ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, მთავრობის დამტკიცება რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე ხდება. „განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ.გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესი...
რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამია აღნიშნავს, "ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება". "რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ. ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი პრემიერი, იმიტომ რომ ასეთი არის ამ კაცის განწყობა და უნდა გავყვეთ ამ განწყობაში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, ამ წუთში, მისია და არა ჩვენი. ჩვენი სირცხვილია ეს და არა მისი, სხვათა შორის. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი დასაჯ...
საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია, ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსი, რაც "საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი ძალისხმევის შედეგია". "ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ არასოდეს მისაუბრია. ესენია: ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ, თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა, ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია. საქართველო...
რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის დროს ირაკლი კობახიძე შეგნებულად არ არხსენა, რადგან "ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია". „პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც გაიმართება პირველ თებერვალს და დამტკიცდება ცვლილებები. რაში მდგომარეობს ცვლილებები - პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს და უკვე წარდგენილია პარტიის თავმჯდომარედ, რადგან პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე უკვ...
ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ დროა მოხდეს განახლება და ახალი შემადგენლობით მთავრობამ უზრუნველყოს ახალი რეალობის მართვა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან ღირსეული არგუმენტი დაასახელა, როდესაც თქვა, რომ გუნდში არის არაერთი გამორჩეული ლიდერი და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ. „ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩამოთვალა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები. ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია, პერიოდულად პარტიაში არის ცვლილებები და ეს ნორმალურია, ეს ხდება კონსულტაცი...
სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სამთავრობო ცვლილებებს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება იმას, რომ მმართველ პარტიაში სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ოპოზიციამ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს. „ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება, ცხადია არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა, ცხადია არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსა...
პოლიტსაბჭოსგან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერ-მინისტრმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. "პოლიტსაბჭოსგან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩ...
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსგან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე შეთავაზება მიიღო. "დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახალხან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავი...
ვფიქრობ, რომ ეს მოთელვითი შეხვედრა და გარკვეულწილად პოზიციების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობაა და სხვა არაფერი,- ამის შესახებ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე პარლამენტში სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. აქუბარდიას თქმით, არის ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო თუ ანტიკორუფციული რეფორმა, სადაც "ქართულმა ოცნებამ" რეალური ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს. "რამდენად ექნება მას გაგრძელება, თუ ეს იქნება კომიტეტების ფარგლებში გაგრძელებული მუშაობა, ესეც ამ ეტაპზე არც თუ ისე მკაფიოა. ჩემი განწყობის მიუხედავად, რომ დიდად შედეგიანად ეს შეხვედრა არ დასრულდება, მაინც ვფიქრობ, რომ საუბარი ყოველთვი...
დღეს, 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ბრიფინგი 17:00 საათზეა დანიშნული. უკავშირდება თუ არა მთავრობის მეთაურის ბრიფინგი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს, უცნობია. შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. ღარიბაშვილს აღნიშნულ პოსტზე "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.
„ლელომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესი მათთვის საინტერესო არ არის. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის მსვლელობაში მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ და საბოტაჟს ეწეოდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ფაქტობრივად, სახე ჩამოსტიროდათ, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ და თუ რა შედეგს მოუტანს ასეთი პოლიტიკა, ამაზე ჩვენი საზოგადოება მათ საკადრის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ლელომ" „კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო და მათი არჩევანია, თუ როგორ იმოქ...
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ,- ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, 9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება". "ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა "ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს. ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არ...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, "ასეთი სპეკულაციები ბევრი ყოფილა". "სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- თქვა პაპაუაშვილმა.
ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია. "იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება ისევე, როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში, ყველას აქვს შესაძლებ...
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ. "საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინ...
უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ომამდე იყო. "პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ - 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დე...
სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა. ფაშინიანის თქმით, დღეს სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა შედგა. „მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პრო...
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სომხეთი საქართველოსთვის ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძ...
საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა. ობრაიენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო რეფორმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. "საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სა...
ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, ეუთო-ოდირს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს არა მხოლოდ არჩევნებს და საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზეც ...