სამშაბათს გერმანია უკრაინას დაჰპირდა დამატებით 53,2 მილიონ აშშ დოლარს ზამთრის პერიოდში მხარდასაჭერად, რადგან უკრაინა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განიცდის რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე რჩება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმაში, რომ ცდილობს უკრაინელების გატეხვას სიცივეში ჩაძირვის სასტიკი ტაქტიკით და დასძინა,რომ გერმანიას ამას არ დაუშვებს. ბაერბოკის თქმით,გერმანია გაუგზავნის აღჭურვილობას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღსადგენად, მათ შორის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს "პუტინის ბომბები ნიშ...
ვლადიმერ ზელენსკის მიერ გამოცხადებული "სამი ნაბიჯი" მშვიდობისთვის უნდა იქნას მიღებული, როგორც საომარი მოქმედებების გაგრძელების განზრახვა, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით,უკრაინულმა მხარემ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოს და მიიღოს მოცემულობა,რომ რუსეთის ფედერაციაში რეფერენდუმის შედეგად ახალი სუბიექტები გაჩნდნენ,ეს არის მოცემულობა,რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს. "უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მოცემულობა,რომელიც განვითარდა ბოლო 15 ან 20 წლის განმავლობაში მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო,ეს რეალობა მიუთითებს იმაზე,რომ რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები რეფერენდუმის შედეგად გაჩნდნენ,რომლებიც ამ ტერიტორიებზევე გაიმართა" - გა...
ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ. მისივე თქმით,ოპოზიცია არ არის მობილიზებული,სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და შემდგომ საპარლამენტო სია დაკომპლექსდეს,ღირსეული ხალხით,რომლებსაც შრომა და ბრძოლა არ დაეზარება. "ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამ...
თუ მიშა სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს. „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ევროპული გზა აღნიშნულ საკითხზე გადის, აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ეს ამას არ ნიშნავს. „სულაც...
მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არა საზოგადოების გაერთიანება, არამედ მხოლოდ გაყოფა შეუძლია. "ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში. ფაქტობრივად, გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება ევროკავშირში. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარ...
მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე განაცხადა. ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის დარბაზში, პლენარული სესიის მიმდინარეობისას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელს, პაატა მანჯგალაძეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეკამათებოდა, თქვა: "მიშას თავისუფლება, როგორ უნდა მოითხოვოთ? ვინ კლავს? მოიხედე, მოიხედე - სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არის? ვინ მოწამლა? გაჩერდი ერთი... მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა... ვისაც გინდა, იმას ვეტყვი". ვიდეო ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა.
პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკობთ, - ასე მიმართა მმართველი პოლიტიკური გუნდის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ოდიშარიამ განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს დღენიადან ესაუბრება და ქვეყანაში არსებულ პროგრესს აცნობს. "აქ რომ ომობთ სავარძლებიდან და მიკროფონებთან - მართლა დუქნის ლომები - წადით აბა, თუ გეომებათ, მართლა ბიჭების გვერდით დადექით. აქ არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც იყვნენ წასულები უჩუმრად, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ ტიკ-ტოკ მეომარს იცნობს ეს ომი - ერთი არის ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე თქვენი ტიკ-ტოკ მეომარი იყო, იქ რომ დარბოდა დ...
სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა და არა ფოტიგამ - ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საქმეზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება სასამართლოს ვალდებულებაა. "სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა და ამასთანავე, რასაკვირველია, სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა... ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტი...
ევროპარლამენტარების მიერ პირდაპირ ითქვა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არათუ არ იცავს ადამიანს, არამედ უქმნის სიკვდილის საფრთხეს, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივებზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეებთან პირდაპირ კავშირშია. "ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია. ევროპარლამენტარები - ადამიანები, ვინც გულწრფელად მოწადინებულები არიან და მათ გუშინ ამაზე ისაუბრეს, რომ ...
ევროკავშირთან მიერთების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გახდება ჩვენი პარლამენტის ნაწილი,ჩვენ იმედი გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ჯერ კიდევ,თუმცაღა მთავრობის რიტორიკა ევროპული პარლამენტის წევრებისთვის გახლავთ საკმაოდ რთული. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან ანა ფოტიგამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ მათთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით,ევროპარლამენტის წევრებისთვის და ევროკავშირის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია მიეცეთ საშუალება მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების და შემდგომ ჩვენების მიცემის მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინის მთავრობასთან და მოლდოვის ხელისუფლებასთან ერთად საქართველომ წარმოადგ...
