ამბობს გვარამია 

კელი დეგნანი რუსეთის განცხადებაზ...

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთის  გუშინდელ განცხადებას,  გამოეხმაურა დიპლომატის თქმით,  თუ რუსეთს ნამვილად სურს დიალოგი, პირველ რიგში უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს(განცხადება) იქნება მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითი. "ასეთი ტიპის გზავნილები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ თუმცა იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვათ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთ...

თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმი...

ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა. მან ასევე აქციის მონაწილეებს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის შექმნის მიზნით დახმარება შესთავაზა. „თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხე...

სააკაშვილის განცხადებით, მისი დე...

რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა და ითხოვენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში.  - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, რუ­სებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­დე­ნად არ აში­ნებთ, რამ­დე­ნა­დაც მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა. ,,მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პ...

საგარეო - რუსეთი შეეცადა მორიგი ...

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეეცადა მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას ე.წ. ახალი რეალობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში. უწყების განცხადებით, სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი, რადგან რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია. ,,რუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალ...

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო -რ...

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ,მედიაში  გავრცელებული ინფორმაცია,რომლის მიხედვითაც  რუსმა  მესაზღვრეებმა სოფელ ვოსკეპარში  მშენებლობითი სამუშაოები დაიწყეს,  ოფიციალურად ადასტურებს.  „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსი სამხედროები თავუშის პროვინციაში, კერძოდ კი სოფელ ვოსკეპარში იმყოფებიან, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში რუსი მესაზღვრეები განლაგდნენ, ხოლო მშენებლები ახორციელებენ სამუშაოებს მესაზღვრეების ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

გაეროს უშიშროების საბჭო საქართვე...

გაეროს უშიშროების საბჭოს ნიუ-იორკში დახურულ სხდომაზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა,   სხდომაზე მყოფებმარუსეთ-საქართველოს  ურთიერთობები განიხილეს. საზღვრის უკანონოდ გადმოწევა, გატაცებები, მკვლელობები, დაპატიმრება და ყველა ის დანაშაულები გაიხსენეს, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე საქართველო მიმართ ახორციელებს. რეგიონებიდან განახლებული ინფორმაცია, კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გააცნო. სხდომის დასრულების შემდგომ კი სპეციალური განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა. "ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლ...