ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ, ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა. „ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ ...
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს. როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის "ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". "მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს - ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტ...
კობახიძე და "ქართული ოცნება" აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება". როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მმართველი პარტია "საქართველოს დემოკრატიის დანგრევას ცდილობს". "კობახიძე და "ქართული ოცნება" თავიანთ ნამდვილ მიზნებს აღარც კი მალავენ, საქართველოს დემოკრატიის დანგრევასა და მის რუსეთის სატელიტად გადაქცევას",- წერს მირიამ ლექსმანი.
საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობაში" (OGP) წევრობა შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღეს. ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) ამერიკის შეერთებული და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) მ...
პირადობის მოწმობებზე ყალბი ამბების გავრცელება ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული NGO-ების ნაცადი ხერხია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა, თქვა, რომ ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე „დაიწყო ოპოზიციის პარტიული მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიცაა საინფორმაციო ხმაურით საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წინასაარჩევნო გარემოზე ყალბი აღქმების შექმნა". „როგორც მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს, 11 ოქტომბერს გამო...
მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილია". „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტ...
„ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს. „ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწ...
ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, 2 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი - ასეთი შეცდომები არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, სანქციები კონტრპროდუქტიულია. "სანქციები არის კონტრპროდუქტიული. ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, 2 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი - ასეთი შეცდომები არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები",- გა...
მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას შეეხებოდა. კობახიძის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ. „პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფ...
მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება იქნება გამოყენებული. "სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებუ...
დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლების ქართული ოცნება საქართველოს გამთლიანებაა. "ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს - აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნ...
ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები, ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს იდენტობა და მშვიდობიანი განვითარება გააგრძელოს. "დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა კალაძემ.
პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, "თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები დაიწყება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება". "რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მ...
მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "1 000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას". "მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული როგორც თაღლითი და თავად ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1 000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ ჯამში 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს თქვენ იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქ...
"ქართული ოცნების" გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-ს განუცხადა. როგორც Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტია დაადანაშაულა კრემლის მიერ შთაგონებული დაშინების ტაქტიკის გამოყენებაში მომავალი არჩევნების გასაყალბებლად და მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გააკეთონ. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობა "ქართული ოცნების" სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, "ქართული ოცნ...
რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და გავლენა მოახდინოს ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს არჩევნებში არ ერევა. "რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების აშკარა მცდელობას, განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და პირდაპირი, დაუფარავი გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე",- განაცხადა პესკოვმა.
2000 წელია, საქართველო ვერავინ დაიმონა და ვერც ივანიშვილი დაიმონებს! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, „ხიფათიანი, მაგრამ შესაძლებლობებით აღსავსე ცხოვრება სჯობს „მშვიდობიან მონობაში" ცახცახს". „დღეს შევხვდი დმანისელებს. რას ნიშნავს, როცა თაღლითი, „გადამგდები“ „ოცნება“ ბოდიშს უხდის სისხლიან მტერს? ამ შემთხვევაში, ბოდიში ნიშნავს მონობის აღიარებას და მხოლოდ მონას შეუძლია, მადლობა გადაუხადოს მჩაგვრელს. დიახ, მონურ მორჩილებაზეა აგებული „მეოცნებეობა“. რუსეთი 2012 წლის შემდეგაც განაგრძობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჩაგვრას და ჩვენი ხელისუფლებისგან იღებს მადლობებს. ...
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია! - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "მისი ხელქვეითების რუსული პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა". "ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხ...
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ". "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს ამომრჩევლებს, საკუთარი პერსონალური მონაცემი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არავის გადასცენ. "სამართლიანი არჩევნები" ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, შეისწავლონ, გამოიძიონ და მიიღონ შესაბამისი ზომები ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კ...
დღეს, 15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია EU-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს საკითხზე მსჯელობას, მოახლოებული არჩევნების ფონზე, გერმანიის დელეგაცია გამართავს. სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია.