მიშელი - ევროპულმა საბჭომ საქართ...

ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს. მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.  "ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.  ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით&...

აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან ჩა...

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, აშშ რუსეთს მოუწოდებს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები. "რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გა...

ხაბეიშვილი - ზურაბიშვილს შეუძლია...

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, გაათავისულოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მათ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაუჭერიათ და აქვე ის მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ გადაწყვეტილება არა პირადი შეხედულებით, არამედ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მიიღოს. "სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადებ...

მხარს ვუჭერთ წინადადებებს გაფართ...

ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე,- ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ევროპული საბჭოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა. როგორც რუტემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსენსუსის მისაღწევად "აქტიურად იმუშავებენ". "აქტიურად ვიმუშავებ და ჩემი კოლეგებიც აქტიურად მუშაობენ, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემაზე, რადგან ორივე საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აქამდე ჩვენ ყოველთვის შევძელით, მიგვეღწია ერთსულოვანი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის იყო ვიქტ...

ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხ...

ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - მერე ვერ დავიცავთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი "უპრინციპოებისა და უთავმოყვარეო ხელმოცარულების მხარეს გადავიდა". "ახლა თუ იცვლის პოზიციას, არ მიკვირს იმიტომ, რომ გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, წინადადება წინადადება არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა - პუფები, ხელმოცარულები - ზოგი ერთამენეთს აგინებდა, სამარცხვინო იყო. პრეზიდენტ...

უარი არ განმიცხადებია - კომენტარ...

უარი არ განმიცხადებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.  "უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი რ...

ბორელი - საქართველო კარგად მუშაო...

ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება, საქართველო კარგად მუშაობს, წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირს სჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა 27-ზე მეტი წევრის პირობებში უკეთესად იმუშაოს. „ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პი...

ჰერჩინსკი - თქვენ ხმა საკმაოდ ნა...

თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების მიღება და მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გადაცემა. "მე მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირი...

ზურაბიშვილი - თამაზ გინტური, თემ...

თამაზ გინტური, თემურ კარბაია, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სასტიკი მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა არის განუყოფელი და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად უნდა შევიდეს. "ჩვენთვის დღეს ეს ნიშნავს, რომ თამაზ გინტური, თემურ კარბაია... ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია იმ თავისუფალ სივრცეში, სადაც ადამიანების უფლებები ...

ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, რომ გ...

ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში დასკვნით მიღებაზე განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის, "იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ ...

მაკრონი - ხვალინდელი მოლაპარაკებ...

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, ჯანეზ იანშამ ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, ხვალინდელი მოლაპარაკებები გადამწყვეტია უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსა და მთლიანად დასავლეთ ბალკანეთისთვის. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი და სლოვენია მტკიცედ განწყობილნი არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული და დიპლომატიური თვალსაზრისით.

ბოკუჩავა - პრეზიდენტის ინიციატივ...

დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - "ჩემი ხმა ევროპას!", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე მაღლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას ხელს აწერს. „დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - ჩემი ხმა ევროპას! მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვი...

კობახიძე - სისხლიანი იყო ის ბანე...

სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ცალკე თემაა, კარგად ასახავდა ენმ-ს - შეიძლება დაგვჭირდეს, ვნახოთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ხალხს ენმ-ის სახის შეხსენება მუდმივად სჭირდება". "სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა "ნაცმოძრაობის" სახეს... ხალხს სჭირდება მუდმივად "ნაცმოძრაობის" სახის შეხსენება... [2024 წელს] შეიძლება დაგვჭირდეს, არ ვიცი, ვნახოთ... 2018 წელს რაც შეეხება, ეს ["სისხლიანი ბანერები"] არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად ჩვენი არ იყო ...

მივიღე მოწვევის წერილი - წერილი,...

მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ზურაბიშვილის ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს. "არ ვაპირებ მისვლას. მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც ქალბატონი სალომესგან ველოდები, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. მანამ, სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევე...

ჩემს მთავრობას განზრახული აქვს, ...

არ ვეძებთ მოკლე გზებს. ჩემი მთავრობა სრულად მობილიზებული რჩება და მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს, პედრო სანჩეზს უგზავნის. ღარიბაშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. "თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, გამოვხატო მადლიერება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი ქვეყნისა და პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი გვერდი ...

პრემიერის წერილი მიშელს - საქართ...

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ღარიბაშვილის წერილს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "​მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი თქვენი ...

ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის. როგორც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, ღარიბაშვილი ლაიენს წერს, ქართველი ერი და მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიმდინარე კვირაში სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.  "ქალბატონო პრეზიდენტო, პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შე...

ვარჰეი - საქართველომ და საქართვე...

საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს სტატუსი, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. ვარჰეის თქმით, მისი გზავნილი საქართველოს ხალხისა და მთავრობისადმი არის, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის. „ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხი...

მდინარაძე გრიგორიადიასზე - გავა ...

დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომელიც შეეხებოდა ლაზარე გრიგორიადიასის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“. მამუკა მდინარაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადიასის საქციელი მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად. „ბრალდებულს რაც უთქვამს ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიე...

ღარიბაშვილი - დონალდ ტუსკს პოლონ...

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. „გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის  პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, პ...