პრემიერი - ევროპარლამენტარებმა ვ...

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე - როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, ექსპრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილს "უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი". „ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში. მერე რას აკეთებდა, ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთა...

პრემიერი - ამ რეზოლუციას ჩალის ფ...

ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც - ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგელებს უთხრა, "ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე". "რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია,...

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალ...

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, ახლა მთავარი ერთობაა. "ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა - ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს.  პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით. არჩევნებში "ოცნების" დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთა...

ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით...

ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსენით განხილვისთვისაც ემზადებიან. პარტიები „ქართული ოცნების" მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აქციის მიზანი ქართველი ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. ოპოზიციური ...

შალვა პაპუაშვილი - არის რამდენიმ...

არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესს "იარაღად" იყენებენ. "ევროპარლამენტარები ცდილობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ, თავს დაესხნან ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის გამოყენებული იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ევროკავშირს, მის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში&q...

ვედანტ პატელი - კანონპროექტის ში...

ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.  ჟურნალისტის კითხვას - "დღეს ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას, ვიდრე კანონპროექტი არსებობს და ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ყველა დასავლელ პარტნიორს, განიხილონ სანქციების დაწესება. არის თუ არა ეს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობის საგანი კონგრესში, როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება საქართველო...

მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, ...

ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სორბონის უნივერისტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკრონის თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და ევროკავშირი უფრო აქტიური უნდა იყოს გლობალურ ასპარეზზე. „არსებობს საფრთხე, რომ ევროპა მოკვდეს. ჩვენ არ ვართ სათანადოდ აღჭურვილები საფრთხეებთან საბრძოლველად“, - განაცხადა მაკრონმა.

კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც ...

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარტიის ოფისში გამართული ბრიფიგით გამოეხმაურა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს. „დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლ...

კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ...

სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს, ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. როგორც კალაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. „სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „...

გვარამია - საქართველოს მოჭრილი ა...

საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. როგორც გვარამიამ აღნიშნა, იქამდე, სანამ "ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება ვერც ერთი ნაბიჯით". "მე მინდა განცხადება გავაკეთო პარტია "ახალის" სახელით იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვნახეთ დღეს ევროკავშირის მხრიდან, ამ დღეების განმავლობაში რას ვადევნებთ თვალყურს და როგორი ასახვა ჰპოვა ამან საბოლოო რეზოლუციის ევროკავშირის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რეზოლუცია იქნა მიღე...

მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ...

ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას სჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, აღნიშნული პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და "ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება". "ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიე...

მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვ...

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც მელია აღნიშნავს, "ვერ ვიქნებით ევროპა, თუ ქვეყანაში იქნება მიღებული რუსული კანონი". "ეს ყველაფერი, უკვე ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა, გვაინტერესებს და ვერევით პოლიტიკაში თუ არა, არჩევანი ჩვენზეა, და ეს არჩევანი მკაფიოდ დაფიქსირდება", - წერს მელია. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, "მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები". "ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის...

თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, ...

როგორ შეიძლება, დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 29 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ.  „რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვ...

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას...

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. კალაძის განცხადებით, მსგავს რეზოლუციებს „არანაირი ფასი არ გააჩნია". „არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ჩვენ ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვ...

ირაკლი კობახიძე - საქართველოს მა...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ე.წ. ლიბერალები ქრისტიანობას განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან". "ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდა...

სააკაშვილი - მცდელობა „მონათა აღ...

ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "მონათა აღლუმის" ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას აღნიშნა, "ერთიანობისა და შეტევის დროა". "ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "მონათა აღლუმის" ჩატარების, არის დამამცირებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის. მე მინდა, ვუთხრა მათ - მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა მსოფლიოს სიტუაცია; ხომ ხედავთ, როგორ ...

კობახიძე ორბანზე - მისაბაძი მაგა...

უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, უნგრეთს, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, პრინციპული პოზიცია აქვს. "პროცესები თუ იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე წარიმართება, სახელმწიფო სუვერენიტეტს მალე უკვე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობა...

ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პ...

მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და არ გადაახვევინონ ქვეყანას ევროპული გზიდან,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და საქართველოში, "ქართული ოცნების" მიერ “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა. როგორც ბორელმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. "გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან, გაიწვიოს კანონი "უც...

​„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველო...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა,  ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.  საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება დ...