უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მეუღლე, ლიზა იასკო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნება, კიევის ღირსების საკითხია. „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ლიზა იასკო აღნიშნავს, რომ უკრაინა განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების ვარიანტებს, თუმცა, მისივე თქმით, ბევრი ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. „ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ ხაზზე პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის ელჩთან. მთლიანობაში, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ განიხილება სხვადასხვა ვარიანტები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე დააბრუნონ კიევში, მაგრამ ბევრია დამოკიდებული...
„როცა ასე იქცევა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ავტო კოლონების გზის გადაკეტვის მცდელობას. „როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს პირდაპირ ნიშნავს პირდაპირ უტიფარ განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის, რომ სამოქალაქო მშვიდობა კიარ აინტერესებთ, პირიქით ძალადობის პროვოცირება აინტერესებთ და როცა ასე იქცევა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი ეკისრება მას ამიტომ...
პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ნაცმოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება, რადგან მისი განცხადებით, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის დასჯა მოძალადის მიტაცებულ სახელმწიფოში. "მე რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, დღეს მივდივარ აქციაზე და ამიტომ, ვაგრძელებ ბრძოლას მეორე ტურებში ცვლილებებისთვის. ჩემთვის სასურველი ცვლილებები არის კოალიციური მმართველობა, სადაც ზუსტად ვიცი სასამართლოს გავაკეთებთ. მე მინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პრემიერიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული გასამართლება ჩვეულებრივი ამბავი იქნება. სადაც ხელშეუხებელი არავინაა. სადაც ...
თქვენ არ იცით, რომ მე უკვე გუშინ გადავდექი?, - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა არჩევნების შემდეგ მისი გადაყენება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე განმარტება „ქართული ოცნების“ წევრებმა არაერთხელ გააკეთეს. „იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით- თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს?“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში. „ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა პრემიერმა.
"მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა" - პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, იმისდა მიუხედავად რომ, სააკაშვილის სისასტიკე არ დავიწყებია, შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ არ აქვს. "ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს … მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება ,რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე როგორც ვფიქრობ სააკაშვილზე … რასაკვირველია მახსოვს როგ...
თბილისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გასამართ აქციაზე მომავალ „ნაცმოძრაობის“ კოლონებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კონტრაქციით დახვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე წერს, რომ კონტრაქციის წევრები მათ ცოცხებით დახვდნენ და გზა გადაუკეტეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, რომლებმაც გზის გათავისუფლება ნაწილობრივ მოახერხეს და კოლონები თბილისისკენ დაიძრნენ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით,, მოლაპარაკებების განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია...
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში, სანზონაში მდებარე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
"არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს, მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი."- ასე ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა. "არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს, მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, ოჯახი ნერვიულობს, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება. თანამებრძოლები ნერვიულობენ,...
ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი საპატიმროში ყოფნა ნათელი მაგალითია, რომ ეს არ არის დემოკრატიული სიტუაცია. როგორც მან „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს არა პრემიერ–მინისტრის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია. „ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც [რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული], ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის „დადანაშაულება“ შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეუ...
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე–13 დღეა შიმშილობს, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა გადასული. ზარქუას თქმით, დღევანდელი პენიტენციური სისტემა თითოეული მსჯავრდებულის უფლებებს იცავს. "მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ კალორიულ კვებაზე არის გადასული, თაფლი, ხილი და ა.შ. თუ რამე პრობლემა არის, დღეს გვაქვს ჩვენ ის პენიტენციური სისტემა, სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლებები არის დაცული", – განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომდევნო დღეებში გაუარესდეს. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა რომ მასთან პირადი ექიმი შეუშვან, თუმცა მანვე დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ არ მისცეს სააკაშვილის პირად ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა. "გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიცაა, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება ალბათ, ამ პირობებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პატიმარი შიმშილობს და ასეთ...
მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას. ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება „პოლიტიკური დევნა უზარმაზარი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, და ყოფილი პრეიდენტის პოლიტიკური ნიშნით დაკავება არ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ეს არის მთელი ქვეყნის მომავლისთვის პრობლემა, ის უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა მთლიანად უნდა შე...
„სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ.“ - ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. „მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე, თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, ...
სააკაშვილი არის რეციდივისტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ვინ რა ვადით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას კანონი წყვეტს. "ვინ რა დროით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას კანონი წყვეტს და სასამართლო. უკვე დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა." - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბერის ადგილობირვ არჩევნებზე, საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ინფორმაცის „ახალგაზრდა იურისტთა ასოსციაცია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საჩივარი საიამ შიეტანა და ცესკოს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საჩივარი 12 ოქტომბერს განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა. „2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდე...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. - ამის შესახებ მან მორიგ წერილში განაცხადა. ექსპრეზიდენტი მოქალაქეებს 14 სექტემბერს აციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სასურველია მის გათავისუფლებას მეორე ტურამდე მიაღწიონ. „ ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძ...
„ცხოველების ფერმა არის ის სახე, რისკენაც მიყავს ივანიშვილს ქვეყანა, თვითონაც თქვა, რომ ეს ნაწარმოები იყო მისთვის შთაგონების წყარო, ეს უნდა შევახსენოთ მას ყველანაირი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს თვითონ უნდა ქონდეთ შანსი თავად განსაზღვრავდნენ საკუთარ მომავალს და მიისწრაფვოდნენ საკუთარი ბედნიერებისკენ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ქუთაისში იმერეთირ რეგიონალურ გუნდთან შეხვედრისას. „ჩვენ გვქონდა შეკრება იმერეთის ყველა რაიონის ლიდერებთან მეორე ტურის წინ, ჩვენი ამოცანა არის მათშორის სატირული პოსტერების მეშვეობითაც, პირდაპირი კომუნიკაციით ჩვენს 30 000 მხარდამჭერს და მათ ვინც ახლოს არის ჩვენს შეხედულებებ...
"მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ."- ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და შიმშილობას ეხმაურეა. ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო და სააკაშვილის საკითხი იმ შემთხვევაში იქნებოდა მნიშვნელოვანი, ქვეყანაში რომ არავის უჭირდეს. "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფ...