თინა ბოკუჩავა - რუსული კანონის მ...

რუსული კანონის მიღება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია, რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ყველანარიად ვეცდებით, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება არ მოხდეს. "სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით, არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია რუსული კანონის მიღება, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის...

მამუკა მდინარაძე - არა რუსულ კან...

არა რუსულ კანონს!- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.  მდინარაძის თქმით, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. „მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ აქვე, რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას - არა რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას! ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“,- თქვა მდინარაძემ....

მათიკაშვილი „უცხოური გავლენის გა...

არანაირი რუსული კანონი არ არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის გაწვევა „საჭირო არ არის". „არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და მეტს არაფერს",- ამბობს მათიკაშვილი. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვ...

სალომე ზურაბიშვილი - დებატი ჩატა...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტსა და ელჩებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტი აღნიშნულათან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. „დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?”- წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტის განხილვას იწყებს. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარ...

მდინარაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ, მ...

უცხოეთიდან შემოსული გრანტების 95 პროცენტს ხარჯავს ათი „ენჯეო“ და დანარჩენ ხუთ პროცენტს ხარჯავს რამდენიმე ათასი „ენჯეო“, რამხელა დისონანსი და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "შავი ფული ორი მიმართულებით, პარტიული და პროპაგანდის კუთხით იხარჯება". "ჩვენ უნდა შევძლოთ, გარედან თითს რაზეც დაგვიქნევენ და რასაც მოგვთხოვენ უარგუმენტოდ კი არ ვაკეთოთ, მივიღოთ სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გადაწყვეტილებები. რწმენა მაქვს, როდესაც არგუმენტებს არ გეუბნებიან და ისე გეუბნებიან რაღაცას, ეს არ უნდა გააკეთო. არგუმენტები უნდა გაიზიარო,...

ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილმ...

ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. "რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას  და როგორ შეძლება ამ  გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის  კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად დაინახა, მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ  ...

კრამონი გრიგორიადისის შეწყალებაზ...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. კრამონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. "როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან! მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის!", - წერს კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter-ზე) წერს. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კალაძე - გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ...

რატომ არის კანონი რუსული, ხომ შეიძლება ამის ახსნა, ერთი არგუმენტის მოყვანა, იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო, რაც სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონთ, შეუძლიათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეცვალონ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც....

მელია გრიგორიადისის შეწყალებაზე ...

მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესაღებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მელია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს. "მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის; მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტ...

გვარამია - ოლაფ შოლცმა თქვა ის, ...

ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში და რაც დაადგინა უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი კანონები ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება. "წევრი ქვეყანა იყო უნგრეთი, მას ჰქონდა ეგეთი კანონი მიღებული და ევროკავშირმა დაიწყო მისი გარიცხვის პროცედურა. საქართველო, რომელიც წევრი ქვეყანა არ არის, მას ვინ მიიღებს ევროკავშირში თუ ამგვარი კანონი იქნება?! ხო ცხადია პასუხი. ამიტომ, არჩევანი არის ჩვენზე. ან ვირჩევთ ქართულ ოცნებას და გზას რუსეთისკენ ა...

უფლება გვაქვს, არასამთავრობოებს ...

ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია. „ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იქნას დაცული. მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, გადავწყვიტე...

ოლაფ შოლცი - კრიტიკულად ვუყურებთ...

ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანია იმედოვნებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეჩერების შემდეგ, დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. "ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდ...

„ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშ...

"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ "ივანიშვილი მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა". "შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, ...

გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში გაიმართა. "ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. კობახიძისა და შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქ...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, „რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის". როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ". „თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს ...

კახა კალაძე - მთავარი და უმთავრე...

რასაკვირველია, მთავარი და უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა.  კალაძის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს". „მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერ...

როდესაც განზრახვა გაქვს, დაწვა ც...

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.  კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა".  „ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში.  დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით - მათ შორის, შეიძლება, გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ...

მელია მდინარაძეს - სადაც მოხელეე...

ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მელიას თქმით, "ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანი და ეს კანონი ეხება ყველას, ვისაც ევროპა უნდა". "ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო, პაციენტებს მიხედეთ; მსახიობებო, სპექტაკლი ითამაშეთ; მოცეკვავეებო, იცეკვეთ; მომღერლებო, იმღერეთ; ფეხ...

მდინარაძე - ეროვნული ნაკრებიდან ...

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მმართველ პარტიას შეიძლება, ვიღაც უჭერდეს მხარს და ვიღაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი გაყოფა არ შეიძლება". "ფეხბურთელებს ვთხოვ, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა დასდევენ, აბულინგებენ. ა...

ზარქუა - მინდა, ევროკავშირის ელჩ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სამი კითხვით მიმართავს - „ვინ აფინანსებდა მარგინალებს,  ვინ აფინანსებდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ვინ გადაუხადა კანონის დამრღვევ ნიკა მელიას გირაო". როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ელჩს ამ კითხვებზე პასუხი ექნება, „მზად არის, მოუსმინოს".  „მინდა, ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა: როდესაც აქციაზე ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, დროშაზე, ბანერზე ჰქონდათ გამოსახული, აფრიალებდნენ მომიტინგეებს შორის და აცხადებდნენ, რომ ის რომ ცოცხლად დაწვა შენ, მ...