უკრიანის თავდაცვა ანექსირებულ ყი...

შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოებისა და მოწევის აკრძალვის წესებს. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვამ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებებზე განაცხადა. მათივე თქმით, ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. "უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენებს სახანძრო უსაფრთხოებისა და სახიფათო ადგილებში მოწევის აკრძალვას. ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“. ბამბის ტანსაცმელი ძალიან ჰიგიენურია. შეინა...

გაერო - 24 თებერვლის შემდეგ უკრა...

24 თებერვლის შემდეგ უკრაინის საზღვარი 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, ეს მონაცემები მუდმივად ცვალებადი და განახლებადია. "10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მონაცემები მუდმივად იცვლება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწი...

ოხანაშვილი პოდოლიაკზე - არ არის ...

ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები,- ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ   საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას.  ოხანაშვილი პოდოლიაკს საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებაში ადანაშაულებს.  "ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გ...

რუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, ...

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იპოვეს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ქალაქ ლისიჩანსკში.  სიუჟეტში ფიგურირებს ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატო-ს სტანადრტების წვრთნებს უტარებდა.  ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გაუტანია და დოკუმენტები უწყებაში უნდა ყოფილიყო დაცული.   ქართველი სამხედრო ვარაუდობს, რომ უწყების არქივის დეპარტამენტმა საქმე კრემლს მიჰყიდა.   

მდინარაძე - სახალხო დამცველი ამა...

სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდიანარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში და რუსი ტურისტების მიმართ სიყვარულს ან სიყვარულის დადასტურებას მისგან არავინ ითხოვს. „მე მგონია 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა, ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია, და იმგვარი...

ლომჯარია - ქვეყანაში, სადაც 300 ...

რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაიღუპა და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქით, ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ, მაგრამ, ეს არ უნდა გადაიზარდოს უკანონო ფორმებში. „ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების ...

კობახიძე - სავიზო რეჟიმის შემოღე...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნა ემსახურება ერთადერთ მიზანს - "საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში". მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ქსენოფობიური კამპანიით გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. "დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვ...

მდინარაძე - თავად გააუქმეს ვიზებ...

თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ესაა მოგონილი გაბრაზების ნაწილი და ამ ადამიანებმა,  2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს თავად დაუწესეს. ამასთან ეს კამპანია საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლას უკავშირდება. „ეს არის იმ მოგონილი გაბრაზების ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იმ, ხალხის აგორებული კამპანიის ერთი პატარა ფეიკნაწილია. ფეიკს ვუწოდებ მათ აღშფოთებას. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა გან...

მელია საქართველოში შემოსულ რუსებ...

აქედან არავინ გაექცევა პუტინს, ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან  გაქცევა თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით, - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების მზარდ ნაკადებს.  მელია პარალელს 20-იან წლებთან ავლებს, როდესაც  ბოლშევიკებმა საქართველოც დაიპყრეს და გააწითლეს, "ის რუსები კი, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ" აქედან რატომღაც აღარსად გაქცეულან".  "ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი  თავის დღიურში, 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე,  რუსებზე ასეთ რამეს წერს: “…თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, ...

ოხანაშვილი - სავიზო რეჟიმის დაწე...

სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში,-  ინტერპრესნიუსის ცნობით,ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი იმ ფონზე, როცა რუსეთიდან დიდი ოდენობით მოქალაქეების შემოსვლა ფიქსირდება. მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნები ქვეყნაში დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას უკავშირდება, რაც ოპოზიციის ინტერესია. "ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო,...

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ სააკაშვ...

დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა,- პარლამენტის ოპოზიციური პარტიები "გირჩი" და "მოქალაქეები" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიზანი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაა.  როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმამდე შემცირების მიზნით, საარჩევნო ბარიერი 2%-მდე უნდა დაიწიოს, ასევე მიხეილ სააკაშვილის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.  „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ...

კობახიძე სავიზო რეჟიმზე - წინა ...

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია. კობახიძის თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა და მისი შეცვლა უკრაინის ომის გამო - ირაციონალურია. "ერთ-ერთი ტელევზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, რაც არის ტყუილი. 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 240 0000 რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი მეათედი იმყოფება მუდმივად სააქართველოში, რაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედდა წინა ხე...

პაპუაშვილი დეგნანზე - საინტერესო...

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა. პაპუაშვილს აინტერესებს,  რა მიზნით შეხვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს "ხელისუფლების ზურგს უკან". "მგონია, რომ საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტებები, კითხვები, პასუხები თუ ასე შემდეგ და მგონი შეგვიძლია, ორი რამ დავასკვნათ. ერთი - არანაირი სანქცია კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ არ არსებობს, ეს დადასტურდა და მეორე - ამერიკის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ.ეს ორი ფაქტი დადასტურდა აქედან დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. კერძოდ, პირველ შემთხვევას რაც შეეხება, თუკი არანაირ სანქცია არ არსებობს, მაშინ რა ...

კალაძე „ოცნებიდან” წასულებზე - ა...

მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ოცნებიდან" წასული დეპუტატების გუშინდელ განცხადებას სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ. კალაძის თქმით, დეპუტატებისგან ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა  ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს მათ ეს ნაბიჯი. „ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იმოქმედეს, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეტაპზე. შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდა...

არახამია - საქართველოს მცდელობა,...

საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია, დმიტრი მედვედევის  წაშლილ პოსტს. არახამიას თქმით, თბილისის პრორუსულმა ხელისუფლებამ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო. „საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს...

პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ო...

საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა,  გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები   „სამოქალაქო თავდადებისათვის“  დააჯილდოვა.   პრეზიდენტის ადმინისიტრაციის ცნობით, სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის და სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ. "საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის...

ოქრიაშვილი - იმისთვის, რომ ყოველ...

ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი, აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით "„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა. ავია...

მდინარაძე - კონკრეტული ძალა, მათ...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები,  დასავლეთში, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ იყოს.  მდინარაძე კიდევ ერთხელ შეეხო ევროკომისიის კრიტიკულ რეზოლუციას, რომელშიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი და მას „ფეიკზე აგებული“ უწოდა. "კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო იყოს მეორე ფრონტი, შემთხვევითობას სხვა შემთხვევაში ვერ მივაწერდით, მაგალითად, 308 დეპუტის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად ფეიკზე იყო აგებული, აქაც რომ ვერავინ შეძლო სპეკულირება იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ ამას მე, არს...

პრემიერი - გუდაურში გარდაცვლილთა...

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 000 ლარს გამოუყოფს,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის 100 000 ლარს გამოყოფს. „ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამო...

მეუფე სტეფანე ევროკავშირის რეკომ...

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ანტიქრისტიანულია.  მეუფე აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ბუნდოვანია და რეალურად საზოგადოებამ არ იცის თუ რა წერია ევროავშირის რეკომენდაციებში.  "დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა ის საკითხი, ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს იმ 12 რაღაცას, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა ...