ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოქვეყნა და ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობა, სალომე ზურაბიშვილო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს",- წერს ლაიენი. შეგა...
საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად, ისე რომ არ შეგეშინდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, შშმ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია რუსულ სტილის პოლიტიკას ატარებს. "დღეს არის 14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამიანის უფლებები არის ერთი. არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ერთ კატეგორიაზე და არა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და ამიტომ მინდა რომ ვისარგებლო ...
დაუწესდეს სანქცია ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურს, პაპუაშვილს, კალაძეს - ასე მიმართა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჯოზეფ ბორელს. ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს, დაიწყოს პროცედურები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. "როდესაც ევროპარლამენტარი გავხდი, საქართველოში ჩავედი, პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და ჩემი თვალით ვნახე იქ არსებული მდგომარეობა. სიტუაცია მართლაც კრიტიკული და დრამატულია - დემოკრატია კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაშია საფრთხის ქვეშ და ეს ნათლად უნდა ვაღიარო...
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუზიაზე განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, პარტიისთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა პროევროპული ძალების გაერთიანებაში მდგომარეობს. "ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი ევროპული არჩევანი არის გადასარჩენი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ...
მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ, - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. მანჯგალაძე მმართველ პოლიტიკურ გუნდს "გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს. "დავუშვათ, ვერ მიხვდით რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით რომ ასობითათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ნიშნის მოგებით რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო, მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხი...
ეს ადამიანი დაფინანსებულია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც აქტივისტმა, ბექა პაპაშვილმა მას "რუსი მონა" დაუძახა. როგორც ოდიშარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, თმენის ვალდებულება არ აქვს, თუმცა აქტივისტმა "წყობიდან ვერ გამოიყვანა". "ეს ადამიანი დაფინანსებულია, რა უნდა გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში. გამოიარა 150-მეტრიანი სივრცე, სადაც დახლებით არის გადატვირთული სივრცე და ერთი ცალი პროდუქტი არ ეჭირა ხელში და მოვიდა ჩემთან ბოლოში... როგორც კი მან მე დამიძახა "რუსეთის მონა", მე მას მივანიშნე, რომ აქ რუსული არის მხოლოდ ერთი სიტყვ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონს...
ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 20-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც არასამათავრობოები განცხადებაში უთითებენ, "არც თუ შორია დრო, როდესაც ამ ფაქტებზე სამართლიანი გამოძიება ჩატარდება და ძალადობის დამკვეთები და შემსრულებლები დაისჯებიან". "უკვე რამდენიმე კვირაა, არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც “ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება. უკვე მეორე თვ...
შურით გვისმენს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმიტომ, რომ ერთდროულად ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვაქვს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია "საკმაოდ იშვიათი თანაწყობაა". "მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი არ არის მშვიდი, ჩვენს სიახლოვეს მიმდინარეობს ომი, არის ასევე სხვადასხვა გაურკვევლობა დაკავშირებული, მათ შორის შიდაპოლიტიკურ ვითარებასათან და ტემპერატურა არის აწეული, სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამის საფუძველი არის ჯერ ერთი არსებული სტატისტიკა, იცით, რომ ამ წლის პირველი ოთხი თვის ფაქტიური ზრდა ეკონომიკის...
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და "ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა". „მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე - უკრაინა, მოლდოვა, გა...
პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს. როგორც ბურჭულაძე ამბობს, აღნიშნული პროცესი "მანამდეც ძალიან იწელებოდა პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს". "პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ, თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. აღარ წარადგენს, მე როგორც ვიცი, საგარეო იმიტომ, რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს]... მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთენლო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებული დოკუმენტისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხელი დღემდე არ მოუწერია. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნული აჩვენებს პრეზიდენტის "სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ცალკეული საკითხების მიმართ". "როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ მე და პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმე...
საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს, ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ო’ბრაიენმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან რუსეთი დგას ისეთი სირთულეების წინაშე, რომლის წინაშეც მომავალ წელს შესაძლოა, არ იდგეს. „ეს დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, გვქონდეს სავაჭრო გზა, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთში გაივლის და ხმელთაშუა ან შ...
უწყებრივ დონეზე აშშ-თან ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა სუს-ის ხელმძღვანელს აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებაც ჰკითხეს, მიიღო თუ არა მან დასანქცირებასთან დაკავშირებული შეტყობინება, ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ მას არაფერი მიუღია. „განცხადების შინაარსი პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ის იყო კონფიდენციალური. შესაბამისად, ვერც მე და ვერავინ ვერ დაადასტურებს, ვერც უარყოფს, არის თუ არა სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდ...
ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "ბოლო მოეღოს ნეგატიურ მოვლენებს და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების აქტები". "ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური...
თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებულები დადიხართ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს. "ყველას მინდა გითხრათ მადლობა, ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატო იმისთვის, რაც თქვენ, ახალგაზრდებმა გააკეთეთ. თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან შეგნებული ძალიან ცოცხალი, შეგნებული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია, რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის, როგორი უნდა ამ თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ბევრს გვეგონა, რომ ახალგაზრდობა ფიქრობდა უფრო თავის მატერიალურ ბედზე, თავის კ...
სანქციები არის არასერიოზული, თუმცაარასერიოზულთან ერთად, სანქციები არისშეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის დახალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისებაპარტნიორობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ყველას მოუწოდებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ქართველი ხალხის მიმართ. „სანქციები არის არასერიოზული, თუმცაარასერიოზულთან ერთად სანქციები არისშეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის დახალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისებაპარტნიორობის სულისკვეთებას. აქედანგამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, ...
როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია სირცხვილია, JamNews-ი თქვენ კოლეგებს კეფაში ტყვიით, რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა, "ვინც ტერორში იქნება" ჩართული იქნება მხილებული. "სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან, რა მოწოდებაზე საუბრობთ? არ გრცხვენიათ? დიახ, როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში. "ღონისძიების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი მასპინძლობს. კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე, მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმები...
ამ ტერორზე, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში თქვენივე "ზონდერები" დაესხნენ ამ ადამიანს თავს,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილთან დაკავშირებით. აქუბარდია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას. "აი, ეს არის თქვ...