პრემიერი - განათლების სისტემაში ...

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ეროვნული იდენტობა. „ბატონმა მინისტრმა [გიორგი ამილახვარი] ძალიან მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო და...

შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირ...

ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ, თითქოს სხვა ცენტრები იქმნება და ამით დააბნიონ საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი "არ დაიბნევა". "ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაზე. ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება. სინამდვილეში, ოპოზიციაში ერთადერთი ძალა არის  "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ფინანსური და სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგ...

კობახიძე - სამარცხვინოა გახარიას...

ეს კაცი არის ისტერიკაში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკონომიკის ზრდასა და კორუფციასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია 'საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარია "სიცრუეს ავრცელებს და უზრდელობს". "ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა მისი პრემიერობის დროს, 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის გახდა 30 მილიარდი დოლარი. ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მილიარდი დოლარით. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდ...

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონის...

"ნაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია "უხეშად დაარღვია" და გარდა ამისა, ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ "საბოტაჟს ახორციელებდა". "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება - მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე.  გარდა ა...

უნგრეთში დაგვიდასტურეს, რომ საქა...

უნგრეთში ვიზიტის დროს დაგვიდასტურეს, რომ უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, უნგრეთს უკრაინასთან და დანარჩენ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. "რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ უნგრეთში ვიზიტის დროს დაგვიდასტურეს კიდევ ერთხელ, რომ რა თქმა უნდა, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველ...

DRI - საქართველოს პროკურატურამ ვ...

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ორგანიზაცია ასევ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, "გააქტიურონ ძალისხმევა საერთაშორისო მისიების საშუალებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესასწავლად". "თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთ თვეში ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს, ამჯერად აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი 43 წლის ვიტალი კარბაია გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების მხ...

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო...

საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელი წერს. კვირიკაშვილის განცხადებით, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების, გაძლიერების უნიკალური შანსი. "ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ - ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულით-ხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რო...

პაველი - მხარი უნდა დავუჭიროთ ყვ...

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილისა და პაველის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველო ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება. "ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი", - განაცხადა პეტრ პაველმა. ცნობი...

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრ...

ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო და მეგობრულ კავშირებზე. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერს მად...

მელია - ჩვენი ახალი პარტია ივანი...

ჩვენს ახალ პარტიას, ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რითაც NDI-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. როგორც მელია აღნიშნავს, ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა, დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს კი, ქვეყნიდან წასვლაში  ხედავს. "NDI - ს კვლევაზე ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები; ივანიშვილის წესებით თამაში, ა...

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.  მედიის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები. როგორც ჩეხური მედია წერს, პეტრ პაველს სურს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე, საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

NDI - საქართველოს მთავრობის საქმ...

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი. შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმინობას? პასუხები ასე გადანაწილდა: კარგად - 54%; ცუდად - 38%; არ ვიცი - 6&; კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას დადებითად ყველაზე მეტად უმცირესობების დასახლებები აფასებენ, ასევე, 35-54 წლის ადამიანები. კვლევის მიხედვითვე, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დადებითად შეაფასეს. "მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელ...

ლანდსბერგისი - იმედია, ვიპოვით ა...

ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყანა პარტნიორობის ფარგლებში იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე როდესმე, მათ შორის, საქართველო,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმე მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, თქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი კვირის ბოლოს მისაღებ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. "აღმოსავლეთ პარტნიორობის ბედი იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც პარასკევს იქნება მიღებული. ვფიქრობ, ...

საქართველო წინ მიიწევს ევროკავში...

კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ - მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელმა ბრიუსელში, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, თქვა, რომ მინისტერიალზე რეგიონში არსებული სირთულეები განიხილება. "ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელარუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ...

პრეზიდენტი აცხადებს, რომ 13 დეკე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ზურაბიშვილმა აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან. "13 დეკემბერს, 3 დღეში აქ მოვა დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვე...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაე...

საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ...

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. "სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ...

ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ...

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას. პაპუაშვილის განცხადებით, შემთხვევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს. "დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გუსლიოსხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა, გულისხობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღია...

ზურაბიშვილი - ფიზიკური ანგარიშსწ...

ადგილობრივი მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, ადამიანის უფლებები უმოწყალოდ ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს. ზურაბიშვილის თქმით, "მწუხარე 75-ე წლისთავია". "ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ე წლისთავია",- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.