უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, ს...

უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი ქვეყნის დროშას არ წვავენ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის პროტესტის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან, ლარსის გამშვები პუნქტის მეშვეობით, სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. პესკოვი მიიჩნევს, რომ აქციების პარალელურად, რუსების მიერ საქართველოს დატოვება ტენდენციურ ხასიათს არ მიიღებს და რომ არიან მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა მართლაც დატოვეს, თუმცა მათი რაოდენობის გაზვიადება "საჭირო არ არის". "ისინი გადაადგილებაში თავისუფალნი არიან და მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარ...

ოქრიაშვილი - მმართველმა ძალამ ხა...

თქვენ, მმართველმა ძალამ, მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო, ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, „გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი, რაც ახალგაზრდების დამსახურებაა.  "გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი. ქართველმა ახალგაზრდობამ აიძულა და უკან დაახევინა ხელისუფლებას, მაგრამ დღესვე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მკაცრად დასჯიან იმ ადამიანებს, ვინც პროტესტი გამოხატა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა რუსული დიქტატურისგან. ...

ნაცვლიშვილი - არ უნდა გავჩერდეთ,...

არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება, -  ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დროა, საქართველო დაბრუნდეს შინ - ევროპაში. "არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ქართული, ევროპული ხელისუფლება; სანამ არ ვიქნებით შინ - ევროპაში. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკოსები, ვინც ვემორჩილებით თქვენს ნებას და ვიქნებით თქვენი ნების გამომხატველები და აღმასრულებლები, გავიშლებით საქართველოს თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, მივალთ თითოეულ ქუჩაზე და დაველაპარაკებით ყვე...

საქართველოს პარლამენტთან აქცია მ...

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც კანონმდებლებს "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტი უნდა ჩაეგდოთ. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სესიაზე კანონპროექტი რამდენიმე წუთის წინ, მეორე მოსმენით ჩააგდო. სხდომას სულ 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ&ldq...

პარლამენტმა „უცხოური აგენტების შ...

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას სულ 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.  აღსანიშნავია, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალი...

დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ უცხ...

ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მეორე მოსმენით „უცხოური აგენტების შესახებ“  კანონპროექტს მხარი დაუჭირა, "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარტიის რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე იყო. სამხარაძემ მიუხედავად პარტიის გადაწყვეტილებისა, მისი პოზიცია არ გადათქვა.  საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას სულ 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენე...

ჰელსინკის კომისია - მმართველი პა...

მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს, - ასე ეხმაურება ჰელსინკის კომისია "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. როგორც კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი კანონპროექტის საბოლოო გაუქმების დეტალებს ყურადღებით აკვირდებიან. "საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ ის გააუქმებს რუსეთის მსგავს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავინახოთ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად, ფორმალურად ამოღებულია და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდებიან", - ნათქ...

ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ არ გა...

მინდა მთელს საზოგადოებას მოულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული   გზის მიმართ არსებული "არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება".  პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა, თუმცა ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს.  "მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა მთელს საზოგადოებას მოულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ს...

სააკაშვილი - რუსეთის დავალება ვე...

რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი - ისინი შეეცდებიან შურისძიებას, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ ფონზე, ერთობა შესანარჩუნებელია. "საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლევ...

საქართველოს პარლამენტთან აქცია მ...

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები.  აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პირობა შეასრულოს და 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლოს. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება &bdqu...

კვირიკაშვილი - პროტესტის მთავარი...

ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისა და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევას. როგორც კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი, ქართულ პოლიტიკაში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო. "ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისა და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ...

ხაბეიშვილი - „რუსული ოცნება“ 78 ...

მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იურიდიულად გაფორმდეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.  როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე დაკავებულების გათავისუფლებას უკავშირდება. "მინდა, გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს - განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვები უკან წააღებინეს "რუსულ ოცნებას", თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებ...

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური აგენტ...

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. როგორც პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს წერილში წერს, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია "თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, როგორც ...

მდინარაძე კანონპროექტის გაწვევაზ...

კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს - სხვაგვარი დათქმა არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ე.წ. ამერიკული კანონპროექტი უკვე გამოწვეულია, ხოლო მეორეს, რომელიც ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, პლენარულ სხდომაზე გასატანად, კომიისიდან უკან გამოიწვევენ. "აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკურ...

ოქრიაშვილი - ეს არ არის საბოლოო ...

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას.  როგორც ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მთავარ მოთხოვნად აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება რჩება. "არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვ...

ლინკევიჩუსი - სამოქალაქო საზოგად...

სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ლინკევიჩუსი მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას მიესალმება და მას პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებს.  "მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს&q...

გახარია - დადგა დრო, ყველამ გააკ...

მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას.  როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებამ და შემდეგ უკან გაწვევამ ყველას დაანახა, რომ ქვეყანა "ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით" იმართება. "მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია! ...

ლექსმანი - იყო ეს ყველაფერი საჭი...

მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს, "ამ საზიანო ეპიზოდში" მმართველი პოლიტიკური პარტია "ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა" აღმოჩნდა. "მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება და საზოგადოების შემდგომი პოლარიზაცია? ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა", - წერს ლექსმანი Twitte...

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, პარლა...

ოპოზიცია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმურება და საქართველოს პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე მორიგ აქციას ააანონსებს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, უმრავლესობამ უნდა განმარტოს, როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას და ამასთან ერთად, შეასრულოს მოთხოვნა აქციებზე დაკავებუილების გათავისუფლების შესახებ. "დღეს ვუყურეთ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" გახდა იძულებული, ორი მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა. .. დღეს აუცილებლად იქნება აქცია იმიტომ, რომ უამრავი ახალგაზრდაა, რომელსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნება...

ევროკავშირის წარმომადგენლობა მმა...

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი  წერს.  წერილში აღნიშნულია იმ 12 პრიორიტეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღწევისთვის სჭირდება.  ''მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით'', - ნათქვამია ევრ...