რუსი იარაღის დილერი ვიქტორ ბუტი - მეტსახელად "სიკვდილის ვაჭარი" - შეუერთდა კრემლის პრო-ულტრანაციონალისტურ პარტიას LDPR-ს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა აშშ-ში გახმაურებული პატიმრების გაცვლის შედეგად. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში, ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა,რომ ბუტმა ციხეში "დიდი წლები" გაატარა,მაგრამ ის დღეს მათთანაა,მან ასევე მადლობა გადაუხადა 55 წლის ბუტს, რომ გახდა "დღევანდელი რუსეთის საუკეთესო პოლიტიკური პარტიის" წევრი. შეგახსენებთ ვიქტორ ბუტი 2011 წელს აშშ-ში დააკავეს და 25 წთლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს,გასულ კვირას კი ის ამერიკელ კალათბურთის ვარსკვლავზე,32 წლის ბრიტნი გრინერში გაცვალეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინაში დასრულდება, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოკვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,იმ შემთხვევაში თუ პუტინი გარდაიცვლება,ომი დასრულდება და რუსები დაკავდებიან შიდა პოლიტიკით და არა საგარეოთი. "არა. ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია. არსებობს დიდი რისკი – არ შეიძლება, ყველაფერი ერთ ადამიანეზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობ, რომ თუ პუტინი არ იქნება, მათ გაუჭირდებათ. ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან და არა საგარეოთი". - განაცხადა ზე...
ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი, - განაცხადა ნონა მამულიშვილმა. მისივე თქმით,არჩევნებში ერთვება,რათა გადაიდგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად,ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის და მთავარი არხის ხელმძღვანელის,ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად. "ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, ნაციონალურმა მოძრაობამ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა. მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავ...
ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა, - ასე გამოეხმაურა გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებზე მისივე თქმით,არ აპირებს იმ მიმართულების შეცვლას,რომელიც აქვს აღებული პარტიას,მან დასძინა,რომ გააგრძელებს საზოგადოებისთვის ახსნას და დარწმუნებას,რომ არც აქამდე უკეთებიათ ანტიქართული საქმე,მეტიც ძალიან ქრისტიანულ და მართლადიდებლურ საქმეს აკეთებდნენ და გეზის მიმართულებაც უცვლელად გაგრძელდება. "ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად...
ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო, ასე გამოეხმაურა პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება,რომ თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75,არის ტყუილი,ამასთან ერთად მან განაცხადა,რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას,იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფო და ინვესტორებიც უზრუნველყოფდნენ 50 მილიონს,ამაზე ინვესტორებმა თანხმობა მისცეს,ხოლო ხელისუფლებამ უ...
უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც სერიოზული პროგრესია. "ეს სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის არ ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომის და სიკვდილის პარტიამ. მე ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს სანაცვლოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ზედიზედ ორი წელია უკვე", - განაცხადა ღ...
თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს. დედაქალაქის მთავრობის მეთაურის განცხადებით, იმ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა, რომლებსაც რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება არ მოსწონთ, პრობლემას არ წარმოადგენს. "რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლ...
სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს და გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია. „რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობას ამაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს. რათქმა უნდა გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია. საერთოდ პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ვართ გარკვეულ თანამდებობებზე და სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, ...
რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავითულიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ვერ ასახელებენ ვერც ერთ მძიმე დაავადებას, რის გამოც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება. "ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა, მესმის. არ უნდ...
პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. როგორც ნაყოფიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პარტიის თავმჯდომარეს ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ. "ორი პროექტი იყო შემოტანილი. ერთი გულისხმობდა "ფეისბუქით" კენჭისყრას, ხოლო მეორე ბლოკჩეინის პლატფორმაზე. ორივე მხარემ მხარი დაუჭირა ბლოკჩეინს. ეს გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ მიიღეს. საუბარი იყო ბევრ დეტალზე, მათ შორის თუ როდის უნდა შეწყდეს კანდიდატთა რეგისტრაცია. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე. ჩა...